x
image
გემი დალანდი
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება ხარის წელში?
image

2020 წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ბევრს გაახარებს. ამ სტატიაში ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი მომავალი წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გაგვაცნობს.

1. ვერძი

ვერძებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ. 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. შეძლებთ იდეების რეალიზებას და ჰარმონიულად შეუთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს.

ბევრი ვერძი სტატუსს შეიცვლის:დაოჯახდება, ან პირიქით-განქორწინდება.


ხარის წელი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იპოვოთ თქვენი ცხოვრების საქმე და განავითაროთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ინტერნეტთან ან სპორტთან დაკავშირებული ბიზნესი.


2.კურო

2021 წელს ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და ოჯახს. არ უგულებელყოთ დაავადებების სიმპტომები და დროულად მიმართეთ ექიმს. ოჯახური ურთიერთობების მოგვარებაში მოთმინება და მოსმენის უნარი დაგეხმარებათ.


3.ტყუპები

ტყუპების ცხოვრებაში სამი მთავარი საკითხი წამოიჭრება:პარტნიორული ურთიერთობა, განათლება და საერთაშორისო კონტაქტები.

ფინანსურ სფეროში მოძლიერდებით და ფული ყველაფრისთვის გეყოფათ. შესაძლოა, საცხოვრებელიც შეიცვალოთ, თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ.


4.კიბო

2021 წელს კიბოები ისწავლიან, რომ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება არ ღირს და რომ მხოლოდ მნიშვნელოვანით უნდა დაკავდნენ. ხარის წელი საკმაოდ აქტიური, ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.


5.ლომი

2021 წელს ოჯახური ფასეულობები პირველ პლანზე გადმოინაცვლებს. ამ წელს, უმჯობესია, ურთიერთობებსა და ქორწინებაზე ფოკუსირდეთ.

თუმცა, ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი ლომი განქორწინებასაც გადაწყვეტს. გახსოვდეთ, რომ კარგ ოჯახს და ქორწინებას ვერცერთი პლანეტა ვერ დაანგრევს.

ეს შესანიშნავი წელია იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული იპოვოთ.


6.ქალწული

მოგზაურობის სურვილი ქალწულებს ხარის წლის განმავლობაში მუდმივად ექნებათ. 2021 წელი ასევე კარგი პერიოდია რაიმეს შესასწავლად, ახალი უნარების ასათვისებლად.

ხარის წელში ქალწულების მთავარი საზრუნავი სამსახურთან, ბიზნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. შესაძლოა საკუთარი სახლი ან აგარაკი შეიძინოთ.


7.სასწორი

2021 წელს სასწორებს სიყვარულში გაუმართლებთ. ყურადღების გამახვილება გმართებთ როგორც სასიყვარულო სფეროზე, ასვევ ბავშვებსა და ფინანსებზე. ძალიან კარგი იქნება მოგზაურობა სადმე ახლო მანძილზე. 2021 წელს ბევრი სასწორი თავის ფარულ ნიჭს აღმოაჩენს.


8.მორიელი

2021 წელს მორიელები გადაწყვეტენ სად სურთ ბოლოსდაბოლოს ცხოვრება. კარგი წელია იმიგრაციისთვის, საცხოვრებლის შესაცვლელად.

ბევრი მორიელი ოჯახურ სტატუსს შეიცვლის:ვიღაც დაოჯახდება, ვიღაცას ბავშვი ეყოლება...

ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, კარგად იძინეთ და ჯანსაღად იკვებეთ.


9.მშვილდოსანი

ფინანსური პრობლემები 2020 წელში დარჩება. ხარის წელი დაწინაურებას და კარგ შემოსავალს გპირდებათ.ოჯახშიც ჰარმონია დაისადგურებს. 2021 წელი კარგი დროა იმისთვის, რომ მასწავლებლობა დაიწყოთ. საზღვარგარეთ მოგზაურობა კარგ შედეგს გამოიღებს. ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ.


10.თხის რქა

წლის დასაწყისში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციებია მოსალოდნელი. მოვლენების შემდგომი განვითარება კი თავად თხის რქებზეა დამოკიდებული. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კი დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდეც დაისადგურებს. მთავარი რჩევაა: შეეშვით წარსულს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.


11.მერწყული

მერწყულებისთვის ხარის წელი დასამახსოვრებელი იქნება. წარმატება ყველფერში თქვენ მხარესაა.

წლის პირველივე ნახევარში სრულიად ახალ სიცოცხლეს დაიწყებთ. 2021 წელს მერწყულების ცხოვრებაში ქორწინებები და ოჯახში მატებაა მოსალოდნელი.


12.თევზები

2021 წელს თევზები წარმოდგენას შეიცვლიან ცხოვრებაზე. ამ წელს წარმატებებს და ფინანსურ გაუმჯობესებას ნამდვილად იგრძნობთ.

წინ მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა და ბევრი სასიამოვნო მომენტი გელით. მარტოხელა თევზები თავის სიყვარულს შეხვდებიან.

რაც შეეხება ჯანმრთელობას: გამოიძინეთ და ივარჯიშეთ!


0
6804
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
6804
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0