x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

image

.

EXCLUSIVE - გამთენიისას დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 72 წლის მარტოხელა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ცეცხლის ალი დილის 5 საათზე მეზობლებმა შენიშნეს, რომლებმაც მოხუცის შენობიდან გამოყვანა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.


ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროსადენები სახელდება, სამზარეულოში გაზის ბალონიც აფეთქდა. მომხდარზე გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.


როგორც შსს-ს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, მოკვლევა 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

.

image


0
249
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0