x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
რა იწვევს ნევროზებს
image ნევროზები დამოკიდებულია, პირველ რიგში იდის იმპულსების ძალაზე და მათ შესაძლებლობაზე, რომ გამოიხატონ საზოგადოებაში არსებული ნორმების შესაბამისად, ან შეცვლილი ფორმით. ადამიანი, რომელიც განიცდის ბრაზს ან სექსუალურ აღგზნებას ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან, შეიძლება ვერ გაუმკლავდეს მოთხოვნილებებს მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით. ეს კი ზიანს აყენებს მის კეთილდღეობასა და შრომისუნარიანობას, თუ სათანადო დახმარებას ვერ მიიღებს. სხვა მხრივ, ზოგიერთი ადამიანი ვერ უმკლავდება აღგნზნებადობის ნორმალურ რაოდენობას ისე, რომ არ გაეხვიოს უსიამოვნებაში, თავისი ზედმეტად მკაცრი სუპერეგოს წყალობით, ან საკმარისად განუვითარებელი ეგოს გამოისობით, შესაძ₾ებელია მიზეზი იყოს ენერგიის შენახვის შესაძლებლობა ან სულაც არახელსაყრელი გარემო პირობები.

თუ ადამიანი ვერ უმკლავდება დაგროვილ დაძაბულობას, ნებისმიერმა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი. ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ნორმალურად, სანამ არ შეიცვლება მდგომარეობა: გაძლიერდება იდის მოთხოვნილებები (სექსუალური მოთხოვნილება), ან გაიზრდება სუპერეგოს სიმკაცრე (დანაშაულის განცდა), შესუსტდება ენერგიის შენახვის უნარი (ფიზიკური დაავადება) ან ინდივიდი დაკარგავს უნარს, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები გარემო პირობების გამო (ციხე) ამ დროს შეიძლება მოხდეს ნერვული აშლილობა.

სუპერეგო დიდ როლს თამაშობს დაძაბულობის მოხსნისა და მოთხოვნილებების შეკავების პროცესში. თუ იგი შემწყნარებელია, ინდივიდს მიცემს შესაძლებლობას, გათავისუფლდეს დაძაბულობისგან და დაჭირდება ნაკლები ძალისხმევა, რათა მოიმარაგოს ენერგია. თუ ის არის მკაცრი, ადამიანს ეძლევა საშუალება, გათავისუფლდეს არც თუ ისე მნიშვნელოვანი რაოდენობის დაძაბულობისგან. ამ დროს ენერგიის შენახვის აუცილებლობა იზრდება და დაძაბულობა მატულობს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გვსურს თავიდან ავირიდოთ ნევროზები, უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი იმპულსებისგან. პირველ რიგში, ამგვარმა ქმედებამ შეიძლება მიგვიყვანოს ვითარების გართულებასთან, რაც შეიძლება წარმოიშვას სხვა ენერგეტიკულ სისტემებთან ურთიერთქმედებაში; მაგ:ბუნებასთან ან ადამიანებთან. და დაძაბულობის მოხსნა მოგვიანებით გახდება შეუძლებელი. შედეგად, წარმოიშვება უფრო ძლიერი დაძაბულობა, ვიდრე იყო ადრე. მაგ: ქმარმა, რომელიც მუდმივად ლანძღავს ცოლს, შეიძლება დაკარგოს მეუღლე, და მას აღარ ეყოლება ადამიანი, ვისი მეშვეობითაც შეძლებს, შეიმსუბუქოს ლიბიდოსა და მორტიდოს მოთხოვნილებები. საბოლოოდ, ქმარი დაიტანჯება უარესად.

გარდა ამისა, უფრო გონივრულია, რომ შეიკავო თავი, ვიდრე გარისკო და შეურაცხყო სუპერეგო, რადგან რთულია, გაექცე მისგან სასჯელს. მაგალითად ქალმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სუპერეგო აძლევს საშუალებას, გაიკეთოს აბორტი სასჯელის გარეშე. იმ მომენტში შეიძლება მან სწორად ვერ შეაფასოს საკუთარი გრძნობები და მოეჩვენოს, რომ შეუძლია მოქმედება. თუ მან არასწორად შეაფასა საკუთარი თავი, რაც ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე წლის შემდეგ მას შეაწუხებს დანაშაულის განცდა და შეიძლება 40, 50 წლის ასაკში, სუპერეგოს მხრიდან მუდმივი ზეწოლის გამო დაემართოს ნერვული აშლილობა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს ნევროზებს- ესაა ბავშვობის დაუსრულებელი საქმიანობების რაოდენობა. რაც მეტია მათი რიცხვი, მით უფრო დიდია შანსი ძლიერი ნევროზების განვითარებისა. მაგ: სამი პაციენტიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ მკაცრ პირობებში ჯარში, პირველს მამა გარდაეცვალა ორი წლის ასაკში, მეორეს - ოთხი წლისას, ხოლო მესამეს - რვა წლის ასაკში. პირველი განიცდიდა ნერვული აშლილობის ყველაზე მწვავე ფორმას, მეორე - ნაკლებად ძლიერს, ხოლო მესამე - ყველაზე სუსტს. ნერვოზის ძალა შეესაბამებოდა ემოციურ გამოცდილებას, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მის არარსებობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არმიაში - სადაც ოფიცერმა მრავალ ურთიერთობაში მამის როლი უნდა მოირგოს. ადამიანს, რომელსაც დიდი რაოდენობით ემოციური გამოცდილება აქვს დაგროვილი ადრეული ბავშვობიდანვე, უფრო მეტად გაუჭირდება ემოციური დაძაბულობის გადატანა, ვიდრე ინდივიდს, ვისაც არ გააჩნია ამგვარი სახის გამოცდილება.

ნევროტიკებში გავრცელებულია ფრაზა: “ჩემი მშობლები იყვნენ ნევროტულები, ამიტომ მეც ნევროტული ვარ. ეს მემკვიდრეობით გადმომეცა".

სინამდვილეში ეს არის არასწორი შეხედულბა. ნევროზები არ გადაეცემა მემკვიდრეობით. თუმცა მათ ჩამოყალიბებას ადრეულ ბავშვობაში შეიძლება განაპირობებდნენ მშობლები. ნევროზი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იყენებს ინდივიდი საკუთარ ენერგიას. ბავშვს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ მისი მშობლები, ყველაფერი ეჩვენება ბუნებრივად, რადგან არ აქვს საშუალება, თავისი მშობლების ქმედება შეადაროს სხვა ადამიანებისას. ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები ბაძავენ მშობლებს და ხდებიან მზრუნველები და მოსიყვარულეები, ან მტრულები და ძუნწები. თუ ბავშვი ხედავს, რომ სირთულეების დადგომასთან ერთად მისი მშობლები ფეთქდებიან და არ ცდილობენ რეალობის პრინციპის მეშვეობით პრობლემას გაუმკლავდნენ, თავადაც გაიმეორებს ამ ქმედებას. თუ კი მშობლები ენერგიას ხარჯავენ ნევროტული საშუალებებით, ბავშვიც ამას გაიმეორებს, რადგან მიბაძვა მიაჩნია აუცილებლად. შესაბამისად, თუ მშობლები არიან ნევროტულები, ბავშვები თავადაც შეიძლება გაიზარდონ ასეთებად.


0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0