x
image
მანჩო 777
ლიონელ მესი, ბილ გეიტსი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც აუტისტები იყვნენ
ისი­ნი ჩვენ შო­რის ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კონ­ტაქ­ტ­ში ნაკლებად შე­დი­ან. მა­თი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გა­რე­შე თვა­ლის­თ­ვის და­ფა­რუ­ლია. ასეთ ადამიანებს აუტის­ტებს უწო­დე­ბენ. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი მე­ა­სე ადა­მი­ა­ნი პლა­ნე­ტა­ზე მათ რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. ისი­ნი ხში­რად უც­ნა­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვი­ან. ამას­თან, შე­უძ­ლი­ათ ფე­ნო­მე­ნალუ­რი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სფე­რო­ებ­ში. რო­გო­რე­ბი არი­ან ისი­ნი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში: გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნილ­ნი თუ პი­რი­ქით - უზო­მოდ ნი­ჭი­ერ­ნი? დიახ, დღეს საუბარი გვექნება აუტიზმით დაავადებულ ადამიანებზე და რაოდენ გასაოცარია, როცა მათ შორის ბილ გეიტსს, ლიონელ მესის, ალბერტ აინშტაინს და სხვა არანაკლებ ცნობილ ადამიანს იხილავთ.



image



მაშ ასე, თქვენ წინაშეა ცნობილი ადამიანები, რომლებიც აუტიზმის სინდრომით იყვნენ (ან არიან) დაავადებულნი.



დერილ ჰანა


image



ფილმ "მოკალი ბილის" ვარსკვლავს აუტიზმის დიაგნოზი ადრეულ ბავშვობაში დაუსვეს. 60-იან წლებში მიღებული იყი ასეთი ბავშვების საერთოდ იზოლირება საზოგადოებისაგან. მათი მკურნალობა ხდებოდა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებდა პაციენტის მდგომარეობას, მაგრამ ჰანას გაუმართლა: დედამისს გაგონებაც კი არ სურდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შვილის გადაყვანის თაობაზე. ის საკუთარი ძალებით ცდილობდა გოგონას გამოყვანას მდგომარეობიდან. რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ დერილს აუტიზმის ყველაზე მსუბუქი ფორმა - ასპერგერის სინდრომი ჰქონდა. აუტიზმის ამ სახის დროს შეინიშნება მეტყველების დაბრკოლება (ენაბლუობა), კონკრეტულ საქმიანობასა თუ გასართობზე დამოკიდებულება, ეგოცენტრიზმი და არანაირი სურვილი ნებისმიერი სახის კომპრომისზე წასვლისა. გარდა ამისა, ასპერგერის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ შებოჭილობა მოძრაობის დროს და ხელების უნებლიე მოძრაობა (ისინი ხელებს ისე იქნევენ, თითქოსდა იბანენო). ასეთი აუტისტების ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. დერილ ჰანა იტანჯებოდა მორცხვობის სინდრომით, პანიკურად ეშინოდა ყურადღების ცენტრში მოქცევის, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მან შეძლო ამ კომპლექსების დამარცხება. ამჟამად მსახიობი ცნობილია აქტიური საზოგადოებრივი პოზიციით, რომელსაც ყოველგვარი სიმორცხვის და კომპლექსების გარეშე აფიქსირებს სხვადასხვა სახით, მათ შორის მიტინგებსა და ლექციებზე გამოსვლით.



სტენლი კუბრიკი


image



კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უნიჭიერესი და უდიდესი წარმომადგენელი, შედევრების: " 2001 წლის კოსმოსური ოდისეა", "ლოლიტა", "ნათება" და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო ფილმის რეჟისორი სტენლი კუბრიკიც კარგა ხანს იტანჯებოდა ასპარგერის სინდრომით. კუბრიკის მიდრეკილება ემპათიისაკენ მასთან მომუშავე მსახიობებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო: გადაღებებზე ის საკმაოდ უხეშად ექცეოდა მსახიობებს, სულაც არ ადარდებდა მათი პრობლემები და ხშირად უყენებდა ძნელად შესასრულებელ მოთხოვნებს. რეჟისორის ამოჩემებას პატარა, უმნიშვნელო წვრილმანებზე მსახიობ შელი დიუვალის მშვენიერი თმები კინაღამ შეეწირა: საკულტო ფილმ "ნათების" გადაღების დროს კუბრიკმა ვენდის როლის შემსრულებელს აიძულა ერთი და იგივე სცენა 147-ჯერ ეთამაშა. ასეთი სტრესის შემდეგ კინოვარკვლავს თმების საშინელი ცვენა დაეწყო და ის კინაღამ გამელოტდა.



ბილ გეიტსი


image



ბილ გეიტსი ყველაზე მდიდარი აუტისტია მსოფლიოში. უცნაურმა ქცევებმა მას სულაც არ შეუშალა ხელი მიეღო შესანიშნავი განათლება, თუმცა ამაში დიდი წვლილი შეძლებულ მშობლებსაც მიუძღოდა. ყმაწვილობის ასაკში ბილს ჩამოუყალიბდა მიჯაჭვულობა ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერების მიმართ. მას შეეძლო მთელი დღე გაეტარებინა მის ცქერაში და სულაც არ აინტერესებდა თანაკლასელებთან გართობა და სპორტი. გეიტსის ოჯახი გამსჭვალული იყო კონკურენციის და დაპირისპირების სულისკვეთებით, რამაც მძიმე კვალი დატოვა მომავალი მილიარდერის ფსიქიკაზე. როგორც კი ბიჭუნას 12 წელი შეუსრულდა, ის მიხვდა, რომ მომავალი ეკუთვნის არა მანქანებს, არამედ პროგრამებს. გეიტსი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი და­ა­ვა­დე­ბის-აუტიზმის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა ნამ­დ­ვი­ლი პროგ­რა­მის­ტის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლიც კია, რა­თა ყუ­რადღე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­ე­ფან­ტოს. ამბობდნენ, რომ მი­სი ფირ­მის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა 20%-აუტის­ტე­ბი იყვნენ.


ლიონელ მესი


image



13 წლი­სა ის კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს. თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იხ­სე­ნე­ბენ, რომ გუნ­დის და­ნარ­ჩენ ბი­ჭებს ლი­ო­ნე­ლი დი­დი ხნის მან­ძილ­ზე მუნ­ჯი ეგო­ნათ. ის არა­ვის­თან სა­უბ­რობ­და. აუტიზ­მის გარ­და, მო­ზარდს სხვა პრობ­ლე­მაც აღ­მო­აჩ­ნ­და - ზრდის ჰორ­მო­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ მე­სის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა იკის­რა, რად­გან მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი შე­ნიშ­ნა. ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყო მი­სი მშობ­ლე­ბის გად­მოყ­ვა­ნა არ­გენ­ტი­ნი­დან ევ­რო­პა­ში.
რო­ცა მე­სი 18 წლის გახ­და, ის არ­გენ­ტი­ნის ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს. სხვა მო­თა­მა­შე­ებს თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­ვირ­დათ, რომ ახა­ლი წევ­რი მათ ზე­დაც არ უყუ­რებ­და და არც ესა­ლ­მე­ბო­და.
2015 წელს, მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა სპორ­ტუ­ლი ქრო­ნი­კის ამ­სახ­ველ­მა კად­რებ­მა, სა­დაც "ბარ­სე­ლო­ნამ" ევ­რო­პუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში იტა­ლი­ის კლუბ "ი­უ­ვენ­ტუსს" მო­უ­გო. მატ­ჩის შემ­დეგ, მინ­დორ­ზე ემო­ცი­ე­ბი დუღ­და: ერ­თ­ნი დარ­დის­გან ტი­როდ­ნენ, მე­ო­რე­ნი მძაფ­რად გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ სი­ხა­რულს. მხო­ლოდ ლი­ო­ნელ მე­სი იდ­გა თა­ვის­თ­ვის და ერთ წერ­ტილს გაჰ­ყუ­რებ­და. არა­და, გუნ­დ­ში მი­სი რო­ლი შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ - სწო­რედ ის აღი­ა­რეს იმ წელს ტურ­ნი­რის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რად, რო­მელ­მაც ლი­გის ყვე­ლა მატ­ჩ­ში 10 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.
მი­უ­ხე­და­ვად გუნ­დის წევ­რებ­თან არც ისე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ლეო იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფეხ­ბურ­თე­ლია, რომ ის უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე აღი­ა­რეს სა­უ­კე­თე­სოდ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ეს ამ­ტ­კი­ცებს ფაქტს, რომ აუტის­ტებ­საც შე­უძ­ლი­ათ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია შე­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ახ­დი­ნონ.



ალბერტ აინშტაინი


image


თანამედროვე ფიზიკის "მამად" წოდებული ალბერტ აინშტაინი დაავადებული იყო აუტიზმის სპექტრის აშლილობით. ეს დაავადება ძალიან გავს ასპერგერის სინდრომს. აუტიზმის სპექტრის აშლილობით დაავადებულებს არ შეუძლიათ ნორმალური ძილი, მათ ძალუძთ დღის 2/3 ძილში გაატარონ ან საერთოდ არ დაიძინონ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ალ­ბერტ აინ­შ­ტა­ი­ნი ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შ­ვი გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც თა­ნა­ტო­ლებ­თან კონ­ტაქტს გა­ურ­ბო­და. ის ძალ­ზე იოლად იძენ­და ცოდ­ნას, მაგ­რამ პე­და­გო­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მებ­მა იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ მო­მა­ვალ­მა ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა გიმ­ნა­ზი­აც კი ვერ და­ას­რუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­და სა­ი­მი­სოდ, რომ ცი­უ­რიხ­ში უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლის კურ­სი გა­ევ­ლო. ორი წე­ლი ისეთ სამ­სა­ხურს ეძებ­და, სა­დაც რაც შეიძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ექნებოდა შე­ხე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან. ბო­ლოს ბერ­ნ­ში გა­მო­გო­ნე­ბა­თა სა­პა­ტენ­ტო ბი­უ­რო­ში მო­ეწყო. აინ­შ­ტა­ი­ნი სიკ­ვ­დი­ლამ­დე სრუ­ლი­ად გულ­გ­რი­ლი გახ­ლ­დათ არამარ­ტო დი­დე­ბის, არა­მედ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის მი­მარ­თაც (გა­ვიხ­სე­ნოთ მი­სი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა და მუ­დამ დაჭ­მუჭ­ნი­ლი ტა­ნსაცმელი).



რობინ უილიამსი


image



ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია და სრული მოუქნელობა ასპერგერის სინდრომის აშკარა ნიშნებია, რომლებითაც ცნობილი მსახიობი იტანჯებოდა. პარადოქსულია, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ნიჭიერმა კომიკოსმა ვერა და ვერ შეძლო დეპრესიისათვის დაეღწია თავი. როგორც ყველასათვის ცნობილია, მან საკუთარი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო თავი. საქმე იმაშია, რომ მსახიობს, გარდა ასპერგერისა, პარკინსონის დაავადების დიაგნოზიც დაუსვეს. სწორედ ამ უკანასკნელის შეტყობის შემდეგ გადაწყვიტა მან საკუთარი თავისათვის მოესწრაფა სიცოცხლე, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ექიმებმა მას მცდარი დიაგნოზი დაუსვეს: თურმე რობინ უილიამსი პარკინსონით კი არა, დემენციით ყოფილა ავად. სამწუხაროა, რომ ექიმების სავავალო შეცდომამ კომიკოსი მსახიობი სუიციდამდე მიიყვანა.



სიუზენ ბოილი


image



შოტლანდიელი მომღერალი ჩვენთვის ცნობილი გახდა ტალანტების ბრიტანულ სატელევიზიო შოუში შესრულებული სიმღერით «I Dreamed A Dream''. სიუზენი ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობიარობისას ახალშობილს განუვითარდა ჟანგბადის უკმარისობა-ჰიპოფსია, რამაც გავლენა მოახდინა მის გონებაზე. ოჯახში გოგონას ისე ექცეოდნენ, როგორც გონებრივად ჩამორჩენილსა და არასრულფასოვანს, სკოლაში კი გამუდმებით დასცინოდნენ და ამცირებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონამ მზარეულის დამხმარედ დაიწყო მუშაობა, თუმცა აქაც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა: დაბალ ღობედ მიჩნეულ ბოილს სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფიზიკურადაც ხშირად უსწორდებოდნენ. საბოლოო ჯამში მან ინვალიდობის ჯგუფი და მიზერული პენსია მიიღო. ქალი გამუდმებით ებრძოდა დეპრესიას, თუმცა გულში გამუდმებით ღიღინებდა თავის საყვარელ მელოდიებს. შოუში გამოსვლამ ის ახალ ადამიანად აქცია. სცენაზე მდგარი სიუზენის დანახვაზე თავდაპირველად ჟიურის წევრებმა ღიმილი ვერ შეიკავეს, მაგრამ როგორც კი ქალმა პირი დააღო და პირველი აკორდები ამოუშვა, ისინი დადუმდნენ: მიხვდნენ, რომ მათ წინაშე უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანი იდგა. ბოილმა ჩაწერა ხუთი ალბომი, ნომინირებული იყო გრემის ორ პრიზზე და 2013 წელს მოიპოვა მეოთხე რადიოს პრიზი. სიუზენს ბავშვობაში დაუსვეს თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზი, მაგრამ როდესაც 2012 წელს მან განმეორებით ჩაიტარა დიაგნოსტიკა, დიაგნოზი იყო - ასპერგერის სინდრომი. ბოილმა განაცხადა, რომ სწორი დიაგნოზის დასმამ მას უდიდესი შვება მოჰგვარა, რადგან მისთვის ცხადი გახდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.





ენტონი ჰოპკინსი


image



სკოლაში სწავლისას მომავალი ჰანიბალ ლექტორი საშინელ ტანჯვას განიცდიდა დისლექსიის (შენელებული მეტყველების) გამო. თავისი დაავადების-ასპერგერის სინდრომის შესახებ მან მხოლოდ ხანდაზმულობის ასაკში შეიტყო და მაშინ მიხვდა, თუ რით აიხსნებოდა მისი არათანმიმდევრული ქცევები, უნებლიე ნერვიული მოძრაობები (წიკები) და მუდმივი სურვილი გაეანალიზებინა წიგნების და ფილმების გმირების (და ჩვეულებრივი ადამიანების) მოქმედებები.



კორტნი ლავი


image


მომავალ როკ-ვარსკვლავს ცხრა წლის ასაკში დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზი. დაავადებამ პროგრესირება განიცადა მაშინ, როცა კორტნის მშობლები გაიყარნენ. მამა პატარა კორტნის პრეპარატ ლსდ-თი ხშირად უმასპინძლდებოდა, რის გამოც მას მამობის უფლება ჩამოართვეს (ლსდ ან ლსდ-25 ( LSD ან LSD-25) ანუ ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს (დახუჭული და გახელილი თვალით), დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა).

გოგონას დედამ ახალი სიყვარული ჰიპების კომუნაში იპოვა. თანაკლასელებთან კორტნის მუდამ დაძაბული და არამეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, აი მასწავლებლები კი მასში უდიდეს პოტენციალს ხედავდნენ, რაც დაეხმარა კიდეც გამხდარიყო ცნობილი მომღერალი.


აუტიზმი ძალზე მრავალფეროვანია. გამოთქმაც კი არსებობს: თუ თქვენ ერთ აუტისტს იცნობთ, ესე იგი, იცნობთ მხოლოდ ერთ აუტისტს. ასეთ ადამიანებს სხვადასხვა რამეები მოსწონთ და სხვადასხვაგვარი ნიჭი აქვთ. რაც მთავარია, აუტისტებს სხვებივით სურთ, იყვნენ ამ სამყაროსა და საზოგადოების ნაწილი. ასე რომ, აუტიზმი განაჩენი არაა და ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ხშირად გამოირჩევიან უნიკალური ნიჭითა და გამორჩეული ინტელექტულური შესაძლებლობებით. აუტიზ­მის სრულ­ყო­ფი­ლად გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი ფორ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ადაპ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­შიც ეხ­მა­რე­ბა.


7
2261
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2261
  
2018, 3 სექტემბერი, 23:01
როგორ არ გასწავლი. აქამდე არ იცოდი? ფაცეზე მოგწერ, ოკ?
2018, 3 სექტემბერი, 23:00
კი :)
2018, 3 სექტემბერი, 22:58
ვიდეოს ჩასმას გულისხმობ?
2018, 3 სექტემბერი, 22:53
მანჩო აი სიუზენ ბოილის ვიდეო გაქვს ჩასმული. ეგ როგორ გააკეთე ვერ მასწავლი? :-)
2018, 3 სექტემბერი, 22:51
როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებში ბუნებრივი ნიჭი სხვა კუთხით პოულობს გამოხატულებას. ზოგს მუსიკის ნიჭი დაყვება, ზოგს პოეტური, ზოგსაც სამსახიობო და ასე შემდეგ..რას გაუგებ დედა-ბუნებას :(
2018, 3 სექტემბერი, 19:29
მესიზე ნამდვილად არ ვიცოდი...მნჩ
2018, 3 სექტემბერი, 17:16
ვინ წარმოიდგენდა :) ჰმ.. მაგარი სტატიაა
0 1 7