სხვა პირველი ღამის 7 შოკისმომგვრელი ტრადიცია აფრიკული ქვეყნებიდან 2018, 6 სექტემბერი, 23:03 ამქვეყნად უამრავი საქორწილო ტრადიცია არსებობს, მაგრამ თავისი ორიგინალური ჩვეულებებითა და ტრადიციებით აფრიკის ქვეყნები ალბათ ყველას უსწრებენ. ამ სტატიაში 7 საქორწილო ტრადიციას გაგაცნობთ, რომელიც აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გამაოგნებელია:
1. რეპეტიტორების გუნდი
ბერბერების ტომში საქმრო და საცოლე ქორწილის პირველ ღამეს მარტონი არ რჩებიან. ახალდაქორწინებულებს დიდ საძინებელში სხვა დაოჯახებული წყვილებიც უერთდებიან, რომლებიც ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას უზიარებენ და მორიდების დაძლევაში ეხმარებიან. ეს ღონისძიება 5 დღემდე გრძელდება. 2. “ყველაფერი კარგადაა, სანთელი მეჭირა." რუანდაში, კენიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სუაჰილიზე ლაპარაკობენ, ახალდაქორწინებულებს მარტოებს არ ტოვებენ ქორწილის ღამეს. მათ საქორწილო ღამეს პატარძლის უფროსი ქალი ნათესავი ესწრება, რომელიც წყვილს რჩევებს აძლევს, დილით კი, როგორც მოწმე, სხვებს აცნობს როგორ მოხდა ყველაფერი. 3. მოულოდნელი სიხარული შონას ტომში პირველი საქორწილო ღამე დაუგეგმავად ხდება და სიძისთვის ერთგვარი სიურპრიზია. ნიშნობის შემდეგ საპატარძლოს ნებისმიერ დღეს შეუძლია უამრავ ნათესავთან ერთად ესტუმროს საქმროს სახლს. საქმრომ და მისმა ნათესავებმა დროულად უნდა შენიშნონ ეს პროცესია და მათ ცეკვებით დახვდნენ სიხარულის ნიშნად. ასე ამოწმებენ, აქვს თუ არა საქმროს და მის ოჯახს უნარი, რომ მოულოდნელობებს თავი ღირსეულად გაართვან. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საცოლე ღამით საქმროსთან რჩება. 4. ტესტი პოტენციაზე ბანიანკოლეს ტომში, რომელიც უგანდის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობს, საქოწილო კავშირის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია პატარძლის დეიდას. იმისთვის, რომ შეამოწმონ, საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ აქვს, საპატარძლოს დეიდამ ქორწილის წინა ღამე სასიძოსთან უნდა გაატაროს და შემდეგ ახალდაქორწინებულთა პირველ ღამესაც უნდა დაესწროს. 5. ლოგინში უცნობთან ერთად აფრიკის ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდებს ისე აქორწინებენ, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს პირველად ქორწილში ხედავენ. ტანზანიაში ყველაფერი უფრო მკაცრადაა. პატარძალი საერთოდ არ მონაწილეობს საზეიმო ღონისძიებაში. ის სახლში ზის მორთულ-მოკაზმული და საქმროს ელოდება. საქმრო მასთან ღამით მიდის და მათი ცოლ-ქმრობაც ასე იწყება. 6. იუმორის ღამე ლიბიაში მუსლიმთა ქორწილი 5 დღემდე გრძელდება. პირველ სამ დღეს საქმროც და საცოლეც თავ-თავის სახლებში ატარებენ. მეოთხე დღეს პატარძალი საღამოს წვეულებას აწყობს, სადაც საქმროს თავისი მეგობრების წრეში ეპატიჟება. წვეულების დროს მეგობრები ვალდებულნი არიან იხმაურონ და განსაკუთრებით კი იმაზე იხუმრონ, რაც მალე საქმროსა და საცოლეს შორის მოხდება დახურულ კარს მიღმა.ეს “ იუმორინა " მაშინაც კი არ მთავრდება, როცა წყვილი განმარტოვდება. 7. შიშველი თავით სუდანში მცხოვრებ ტომს, ნეურს, ასეთი საქოწილო ტრადიცია გააჩნია: ზეიმის შემდეგ მეგობრებს პატარძალი საქმროს სოფელში მიყავთ, სადაც თავს წმინდად პარსავენ, შემდეგ კი მეუღლეს მიჰგვრიან. ამ რიტუალის აზრი გაუგებარია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება:თუ ქალს თავი გადაპარსული არ აქვს, კანონიერ ქმართან დაწოლა ეკრძალება. 1148 შეფასება არ არის
|