x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
თეოდორ ობერლენდერი - ნაცისტი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა
თეოდორ ობერლენდერი - ნაცისტი,  რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა


თეოდორ ობერლენდერი (1905-1998) იყო ცნობილი და ძალიან წარმატებული გერმანელი ნაციონალ-სოციალისტი, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიმართ, ვინაიდან იცნობდა და დაინტერესებული იყო ამ ქვეყნით, მისი ისტორიით და კულტურით. საქართველოს შესწავლამ მას იმდენად დიდი სიმპათიები გაუჩინა, რომ საკუთარი ქვეყანასავით შეიყვარა და უნდოდა, რომ საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემთხვევაში, ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გატანისთვის გერმანიის პოლიტიკურ წრეებში.


თეოდორ ობერლენდერი - ნაცისტი,  რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა


ობერლენდერს 3 პროფესია ჰქონდა - იყო აგრონომი, ასევე ეკონომიკის დოქტორი და თეოლოგიის დოქტორი. იგი აღფრთოვანებული იყო ქართული კულტურით და ბრწინვალედ ფლობდა ქართულ ენას. 1941 წელს ობერლენდერი ბერგმანის (მთის კაცი) მეთაურად დაინიშნა. ასე ერქვა ქართველი ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გასათავისუფლებლად.


ამ კაცმა დიდი საქმე გაუკეთა ქალაქ თბილისს, მან გადაარჩინა თბილისი, რაც დღემდე ძალიან ცოტა ქართველმა თუ იცის. აი რაშია საქმე და რა მოხდა - როდესაც გერმანული არმია კავკასიას მოუახლოვდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის დაბომბვის საკითხი. თეოდორი და რაინჰარდ გელენი ამ გეგმას წინ აღუდგნენ და მოახერხეს გერმანული სარდლობის დარწმუნება, რომ თბილისის განადგურება გერმანიას არაფერ კარგს არ მოუტანდა. ამ ამბავმა ბევრი ნაცისტი ფუნქციონერი და პოლიტიკოსი ობერლენდერის წინააღმდეგ განაწყო. ამის შემდეგ გესტაპომ მასზე 24-საათიანი მეთვალყურეობა დააწესა.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან კვლავ განაგრძო მოღვაწეობა და აქტიურად იყო ჩაბმული გერმანულ პოლიტიკაში. ობერლენდერი მოესწრო გერმანიის გაერთიანებას და საბჭოთა იმპერიის დაშლას და განადგურებას. ამაზე მან განაცხადა:


"აღსრულდა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. თუმცა ერთი ოცნება მაინც დამრჩა. მსურს თბილისში წავიდე და დამოუკიდებელი საქართველო საკუთარი თვალით ვიხილო."


სამწუხაროდ ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა. გერმანიაში აღმოჩნდნენ ძალები, რომელთაც მოხუც ობერლენდერს ომის დროს ებრაელთა გენოციდში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.


თეოდორმა განუცხადა ჟურნალისტებს: "მე მართალი ვარ და დავამტკიცებ ამას!" სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეალია და გაიმარჯვა კიდეც. მან დაამტკიცა, რომ არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ებრაელების წინაშე და 1998 წელს მშვიდი სინდისით და მსოფლიოს წინაშე გამართლებული გარდაიცვალა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1495
6-ს მოსწონს
8-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1495
  
2020, 17 მარტი, 4:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 თებერვალი, 6:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 8:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 6:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 3 აგვისტო, 0:34
აბა,თბილისი ბერიამ გადაარჩინაო?
0 1 5