x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81805
  • ვიდეო:333826
  • სურათი:438953
Google 20 წლისაა - 20 საინტერესო ფაქტი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საძიებო სისტემის შესახებ!

27 სექტემბერს, Google 20 წლის გახდა. ცნობილია, როგორც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული საძიებო სისტემა. დღეს გაგაცნობთ 20 საინტერესო ფაქტს, ჩვენი ინტერნეტ-მეგობარის შესახებ....



image




1. სინამდვილეში Google -ს დაბადების დღე არავინ იცის. 2005 წლის 27 სექტემბერს კომპანიამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს დღე გამოცხადდა, როგორც დაბადების დღე.


image




2. Google-იმ ოფიციალური სახელწოდება 1997 წლის 15 სექტემბერს მიიღო, ხოლო 1998 წლის 4 სექტემბერს ოფიციალურად Google -ის კომპანია დაარსდა. დამაარსებლები არიან - ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი, მათ “Google Guys” - უწოდებენ.


image



3. როგორც Apple, Microsoft, და Dell-ი, Google-იც ერთ უბრალოდ მიტოვებულ ავტოფარეხში დაიბადა. თუმცა დღეს მათი შტაბ-ბინა სილიკონის ველზეა აშენებული. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლებს უსაზღვრო კომფორტს სთავაზობს, რაც მათ სამსახურიდან წასვლის თაობაზე არც კი დააფიქრებს.


image




4. Google-ს სახელი შემთხვევით დაერქვა. სინამდვილეში ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი ცდილობდნენ სხვა სახელის დარქმევას ( 1 000 0000 0000 000 00 00 00 ......ა.შ) თუმცა ამ მცდელობიდან შემთხვევით შერჩა სახელი Googol, რომელიც მოგვიანებით Google-დ გადაქციეს.


image




5. პირველი Google -ის სერვერი იყო LEGO- ებისგან დამზადებული. 10 ცალ 4 გბ -იან მყარ დისკებს ფოტოზე ნაჩვენებ ვარიანტში ინახავდნენ. გარდა ამისა, Google -ის ფერებიც LEGO-სგან არის შთაგონებული.


image




6. "Don't be evil" - Google -ის ოფიციალური სლოგანია, რომელიც ამიტ პატელმა დაამზადა.


image




7. Google -ის კამპუსზე დადგმულია გიგანტური დინოზავრის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლების შენარჩუნებას და კომპანიის სამუდამოდ არსებობას, მათ არ სურთ დინოზავრებივით გადაშენება.


image




8. Google თანამშრომლებს იმდენად ათამამებს, რომ საპირფარეშოშიც კი შესანიშნავი კომფორტს სთავაზობს. იაპონური ტოტო-ტუალეტები Google-ის ყველა ოფისშია დამონტაჟებული, რბილი და ამავდროულად თბილი სავარძლები, ამ კომპანიის საპირფარეშოებში გვხვდება მხოლოდ.


image



9. კაცობრიობის ისტორიის ყველა წერილობითი ისტორია, რაც კი წერილობით არის აღწერილი, 50 პეტაბაიტზე მეტია. Google მხოლოდ ერთ დღეში 20 პეტაბაიტის ოდენობის მონაცემებს ამუშავებს.


image




10. საძიებო სისტემის <<ძებნის ველის>> ქვეშ მოცემულია "იღბალს მივენდობი" ღილაკი. Google -იმ კარგად იცის ამ ღილაკის უსარგებლოობის შესახებ, თუმცა მის მოხსნას არც უახლოეს მომავალში გეგმავს, რათა მომხმარებლებიც უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.


image




11. Google -ის ძალიან ლამაზი ბაღი აქვს, თუმცა კომპანია ბაღიდან ბალახის გასაწმენდა სხვა კომპანიებს არ უთანხმდება და ყოველწლიურად ქირაობს უბრალოდ 200 თხას, რათა თხებმა მიირთვან ბალახი, ისინი ხომ უფრო საყვარლები არიან ვიდრე გაზოსები.


image




12. Google -ის ყველა ვაკანსიაში წერია შემდეგი სიტყვები - " Google-ში შემოსვლა რთულია, თუმცა Google -დან გასვლა უფრო რთულია"


image




13. 1998 წელს, როდესაც Google შეიქმნა, დღეში საშუალოდ 500 000 ძებნა ხორციელდებოდა, ხოლო დღეს მხოლოდ 2 წამში 2 მილიონზე მეტი ძებნა ხორციელდება.


image




14. Google -ის მსოფლი მაშტაბით 40 ქვეყანაში 70 ოფისი გააჩნია და 53 600 -ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.


image




15. Google თანამშრომლებს უფლებას აძლევს, რომ შინაური ცხოველები ოფისში გაიყოლონ, გარდა ამისა, სთავაზობს კიდეც...


image




16. 2013 წელს Google 5 წუთით დაზიანდა, რამაც გამოიწვია ინტერნეტის ტრაფიკის 40% დაზიანებაც! საოცარი შედეგია.


image




17. Google სამსახურის დროს დაღუპული თანამშრომლების მეუღლეებს დღესაც უხდის.


image




18. 1998 წელს, სუზან ვოიციჩკიმ სახლის ავტოფარეხი ორ ახალგაზრდა სტუნდეტს 1700 დოლარის სანაცვლოდ მიაქირავა. ეს სუზანისთვის ისტორიულ გარიგებას წარმოადგენდა, რადგან Google ზუსტად ამ გარაჟში დაიბადა. მოგვიანებით, კომპანიამ სუზანის სახლი რეკორდული თანხის სანაცვლოდ შეიძინა და დღეს Google -ის ოფიციალური მუზეუმია.


image




19. Google დაარსებიდან, დღემდე ცდილობს, რომ დედამიწის მოსახლეობა მსოფლიოს შესახებ უფრო ინფორმირებულები იყვნენ, უპირველეს ყოვლისა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საძიებო სისტემა ბოროტად არავინ გამოიყენოს!


image




20. Google -ს განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი ადამიანი იყენებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რას ნიშნავს იყო თავიდან ფეხებამდე შეყვარებული - სახალისო ილუსტრაციები

2. 15 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მერწყული არის ყველაზე განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშანი!

3. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ომი - გრენლანდიამ მსოფლიოს საფრთხის შესახებ ამცნო!

4. დღეში 3 ლიტრი წყალი, ერთი კვირის განმავლობაში - სიურპრიზებით აღსავსე ექსპერიმენტი

5. მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები - საშინელი სასწაულებიც არსებობს!

6. გაიცანით უძლიერესი მაფია მსოფლიოში: რეალური ფაქტები იტალიური მაფიის შესახებ!

7. რამდენად კარგად იცით ქვეყნების დედაქალაქები?

3
102
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
102
  
28 სექტემბერი, 21:49
კარგია! თუმცა, საინტერესო სტატიებს საინტერესო მკითველი უნდა და ჩვენს ქვეყანაში უბრალო მკითხველიც კი არ არის
28 სექტემბერი, 20:01
მადლობა.. მარა 9 ნახვა შოკია.. სირცხვილია ჩემი მასალების.. რეკორდი დამიმყარა.გუგლიმ
28 სექტემბერი, 16:07
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. სიმართლე რომ ვთქვა, Google-ზე, როგორც კომპანიაზე არ მიფიქრია :)
0 1 3