x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პასუხისმგებლობის დიფუზია

ზოგჯერ საზოგადოებაში გაუგებარ გულგრილობად სახელდებული ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა თვითმხილველთა ჩარევისთვის დამახასიათებელი კანონზომიერი ფენომენი. არაერთი შემთხვევა მომხდარა, როცა დანაშაულის თვითმხილველი უამრავი ადამიანისგან პოლიციაში შეტყობინება გვიან ან საერთოდ არ შესულა. ხშირად ამის მიზეზად ბულვარული და ყვითელი პრესა ადამიანების ზნეობრივ სახეს ასახელებს. თუმცა, სინამდვილეში ეს ფენომენი ცნობილია, როგორც პასუხისმგებლობის დიფუზია და თავს იჩენს საგანგებო პირობებში, როცა, რაც უფრო დიდია თვითმხილველთა რიცხვი, მით უფრო ნაკლებია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა დაეხმაროს მსხვერპლს.
სოციალური ფსიქოლოგები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ინდივიდი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს მაშინ, როცა საქმეს აკეთებს მარტო, ვიდრე სხვებთან ერთად. ბევრი ემპირიული მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პასუხისმგებლობის დიფუზია ძირითადად დახმარების ქცევაში იჩენს თავს. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს უფრო ნაკლებად სურს დაეხმაროს მსხვერპლს, მაშინ როცა ამის გაკეთება image
სხვასაც შეუძლია.
ერთ-ერთ ლაბორატორიულ ექსპერიმენტში (Darley and Latané, 1968) მონაწილეებს უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს კვლევის სხვა მონაწილეს ეპილეფსიის შეტევა ემართებოდა. პირველ პირობაში სუბიექტს ეუბნებოდნენ, რომ ის იყო ერთ-ერთი კვლევის ორი მონაწილიდან, ხოლო მეორე პირობაში სუბიექტმა იცოდა, რომ მის გარდა ექსპერიმენტში კიდევ 5 სტუდენტი მონაწიეობდა. შედეგების მიხედვით, მაშინ, როცა პირველ პირობაში მონაწილეთა 85%-მა ითხოვა დახმარება, მეორე პირობაში ეს მხოლოდ 31%-მა გააკეთა.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანი უპირატესობას ანიჭებს არ ჩაერიოს საგანგებო სიტუაციაში, როცა იგი არ არის ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია და მიიჩნევს, რომ სხვა აუცილებლად გააკეთებს, ან ვალდებულია გააკეთოს ეს მის მაგივრად.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
50