x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკის შეერთებულ შტატებში პედოფილიის ბრალდებით დააკავეს ღვთისმსახური

image პედოფილიის პრობლემა კარგა ხანია დგას აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების წინაშე, პედოფილია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ იშვიათობას არ წარმოადგენს. გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდი სკანდალი აგორდა ერთი ცნობილი სასულიერო პირის გამო, რომელიც პედოფილი აღმოჩნდა და ფაქტებით დადასტურდა, რომ მოძღვარი არასრულწლოვან მოზარდებს რყვნიდა.
მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკის კათოლიკურ ეკლესიაში მოღვაწეობდნენ პედოფილი სასულიერო პირები, რომლებსაც მთელი ქსელი ჰქონდათ შექმნილი და ერთმანეთს იფარავდნენ კანონთან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში.
არაა გამორიცხული, ახლაც, თეოდორ მამმარიკის შემთხვევა გახდეს გასულ საუკუნეში გამოვლენილი პედოფილური ქსელის ახალი განმეორება და ახლაც გამოავლინონ პედოფილი სასულიერო პირების ქსელი.
არავისთვის არაა უცხო, ვინც ჩახედულია ამერიკული კათოლიკური ეკლესიის "შიდა სამზარეულოში", რომ ამერიკელი კარდინალების უმეტესობას საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა, რაც ეკლესიებში მრევლის შემცირებას უწყობს ხელს.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით არ არის შესაბამისი კანონი, რომელიც დაიცავდა არასრულწლოვნებს პედოფილი სასულიერო პირების ძალადობისაგან. მეტიც, კანონი მეტისმეტად ლოიალურია ამგვარი ფაქტების მიმართ.
აღნიშნული სასულიერო პირის დაკავებამ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, არაა გამორიცხული, შეერთებულ შტატებში პედოფილი სასულიერო პირების ძალადობის ასალაგმავად კანონი გაამკაცრონ.

0
39
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0