x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე სამყაროში
image
ადამიანს, მას შემდეგ, რაც მაიმუნიდან ჰომო საპიენსად გარდაიქმნა, მუდმივად აწუხებდა იდეები, მათ შორის უსულო საგნებისათვის რაიმეს “სწავლებისა”. ჰომო საპიენსი, როგორც მოგეხსენებათ, გონიერ ადამიანს ნიშნავს და როცა ტექნოლოგიები საჭირო დონემდე განვითარდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი “გონიერების” მანქანისთვის გადაცემისა. Artificial intelligence (AI) ანუ ჩვენებურად ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო ფანტასტიკიდან თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ, კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული.

ჯონ მაკარტის მიხედვით, (მეცნიერი რომელმაც ტერმინი პირველად იხმარა 1955 წელს) ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს პროგრამასა თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს, როგორსაც ადამიანი. ხელოვნური ინტელექტი, ასევე არის მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ინტელექტუალი პროგრამისა და კომპიუტერის შექმნის საკითხებს. ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ეყრდნობა უამრავ ტრადიციულ სამეცნიერო დარგს, მაგალითად ფილოსოფია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ფსიქოლოგია. ამ მეცნიერებათა ჩართვა ხელოვნური ინტელექტის კვლევის პროცეში უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ მიზანია, შეიქმნას ადამიანის გონების მოდელი, მაშინ ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის გონება, კერძოდ, როგორ სწავლობს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ აგვარებს პრობლემებს. ყველა ეს კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ხელოვნური ინტელექტი.

სანამ ხელოვნური ინეტელექტის მაგალითებს წარმოვადგენთ, მოდით, განვმარტოთ გონების ფუნქციები მოკლედ:
1. ეს არის შესაძლებლობა, იფიქრო და გაიგო, ვიდრე იმოქმედო ინსტინქტურად ან ავტომატურად.
2. ეს არის შესაძლებლობა, ადვილად გაერკვე ახალ სიტუაციაში და ისწავლო გამოცდილებით.
3. ეს არის შესაძლებლობა, ცოდნის საშუალებით იმოქმედო შენს გარემოზე მიზნის მისაღწევად, იფიქრო აბსტარქტულად.
4. ეს არის შესაძლებლობა, შეიძინო, გაიგო, გამოიყენო ცოდნა, დაამყარო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

ინტელექტი წამოიშვება ცოდნისგან, რომელსაც ახასიათებს ენა, აღქმა, ცოდნის ინტეგრირება, ლოგიკური მსჯელობა და სხვა. ინტელექტი არის ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ, როცა არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, შეძლებს კი პროგრამა იფიქროს და იაზროვნოს ისე, როგორც ადამიანმა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იზომება კომპიუტერული ინტელექტი. ზოგადად AI-ს ყოფენ სირთულის მიხედვით, სუსტ AI და ძლიერ AI-დ. ეს დაყოფა გამომდინარეობს პრინციპიდან, თუ რამდენად შეუძლია ხელოვნური ინტელექტის მქონე ფიზიკურ აგენტს, (მარტივად: რობოტს) მიუახლოვდეს ან აჯობოს კიდეც ადამიანის ინტელექტს. სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნის მოსურვე მეცნიერები სწორედ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ მიისწრაფიან. ინტელექტის მკაცრი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა როგორც ასეთი, მისი არსებობის დასადგენად ყველაზე აპრობირებული საშუალებაა ე.წ. Turing ტესტი. ტესტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ტესტის მონაწილეებად შერჩეულია 2 ადამიანი და ერთიც, კომპიუტერი. ამათგან, ერთი ადამიანი მოვალეა, უპასუხოს დასმულ კითხვებზე. ასევე იქცევა კომპიტერიც. მესამე მონაწილე, რომელიც პირველის მსგავსად, საღად მოაზროვნე ბიოლოგიური არსება – ადამიანია, ცდილობს გამოიცნოს, თუ რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი - გამომთვლელ მანქანას ანუ კომპიუტერს. აქ კომპიუტერის მიზანია, რაც შეიძლება ადამიანებთან მიახლოებით გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს, ანუ გამოავლინოს ინტელექტი. ტურინგის ტესტი 1950 წელს შექმნა ალან ტურინგმა და მან თავის ნაშრომში აღნიშნა, რომ ტესტის მთავარი დამცავი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მის “შემთხვევით” ჩაბარებას მანქანების მიერ, იყო ის, რომ ტესტი ითვალისწინებდა ერთხელ დასმული შეკითხვის მეორედ, შებრუნებულად ან მოდიფიცირებულად დასმას. სამწუხაროდ, ამ ტესტის სრულყოფილად ჩაბარება დღემდე ვერც ერთმა კომპიუტერმა ვერ მოახერხა. ამის გამო, ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით ცნობილია როგორც ვიწრო (ან სუსტი) ხ.ი, რომელიც შექმნილია ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა მაგალითად: მხოლოდ სახის ამოცნობა, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის მოძებნა ან მხოლოდ მანქანის ტარება. თუმცა, როგორც წესი, ბევრი მკვლევარისთვის გრძელვადიანი მიზნები ფართო (ან ძლიერი ც.ი) ხელოვნური ინტელექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც შეასრულებს თითქმის იმ ყველა კოგნიტურ დავალებას, რასაც ადამიანი.

რა მოხდება, თუ ძლიერი ხელოვნური ინტელექტი იმდენად დაიხვეწება, რომ ის გახდება ადამიანზე უკეთესი ყველა კოგნიტურ აქტივობაში?


როგორც აღნიშნა I.J. Good-მა1965 წელს, უფრო ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნა თავისთავად კოგნიტური ამოცნაა. ასეთ სისტემას შეუძლია გაიაროს რეკურსიული თვითგაუმჯობესება, რაც გამოიწვევს დიდ გარღვევას და ადამიანის გონებას ჩამოიტოვებს უკან. ისეთი რევოლუციური ახალი ტექნოლოგიების გამოგონებას, როგორიცაა სუპერინტელექტი, შეუძლია დაგვეხმაროს ომების, დაავადებებისა და სიღატაკის აღმოფხვრაში. შესაბამისად, ძლიერი ხ.ი-ის შექმნა შესაძლოა ყველაზე დიდი გამოგონება და მიღწევა იყოს კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა, ზოგმა ექსპერტმა გამოხატა ღელვა იმის შესახებ, რომ ის შეიძლება უკანასკნელი იყოს, თუ არ ვისწავლით მისი მიზნების ჩვენსასთან შეთანხმებას, სანამ ის გახდება სუპერინტელექტი.

მკველვართა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სუპერინტელექტი ვერ გამოავლენს ადამიანურ ემოციებს, სიყვარულს ან სიძულვილს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხ.ი გახდება განზრახ კეთილგანწყობილი ან მავნე. ამის მაგივრად, იმის განხილვისას, როგორ შეიძლება ხ.ი გახდეს რისკფაქტორი კაცობრიობისთვის, ექსპერტები ფოკუსირდებიან შემდეგ ორ უფრო დასაშვებ სცენარზე:


  • ხ.ი დაპროგრამებულია, რათა გააკეთოს რაღაც დამანგრეველი: ავტონომიური იარაღი - ეს არის სისტემა ხელოვნური ინტელექტისა, რომელიც მიმართულია მკვლელობაზე. არასწორი პირის ხელში, მას ადვილად შეუძლია მასობრივი მსხვერპლის გამოწვევა. მეტიც, ამ იარაღით მანიპულირებას შეუძლია ხ.ი-ის ომი გამოიწვიოს, რომელიც ასევე დიდ ადამიანური რესურსების დანაკარგებთან არის კავშირში. მტრის დასამარცხებლად, საჭირო იქნებოდა, რომ ეს იარაღი ძალიან რთულად „გამორთულიყო“, რის გამოც, სავარაუდოდ, ადამიანები დაკარგავდნენ ასეთ სიტუაციაზე კონტროლს. ეს რისკი სუსტი ხ.ი-ის შემთხვევაშიც კი არსებობს, მაგრამ იზრდება როგორც ხ.ი-ის სადაზვერვო და ავტონომიური ზრდის დონეზე.
  • ხ.ი დაპროგრამებულია, რათა შექმნას რაღაც სასარგებლო, მაგრამ ის ანვითარებს მიზნების მიღწევის დესტრუქციულ მეთოდებს: ეს შესაძლოა მოხდეს მაშინ, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხ.ი-ის მიზნების მთლიანად ჩვენსასთან ინტეგრირებას, რაც ძალიან რთულია. თუ შენ სთხოვ მორჩილ ხ.ი-ის მანქანას, რომ აეროპორტში მიგიყვანოს რაც შეიძლება სწრაფად, მან შეიძლება ისე დაარღვიოს საგზაო წესები, რომ საბოლოოდ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდეთ. თუ სუპერინტელექტს მივანდობთ გეოინჟინერიის ამბიციურ პროექტს, მან შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ეკოსისტემის გამოფიტვა, როგორც გვერდითი მოვლენა და ნახოს ადამიანის მცდელობები, შეაჩეროს როგორც საფრთხე.

ეს ილუსტრაციები გვეხმარება იმის გაგებაში, რომ თავისთავად ხ.ი შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მათზე არ დავკარგავთ კონტროლს და მათი მიზნები ჩვენსასთან იქნება აბსოლუტურ კავშირში.


ხელოვნური ინტელექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები:


  • შეცდომა თითქმის ნულის ტოლია და სიზუსტე ძალიან მაღალ ხარისხს აღწევს.
  • ინტელექტუალი რობოტები კოსმოსის შესწავლაში გვეხმარებიან. ისინი მანქანები არიან, ამიტომ გაუძლებენ ინტრაპლანეტარული სივრცის მტრულ გარემოს. მათ შეუძლიათ ადაპტირება იმგვარად, რომ პლანეტარული ატმოსფეროები არ იმოქმედებენ მათ ფიზიკურ მდგომარეობასა და ფუნქციონირებაზე.
  • ინტელექტუალური რობოტების დაპროგრამება შეიძლება ისე, რომ მათ მიაღწიონ დედამიწის სიღრმეებს. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ საფლავების სათხრელად, მაღაროებში ჭიაღისეულის მოსაპოვებლად, ასევე, სამთო დანიშნულებით. ისინი შეიძლება ჩავუშვათ ოკეანეების სიღრმეებში, სადაც ადამიანი ვერ აღწევს და ზოგადად, მათი მეშვეობით ადამიანისთვის დაწესებული ლიმიტების გადალახვა შეგვიძლია.
  • სმარტფონები ხელოვნური ინტელექტის კარგი მაგალითია. „სირი“, რომელიც ინერაქციაში ადამიანივით შემოდის, საშუალებას გაძლევს, ინფორმაცია უმოკლეს დროში მოძებნო, მაშინ, როცა ამას თავად ვერ აკეთებ მხედველობის, მოტორული შეზღუდვების ან უბრალოდ მოუცლელობის გამო. ასევე, ავტოკორექტი, რომელიც წერისას გისწორებს გრამატიკულ შეცდომებს და ჯიპიესი, რომელიც ადამიანის ადგილმდებარეობას არკვევს, საით მიდის და გეგმავს მარშრუტს.
  • ჭკვიან კარტებზე აგებული სისტემებში თაღლითობა შესამჩნეველი ხდება ხ.ი-ის დახმარებით. იგი ასევე დასაქმებულია ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკების მიერ ორგანიზებისთვის.
  • ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოყენებული იქნას განმეორებითი და შრომატევადი ამოცანების შესრულებაში ეფექტურად.
  • ხშირად ემოცია ადამიანის რაციონალურ მსჯელობაში ხელს უშლის, რობოტებს კი ეს დაბრკოლება არ აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, უფრო ლოგიკურად „იფიქრონ“ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.
  • ინტელექტუალური მანქანები შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული საშიში ამოცანების შესასრულებლად. მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი პარამეტრები, როგორიცაა მათი სიჩქარე და დრო, და გაკეთდეს სწრაფი, არაეფექტიანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანებზე.
  • ხელოვნური ინტელექტის მთავარი დადებითი თვისება ის არის, რომ მას არ სჭირდება ძილი ან შესვენება, მას შეუძლია გაუჩერებლად ფუნქციონირება. მათ შეუძლიათ მოუბეზრებლად და დაუღლელად აკეთონ ერთი და იგივე. ასევე, საშიში ამოცანების განხორციელებისას ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკს ამცირებს.

უარყოფითი მხარეები:


  • ერთ-ერთი მთავრი პრობლემა რობოტების პროგრამების განახლება და მასთან დაკავშირებული ხარჯებია. ასევე, მათი დაზიანების შემთხვევაში, ძვირია შეკეთების საფასური.
  • მათ შეუძლიათ შეინახონ დიდი მოცულობით ინფორმაცია, მაგრამ მათი შენახვა, წვდომა და გაფართოება ისეთივე ეფექტური არ არის, როგროც ადამიანთან. ამასთან, მათ შეუძლიათ ერთი და იგივეს კეთება დიდხანს, მრავალჯერ, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად არ უმჯობესდება შესრულების ტექნიკა ისე, როგორც ადამიანთან.
  • მათ არ შეუძლიათ პროგრამისგან განსხვავებული სტრატეგიის გამოყენება, თუნდაც ეს უკანასკნელი უკეთესი იყოს. ისინი რიგიდულები არიან.
  • საშიშია მათ მიერ ადამიანების ჩანაცვლება, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანი დაკარგავს სამსახურს და თავის ადგილს სამყაროში, რობოტებს აკლიათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ზრუნვა, გაგება, ერთობა და სხვა. მათ არ შეუძლიათ გაიგონ ადამიანური ემოციების სინაზე, ამიტომ რამდენად ინტელექტუალებიც არ უნდა გახდნენ, მათ ყოველთვის დააკლდებათ ადამიანური შესაძლებლობები.
  • თუ ეს მანქანები ჩავარდებიან არასწორ ხელში, მათი რესურსები შესაძლოა დევიანტური ქცვისკენ იყოს მიმართული და დესტრუქციამდე მიგვიყვანოს.


საბოლოოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხ.ი-ს აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ ასევე უარყოფითიც. მათი გამოყენება კი ჩვენზეა დამოკიდებული და სწორი მიდგომის შემთხვეაში კაცობრიობას მხოლოდ განვითარება „ემუქრება“.


ტოპ ლეგენდები ხ.ი-ზე:
1. სუპერინტელექტი 2100 წლისთვის უკვე იარსებებს/არ იარსებებს - რეალურად, ექსპერტები ამაზე პასუხს ვერ გვცემენ, რადგან მათ უბრალოდ არ იციან.


  • რობოტებია მთავარი სანერვიულო - მთავარი სანრევიულო შეუთავსებელი მიზნებია: მას არ სჭირდება სხეული, სჭირდება მხოლოდ ინტერნეტი.
  • ხ.ი-ს არ შეუძლია ადამიანის კონტროლი - ინტელექტს შეუძლია კონტროლი - ჩვენ ვეფხვებს ჭკუით ვაკონტროლებთ.
  • მანქანებს არ შეიძლება ჰქონდეთ მიზნები - რაკეტები, რომლებიც „დასდევენ გულს“ ამის ნათელი მაგალითია, რომ შეუძლიათ.


10 მაგალითი ხელოვნური ინტელექტისა:


  • აიფონის SIRI - ყველა იცნობს ეფლის პეროსნალურ ასისტენტს. ის არის მეგობრული ხმა კომპიუტერი რომელიც გვეკონტაქტება ყოველდღიურობაში. ის გვეხმარება ინფორმაციის მოპოვებაში, გვაძლევს მიმართულებებს, ამატებს მოვლენებს ჩვენს კალენდარში, გვეხმარება მესიჯისგაგზავნაში და სხვა. ის არის ფსევდო ინტელექტი ციფრული პერსონალური ასისტენტი.
  • Alexa – ის პირველად წარმოადგინა ამაზონმა და ეს იყო მეტეორის დაცემასავით, რადგან სულ რამდენიმე დრეში მილიონობით ადამიანმა იცოდა მის შესახებ. მისი არაჩვეულებრივი უნარი- ოთახის ნებისმიერი წერტილიდან გაშიფროს ადამიანი ხმა და ნათქვამი, გახდა მისი რევოლუციური ტექნიკად ქცევის საფუძველი. ის გვეხმარება ინტერნეტში ინფორმაციის მოძებნაში, დღის გეგმირებაში, პროდუქტების შეძენაში, მაღვიძარას დაყენებაში და ათასი სხვა რამ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის ჩვენ სახლს ჭკვიანად აქცევს და წარმოუდგენლად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებაში, მოწესრიგებაში და სხვა.
  • Tesla - მანქანა, რომელსაც აქვს ავტოტარების რეჟიმი და სხვა.
  • Cogito - შექმნილია CEO, Joshua Feast და Dr. Sandy Pentland-ის მიერ.. Cogitoთითქმის ყველაზე ძლიერი მაგალითია ქცევითი ადაპტაციისა, რათა განავითაროს ემოციური ინტელექტი დღეისათვის ბაზარზე არსებული მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. კომპანია წარმოადგენს თავისთან შესწავლას და ქცევით მეცნიერებას, რათა გააუმჯობესოს ურთიერთქმედება კლიენტთან პროფესიონალური ტელეფონისათვის. ეს ეხება მილიონ ზარს, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად.
  • Boxever - არის კლიენტის ინტელექტის სივრცე, რომელიც დაკავშირებულია და აერთიანებს ყველა თქვენს მონაცემს კლიენტზე, პროდუქტი და ოპერაციული მონაცემები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ პერსონალიზაციისა 1:1 და მათთვის, ნებისმიერ არხზე წინასწარგანსაზღვრული შეთავაზებების მიწოდებას, კლიენტის ყველა მოგზაურობაზე. Boxever მუშაობს როგორც „ტვინი“თქვენს ტექნოლოგიურ ბიზნეს ეკოსისტემაში ყველა იმ მონაცემის გაერთიანებით, იმის გადაწყვეტით რაუნდა მოხდეს შემდეგ და ამის შესრულება შესაძლო ყველაზე მისაღები გზით. ის მუშაობს ყველატექნოლოგიაზე, რაც უკვე ადგილზე გაქვთ.
  • John Paul - ეს არის ძვირადღირებული ფუფუნების ტურისტულ კონსიერჟული კომპანია, რომელსაც მართავს მისი დამფუძნებელი დევიდ ამსელიემი. არსებული კლიენტის ურთიერთქმედების პროგნოზირებად ალგორითმებში, შეუძლია გაიგოს და იცოდეს მათი სურვილები და საჭიროებები მწვავე დონეზე. კომპანია აღჭურვილია კონსიერჟის მომსახურებით მილიონობით მომხმარებლისთვის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მეშვეობით, როგორიცაა VISA, Orange and Air France, და სხვა.
  • Amazon - მისი ტრანზაქციული ხ.ი საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, რომელიც აკეთებს ასტრონომიული რაოდენობის თანხას ონლაინ სივრცეში. მისი ალგორითმის წყალობით, რომელიც სულ უფრო და უფრო იხვეწება ყოველწლიურად, კომპანია გახდა უკეთესი იმის პროგნოზირებაში, უმეტესად საზოგადოება რის ყიდვაშია დაინტერესებული ჩვენს ქმედებებზე დაყრდნობით ინტერნეტში. კომპანია მანამ წარმოგვიდგენს პროდუქციას, სანამ ჩვენ გვეცოდინება, რომ ის გვჭირდება.
  • 8. Netflix – ის წარმოადგენს უაღრესად ზუსტპროგნოზირებად ტექნოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია კლიენტების რეაქციებზე წარმოდგენილი ფილმების მიმართ. ის აანალიზებს მილიარდობით ჩანაწერს, რათა შესთავაზოს მომხმარებელს ისეთი ფილმები, რომლებიც მათ შესაძლოა მოეწონოთ იმის გათვალისწინებით, თუ რას ირჩევდნენ და უყუებდნენ მანამდე. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ნაკლებად ცნობილი და დამარკული ფილმები შეუმჩნეველი რჩება.
  • Pandora - პანდორას ხ.ი თითქმის ყველაზე რევოლუციური ტექნიკაა მუსიკის სფეროში რაც დღეს არსებობს. ისინი მას მუსიკალურ დ.ნ.მ-ს უწოდებენ. ის დაფუძნებულია 400 მუსიკალურ მახასიათებელზე, ყოველი სიმღერა თავდაპირველად გადის ანალიზს პროფესიონალი მუსიკალური გუნდის ხელში. სისტემას აქვს დაუჯერებელი track record სიმღერებისთვის რეკომენდაციის გასაწერვად, რომლებიც სხვა შემთხვევაში დარჩებოდნენ შეუმჩნეველები.
  • 10. Nest - არის სწავლის თერმოსტატი, რომელიც Google-მა 2014 წლის იანვარში 3, 2 მილიარდ დოლარად იყიდა. თერმოსტატი nest-ის შესასწავლად, რომელიც შეიძლება მართული იყოს Alexa-ს ხმით, იყენებს ქცევით ალგორითმებს თქვენი საჭიროებებიდან სითბოსა თუ სიგრილის მიმართ და არეგულირებს ტემპერატურას თქვენს სახლსა თუ ოფისში. ასევე, უკვე მას მოყვება სხვა პროდუქტები, მაგალითად Nest კამერები.

0
633
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0