x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კოსმოსიდან დაბრუნებული ბაქტერიები კიდევ უფრო აგრესიულები და მდგრადები არიან ანტიბიოტიკების მიმართ

image

რუსმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოსმოსიდან უკან, დედამიწაზე დაბრუნებული ბაცილები შეიცვალნენ:ისინი მრავლჯერადად იყოფიან, უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან და აუმაღლდათ პათოგენურობა(ანუ უნარი აქვთ გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადებები).


დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნილმა მიკროორგანიზმებმა შეძლეს 31 თვის განმავლობაში შეენარჩუნებინათ სიცოცხლისუნარიანობა საერთაშორისო კომოსურ სადგურზე.ექსპერიმენტი სახელწოდებით "Биориск" რუსმა მეცნიერებმა ჩაატარეს.


მიკრობილოგიის ინსტიტუტის სამედიცინო- ბიოლოგიური პრობლემების ლაბორატორიის გამგემ ნატალია ნოვიკოვამ РИА Новости-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ მიკრორგანიზმებში შეინიშნება მაღალი აგრესიულობა და მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ბაცილებში, ჩვეულებრივად ეს მიკროორგანიზმები მრავლდება ორ უჯრედად დაყოფის შემდეგ, მაგრამ კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ შეინიშნებოდა მრავლობითი ახალი უჯრედები, ამასთანავე კოსმოსში ნამყოფი მიკრორგანიზმები უფრო პათოგენურები გახდნენ, ვიდრე მათი დედამიწელი "თანამოძმეები", აღნიშნა ნოვიკოვამ.

image

ამასთანავე ბაქტერია Bacillus subtilis-ს აღენიშნება უფრო მაღალი მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ.

ამგვარად მკაცრ ღია კოსმოსის პირობებში მიკრორგანიზმები უფრო "კაჟდებიან" და აგრესიული ფორმებით გვევლინებიან, ასკვნიან რუსი მეცნიერები.

0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0