x
image
გემი დალანდი
როგორ მოვამზადოთ საზამთროს წნილი
image

იცოდით, რომ საზამთრო კენკრაა? ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ კიდევ უფრო გაოცდებით, როცა შეიტყობთ, რომ საზამთროს მირთმევა დამარილებული სახითაც შესაძლებელია.

საზამთროს წნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

საზამთრო-1, 5 კგ


მარილი-1 ს.კ.

შაქარი-3 ს.კ.

1ლ. დისტილირებული წყალი


მომზადება:

ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩაყარეთ მარილი, შაქარი. კარგად მოურიეთ და დადგით ცეცხლზე.

წამოადუღეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ კი გააგრილეთ.

საზამთრო კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა, თანაბარი ზომის ნაჭრებად. ჩაალაგეთ ქილაში და დაასხით მომზადებული სითხე. ქილა კარგად დახუფეთ და გაახვიეთ ტილოში, რომ სითბო შეინარჩუნოს. სრული გაციების შემდეგ ქილა ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ, სტუმრების მოსვლამდე )

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0