x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვინ იყვნენ ასასინები(დასასრული)
imageასასინთა ეგრეთ წოდებულ შემსრულებლებს ეწოდებოდათ ფიდაები, რომლებიც თავს სწირავდნენ დაუფიქრებლად.ფიდაებად არჩევდნენ გონებამახვილ, გამბედავ და მოხერხებულ ჭაბუკებს, შემდეგ მათ წვრთნიდნენ საბრძოლო ხელოვნებებში, დაღლილობის ატანაში, შენიღბვაში და ადამიანური გრძნობების განადგურებაში.მათი თავგანწირვა მართლაც საკვირველი იყო.

ფიდაებს საიდუმლოებას არ აცნობდნენ და თუმცა თავიდანვე ასწავლიდნენ მტრის ენას.მაგალითად მონფერატის შემთხვევაში, ორმა ფიდაიმ შესანიშნავად იცოდა ფრანკთა ენა და 6 თვე ელოდნენ სასურველ მომენტს და აღასრულეს კიდეც.ერთ-ერთი ვარაუდით მონფერატის სიკვდილი სალადინის ან რიჩარდ ლომგულის შეკვეთილი იყო.

ფიდაის თავგანწირვის წესი ასეთი იყო:ის კვდებოდა დრამატულად უამრავი ხალხის წინაშე და თავის სამოთხეში ეშურებოდა.მათ უკან მზვერავები მიჰყვებოდნენ, რათა ყველაფერი მბრძანებლისთვის მოეხსენებინათ.ეს იყო ძირითადი სქემა.აქევ აღსანიშნავია ისიც რომ ფიდაის თუ ფიდაების მსხვერპლი ძალზედ დაცული იყო და ძალზედ ძნელი იყო მასზე თავდასხმა.საკვირველი იყო მათი ასეთი ფანატიზმი.ერთ-ერთი ვერსიით მისიის წინ მათ ჰაშიშით ან რაიმე წამლით აბრუებდნენ და ასე უშვებდნენ მისიაზე, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი

ფიდაებმა ასევე შურისძიება იცოდნენ.ისინი თავისიანის მოკვლას არავის პატიობდნენ ამის უამრავი მაგალითია მათ ისტორიაში.


image

აღსანიშნავია რომ ასასინები რამოდენიმეჯერ დაემუქრნენ უძლიერეს მეფე სალადინს და 2ჯერ თავს დაესხნენ, თუმცა სალადინი გადარჩა.

ასასინები არც მაჰმადიანებს და არც ჯვაროსნებს ინდობდნენ, მათთვის სულ ერთი იყო რელიგია, წარმომავლობა და ა.შ ამის დასტურია თუნდაც მონფერატის მკვლელობა და სალადინზე თავდასხმა.

საბოლოოდ ასასინებმა ძირი გამოუთხარეს თურქ-სელჩუკთა იმპერიას.ლეგენდის თანახმად ნიზამ ალ-მულქი, ჰასან იბნ საბაჰი და ომარ ხაიმი თანაკლასელები იყვნენ და ძალზედ დაახლოებული ადამიანები.ომარმა მეცნიერება აირჩია, ნიზამი და საბაჰი კი სელჩუკთა კარზე დაწინაურდნენ, შემდეგ მათ შორის განხეთქილება მოხდა და საბაჰი სასახლიდან გააძევეს.ამის შემდეგ ნიზამი მუდამ ჩასჩიჩინებდა სელჩუკებს რომ ყველაზე საშიში მტერი სელჩუკთათვის ასასინები იყვნენ და ჩანასახშივე დევნიდა მათ და საბაჰსაც.თუმცა საბოლოოდ საბაჰმა დაამარცხა ნიზამი და ის ერთ-ერთი ფიდაის ხელით გარდაიცვალა.

image

ასასინების მმართველობამ დაახლოებით 2საუკუნეს გასტანა, სანამ მონღოლები არ მოვიდნენ და დედაბუდიანად არ გადაწვეს ალამუთი და ამოწყვიტეს ყველა ფიდაი.ეს მოხდა 1256 წელს ჰულაგუ-ყაენის მიერ, როდესაც მონღოლების იმპერია პიკში იმყოფებოდა.აღსანიშნავია რო ამ დროს მონღოლების მხარეს ქართველებიც იბრძოდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ასასინთა რიგებშიც ყოფილიყვნენ ქართველები, რადგან ასასინთა „საბუდებელი“ ძირითადად მთიან რეგიონებში იყო.

image

აღმოსავლეთში შეიძლება დღესაც შემორჩა ისმაილიტთა სექტა თუმცა ასასინების ძლევამოსილება ისტორიას ჩაბარდა.

0
289
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0