x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ეიჯიზმი - დამამცირებელი დამოკიდებულება ხანდაზმულების მიმართ

image
ბევრი ადამიანისათვის სიბერე შემზარავად ჟღერს. მათ ეშინიათ ენერგიის,
კონტროლის, მოძრაობის თავისუფლების, ინტელექტის დაკარგვის. ამ ყველაფერს
ართულებს სტერეოტიპები, რომლებიც ხანშიშესულ ადამიანებზე არსებობს საზოგადოებაში. არსებობს დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები, თუმცა ორივე ტიპის აზრი უარყოფს მოხუცებულ ადამიანებში ინდივიდუალური განსხვავებების არსებობს და მათ შესახებ ერთგვარ წარმოდგენას ქმნის. საზოგადოების აზრმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოხუცების შესახებ გატარებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ რეფორმებზე. სტერეოტიპებში არსებობს ასევე გენდერული განსხვავება. ერთერთი კვლევით დადასტურდა რომ კინოფილმებში მოხუცებულ ქალებს გაცილებით უფრო ხშირად გამოხატავენ როგორც არამიმზიდველ, ბოროტ ადამიანებს.
დღესდღესობით, მოხუცებულთა ფენა ბევრი სტერეოტიპის ქვეშ ექცევა. ხალხი
ფიქრობს, რომ ხანში შესული ადამიანები უფრო ღარიბები არიან, უფრო სუსტები და ნაკლებად შეუძლიათ პროფესიული დავალებების შესრულება. არსებობს აზრი რომ მათ უჭირთ აზროვნება და არ აქვთ ახალი შეხედულებების გაზიარების უნარი. რა შეეხება პოზიტიურ სტერეოტიპებს, ესენია: მოხუცებულები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკაში, ისინი უფრო ადვილად კონტაქტობენ სხვებთან, არიან კარგი მსმენელები, კარგად გამოსდით ბავშვებთან ურთიერთბა, კარგად ეპყრობიან შვილიშვილებს.
1987 წელს ამერიკელ სტუდენტებთან ჩატარებული კვლევა აჩვენებდა, რომ
სტუდენტები უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ხანშიშესული ადამიანებისადმი.
ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ 60 წლის შემდეგ ადამიანში ბევრი უარყოფითი
თვისება ვლინდება. გარდა ამისა, ამბობდნენ, რომ მათ არ უყვართ მოხუცებთან
ერთად დროის გატარება, რადგან ისინი მოსაწყენები არიან და ბევრს ლაპარაკობენ. გარდა ამისა, სტუდეტთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ მოხუცებული ადამიანები არ არიან ჭკვიანები და აქტიურები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბებია-ბაბუა საკმაოდ ენერგიულად იყვნენ ჩაბმული პროფესიულ საქმიანობაში. სხვა კვლევების მიხედვით, შეხედულებები ხანში შესულთა შესახებ ხშირად კონტრადიქტორულია. მათ მოიხსენიებენ ერთდროულად ბრძენებად და უჭკუოებად, კეთილებად და უჟმურებად. ზოგადად, სწორედ ეს უარყოფითი სტერეოტიპები გვიქმნის სიბერის შიშს და თუ სტერეოტიპებთან ბრძოლას შევძლებთ, უარყოფითი შეგრძნებებიც შემცირდება.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0