x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეგოცენტრიზმის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ ტერმინს ეგოიზმის გამძაფრებული მნიშვნელობის გამოსახატავად იყენებენ, რეალურად მისი მნიშველობ განსხვავებულია. პირველად ცნება „ეგოცენტრიზმი“ გაჩნდა შვეიცარელი ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, ჟან პიაჟეს, შრომებში. მოგვიანებით ამ ფენომენის კვლევით დაინტერესდნენ: პროფესორი მარგარეტ დონალდსონი, ჯონ ფლეიველი, დევიდ ელკინდი და სხვები...
ეგოცენტრიზმის განსაზღვრებაimage
გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. ერთი მხრივ ეს გაგება აისახება პიროვნების მორალური შეფასებისას, როგორც ეგოიზმი ანუ საკუთრ მეზე ორიენტირებულ ხედვა. თუმცა იმ განმარტებით, რომლითაც ამ ცნებას პიაჟე იყენებდა, იგი ახასიათებს ბავშვს და გულისხმობს მის მიერ სხვა ადამიანის თვალსაზრისის გააზრების უუნარობას. ეგოცენტრულობას ბავშვი კოგნიტური განვითარების წინაოპერაციულ სტადიაზე იძენს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ხდება, როცა ბავშვი საკუთარ თავთან უფრო მეტს საუბრობს ვიდრე დანარჩენებთან. იგი ფიქრობს, რომ სხვებიც იმავეს გრძნობენ და ხედავენ, რასაც თვითონ, საკუთარი პოზიციიდან.
ადრეული ბავშვობისთვის დამახასიათებელი ეგოცენტრიზმისგან განსხვავებულია მოზარდობის ასაკში გამოვლენილი ეგოცენტრიზმი. განარჩევენ მის ორ ფორმას. პირველია წარმოსახვითი აუდიტორია, რომელიც გულისხმობს მოზარდის დარწმუნებულობას, რომ გარშემო ყველა ისევეა დაინტერესებული მისით, როგორც თვითონ- საკუთარი თავით. ხოლო ეგოცენტრიზმის მეორე ფორმაა პიროვნული ფაბულა, რომელიც გამოიხატება მოზარდის აღქმაში, რომ მისი გრძნობები და აზრები უნიკალურია და მხოლოდ მას ახასიათებს.
რაც შეეხება ეგოიზმს, იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც საკუთარი ინტერესების სხვა ადამიანების ინტერესებზე მაღლა დაყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგოცენტრიზმისგან განსხვავებით, მოიცავს მორალურ ასპექტებს და არა შემეცნებითს.

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
173