x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ორი ენის ფლობა - თავისებურებები და უპირატესობა

imageენა -ეს არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ეს არის სოციალური და ჯგუფური იდენტურობის სიმბოლო.
ამა თუ იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ახდენს საკუთარი კულტურული ფასეულობების გამოხატულებას.
პროცესი რომელსაც გაივლის ბავშვი რომელიც ხდება ბილინგვისტი, ატარებს როგორც ლინგვისტურ ასევე სოციალურ ხასათს.
სხვდასხვა ქვეყანაში ბილინგვიზმთან დამოკიდებულება განისაზღვრება კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური სიტუაციით. ევრობაში ორი ენის ფლობა
კულტურული დონის მაჩვენებელია, მადასტურებელი იმისა რომ ისაა “ მსოფლიოს მოქალაქე“.აშშ-ში- ესაა ნიშანი იმისა რომ დიდი ხანია ჩამოვიდა ამერიკაში, მაგრამ ჯერ ვერ მოასწრო ამერიკანიზაცია.
რა სახით ითვისებს ბავშვი ორ ენას ერთდროულად 5 წლის ასაკში? ყველა მათგანი გასხვავდება სისტემის წესებით, ლექსიკით, ფრაზეოლოგიით და გამოთქმით.
ბევრი ბავშვი, რომლებსაც უწევთ ადრეული ასაკიდან ორ ენასთან ურთერთობა, 3წლის ასაკში აღარ ურევენ ენას, მიხედავად იმისა რომ ცვლიან სიტყვებს ერთი ენიდან მეორეზე. ლინგვისტები მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ ბავშვი სარგებლობს ერთი ენობრივი სისტემით და შეუძლია ზღვარი გაავლოს ორ განსხვავებულ ენას შორის. მიუხედავად ამისა ეს მოწმობს იმას რომ ორენოვანი ბავშვები ახალგაზრდობის ასაკშიც იყენებენ ორ ენოვან სისტემით.
არ უშლის ხელს მეტყველებისა და კოგნიტურ განვითარებას სკოლამდელ პერიოდში ორი ენის ფლობა? პირველი კვლევები რომლებიც ჩატარდა ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში, აჩვენა რომ ადრეულ ასაკში ენის სწავლა ანელებს კოგნიურ განვითარებას. ბილინგვმა ბავშვებმა გამოავლინეს ტესტში ცუდი შედეგები, ვიდრე მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ბავშვებმა. ამ კვლევების უმრავლესობაში არ იყო გათვალისწინებული სოციალური მდგომარეობა და განათლების დონე როგორც ბავშვების ისე მათი
მშობლების. სხვა სიტყვებით, დაბალი რეზულტატი ბილინგვებისა, არ იყო გამოწვეული მხოლოდ მათი ორენოვანებით, არამედ მატერიალური არაუზრუნველყოფით, არასაკმარისი ცოდნით და არასაკმარისი კულტურის ცნობით.
ახლა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს რომ ერთზე მეტი ენის ფლობა სასარგებლოა, ლინგვისტური, კულტურული და ასევე კოგნიტური თვალსაზრისით იუგოსლავიასში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის მონაწილეები იყვნენ 6-10 წლამდე ერთენოვანი და ბილინგვისტი ბავშვები, აღმოჩნდა რომ ორენოვანები, იყვნენ უფრო მომგებიან პოზიციაში ლინგვისტური და კოგნიტური თვალსაზრისით, იმ კუთხით რომ ორი ენა იციან ამ ასაკში. ისინი ეწევიან ერთ ენაზე მოლაპარაკეებს ლინგვისტურ
დამოკიდებულებაში, და ჯობნიან ხანდახან კოგნიტურ განვითარებაშიც.
ხშირად, ბილინგვი ბავშვებისთვის დამახასიათებელია კავშირი „ადამიანი-ენა“. ერთ ადამიანს ერთ ენაზე ესაუბრებიან, სხვას-მეორე ენაზე. პატარა ორენოვანი
ბავშვები ხშირად გამოდიან მშობლებისა და სხვა ადამიანებისთვის მთარგმენლებად როგორცკი დაიწყებენ, ლაპარაკს ანუ - 2-2, 5 წლიდან.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0