x
მეტი
  • 14.08.2018
  • სტატია:79426
  • ვიდეო:332206
  • სურათი:436619
სიღარიბე საქართველოში და საგანგაშო რეალობა!

საქართველოში სიღარიბეზე თითქმის ყველა საუბრობს, ხელისუფლება ცდილობს დაძლიოს ქვეყანაში სიღარიბე, მაგრამ მაინც ბოლომდე არ საუბრობს მის არსებობაზე, ხოლო ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობა შეეგუა იმ ფაქტს რომ სიღარიბე იყო და დარჩება ყოველთვის, მაგრამ არ საუბრობენ იმაზე თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი შემცირება, გაიგეთ ჩვენთან ერთად და მიჰყევით ტექსტს - საქართველოში სიღარიბე ერთ-ერთი აქტუალური თემაა, წინა წლებთან შედარებით სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ შემცირდა, ოჯახებში სადაც ბავშვები ცხოვრობენ სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ბავშვის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის პროცენტულობაც, ღარიბ ოჯახში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა აჭარბებს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას, ასევე პენსიონერთა პროცენტულ რაოდენობას, კვლევების მიხედვით ბავშვთა სიღარიბის პროცენტული რაოდენობა საკმაოდ მაღალია საქართველოში, რაც მათ სოციალურ დაუცველ ჯგუფად აქცევს, ეს იმას ნიშნავს რომ სიღარიბის ალბათობაც სხვა მოსახლეობასთან შედარებით ყველაზე მაღალია ბავშვებში, ასევე რაც უფრო მეტია სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში მით უფრო აისახება განათლებაზე. ხოლო რაც შეეხება საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას იქ მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს მდომარეობაშია, დედაქალაქში კი ყოველი მეხუთე ადამიანი რაც იმას ნიშნავს რომ დედაქალაქში მით უფრო კარგი მდგომარეობაა ვიდრე რეგიონებში. მაღალი მონაცემებით 2009 წლის არასრუწლოვანთა პროცენტული მაჩვენებლები აღემატებოდა 47%. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ღარიბთა რიცხვი 2010 წლიდან კლების ტენდეციისკენ მიდიოდა.

imageბავშვთა მონაცემებით ყველაზე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს დაახლოებით 2, 5%. ბავშვთა 21, 6% ცხოვრობს ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო სიღარიბის მაჩვენებლით უსწრებს ყირგიზეთს, სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვას და თურქეთს.

image

ექსპერტები ვარაუდობენ რომ მიზეზი იმისა თუ რატომ უარესდება სიღარიბე საქართველოში შეიძლება მთავრობის ბრალი იყოს, ასევე სიღარიბის ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს ბაზარზე ფასების მატებაზე.


1
98
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ბაგათელია
გიორგი ბაგათელია
98
  
6 აგვისტო, 8:15
ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უფულობა. ეს რა თქმა უნდა მარტო მთავრობის რალი არაა,მაგრამ ლომის წილი მას უჭირავს. მოქალაქეების გამომუშავებული ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 33 ლარი მიდის ბიუჯეტში,რომლის მოხმარება არ არის ეფექტური. კერძო სექტორში დასაქმებუთა გადახდილ თანხებს ადგება დიდი დატვირთვა,რადგან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი იმატებს. ამას დაუმატეთ უაზროდ გაცემული პრემია დანამატები და უაზრობაში დახარჯული მილიონები. რაც უფრო ნაკლები ფული რჩება ეკონომიკაში,მით უფრო იზრდება სიღარიბე,რადგან ყველა ადამიანი გადასახადის გადამხდელია პირდაპირ თუ ირიბათ და მათვის პროდუქტების მცირედით გაძვირებაც კი კატასტროფის ტოლფასია. თუ გვინდა,რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს სიტუაცია უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება,უნდა შემცირდეს ბიუროკრატია,უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ყველა ადამიანი მოქმედებს პირადი ინტერესიდან გამომდინარე და მისთვის ფულის დატოვება მოგვცემს უფრო მეტ ეფექტურობას. დღევანდელი სიტუაციაში მთავრობის მონაწილეობა ეკონომიკაში კატასტროფულად დიდია. ჩვენისთანა ქეყანა თითოეულ კაპიკს ყურადღებით უნდა ხარჯავდეს და არა სმა-ჭამაში. ეს მთავრობა და ზოგადად ყველა მთავრობა მუქთახორების ბრბოა,რომლებიც საკუთარ მომავალს სხვისი გაჭირვების ხარჯზე იწყობენ და ამიტომ მთავრობისთვის დობის გამოცხადება და ლოდინი რო რამეს შეცვლის გვაგონებს სიტუაცია: ელაპარაკე რეგვენსაო და ...
0 1 1