საზოგადოებრივი ცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია 2018, 11 ივნისი, 9:27
დღესდღეობით, მეცნიერებს ზუსტი და უტყუარი პასუხი არ გააჩნიათიმასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის ქმნიდნენ ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლები გამოსახულებებს, რომლის დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდა არის შესაძლებელი. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გეოგლიფების აღმოჩენა, მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში, საფრენი აპარატების შექმნის შემდეგ მოხდა. თუმცა, უდაბნოს ამ «გალერიამ», მეცნიერების და საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 1939 წ. ამერიკელმა არქეოლოგმა პ. კოზოკმა, ფიგურებს თვითმფრინავიდან სურათები გადაუღო და პრესის ფურცლებზე გამოაქვეყნა. ამ უცნაურ, გიგანტურ ფიგურებს გეოგლიფები მაშინ დაარქვეს და კვლევა დაიწყეს. ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ყოველ გეოგლიფში რაღაც ინფორმაცია იყო დაშიფრული და მათი მეშვეობით, უძველეს დროში, ადამიანები ინფორმაციას უცხოპლანეტელებს აწვდიდნენ. რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული, თუ მხედველობაში იმ ფაქტს მივიღებთ, რომ პირველი მოსახლეობა რეგიონში, 10 ათასი წლის წინ გამოჩნდა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ატლანტიდა (ძვ. წ. აღრ. 10 963 - 8 670 წწ) დაიღუპა. უძველესი ცივილიზაციის ცენტრი რეგიონში, ძვ. წ. აღრ. IX ათასწლეულში , ქ. იკა იყო, რომლის გარეუბანში, 1961 წელს, პერუელმა ბიოლოგმა და მედიცინის პროფესორმა, ხუან კამბრერამ, მოხატული ქვები აღმოაჩინა. დღეს ამ ქალაქში, მუზეუმი არის 5 დარბაზით, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არის როგორც ცალკეული ნახატები, ისე ნახატების მთელი სერიები. როგორც ეს, თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ, ქვებზე არა კომიქსების გმირები, არამედ, იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე უძველეს დროში ცხოვრობდნენ. ნახატებზე გამოსახულები არიან ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან. გამოსახულები არიან ქირურგები, ოპერაციის დროს. ნახატების მიხედვით ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს შეეძლოთ არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებც. არის ქვები, რომლებზეც რუკები არის დახატული. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვებზე შესრულებული ნახატებით გადმოცემულია ინფორმაცია, დედამიწაზე, უცხოპლანეტელების ვიზიტების შესახებ. ასე, რომ, იმის მტკიცება, რომ ნასკას ფიგურებით ინფორმაციის გადაცემა კოსმოსში ხდებოდა, ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, რაც გაირკვა, რომ ფიგურის დანახვა, მისი განათების შემთხვევაში, კოსმოსიდანაც შესაძლებელია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გეოგლიფების ხაზებთან ახლოს (დღევანდელი მონაცემებით, 750-მდე ფიგურა, 13 ათასამდე ხაზი და ზოლია. ამ ფიგურებს, ხაზებს და ზოლებს, განსხვავებული ზომები აქვს. მაგ., კოლიბრი 50 მ-ია, ობობა - 46 მ, კონდორის სიგრძე - 120 მ-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეოგლიფებს შორის, არის ერთი ფეგურა, რომელიც ძალიან ჰგავს ასტრონავტს. მისი სიგრძე 30 მ-ია.), მომრგვალებული ძირის მქონე, ათასობით ლარნაკის ნამსხვრევი აღმოაჩინეს. ყველა ლარნაკს მომრგვალებული ძირი აქვს და რადგან ბრტყელ ზედაპირზე დადგმა შეუძლებელია, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას მიწაში ათავსებდნენ და შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. ფიგურების ხაზებზე ლარნაკების დალაგების და ცეცხლის დანთების შემთხვევაში, უდაბნოში არსებული კლიმატური პირობების გამო (დღე ცხელა, ღამე ცივა. დამახასიათებელია ტემპერატურის ინვერსიული განაწილება - ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება), ზემო მირაჟები იქმნება. ფიგურების კოსმოსთან კავშირის ვერსიის გასამყარებლად, იმის თქმაც საკმარისია, რომ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, დედამიწაზე მდგომისთვის, ამ ფიგურების დანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და თუ ვერ დაინახავ, ვერც გამოიყენებ... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს? ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო 1005 6-ს მოსწონს |
ქვეყნის სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი მოჰყავდათ წესითა უფლისა და მოსავალსაც თანაბრად ინაწილებდნენ. ასეთი მმართველობით ყველას ეძლეოდა შესაძლებლობა ხალისით ეკეთებინა ის საქმე, რაც ღმერთმა დაანათლა. ...ხალისით ქმნილი ყოველი საქმე დახვეწილია, დახვეწილი კი საამურია!..
ყველას მიეცა შესაძლებლობა თვითგანვითარების და გაღრმავებული ცოდნით საქმეც იხვეწებოდა.
იხილეთ:
https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/6872781975689027188
დაანათლა
მაგ თემაზეეც ვიმუშავე და სტატია დავწერე: ,,ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!". ამიტომ, აქ იმ სტატიიდან კოპირებას არ მოვახდენ.
P.S. დარვინიზმი რომ სრული სისულელეა, ალბათ მეთანხმები :)
რაც შეეხება იმას, რომ დედამიწა მხოლოდ 6000 წლია, აქაც ყველაფერი შეფარდებითია. გააჩნია 1 წელში, რეალურად, დროის რა პერიოდი იგულისხმენა. კოსმოსში დრო არ არსებობს და რაც ჩვენთვის 1 წელია, სხვა პლანეტაზე, შეიძლება, მხოლოდ 1 დღე იყოს.
და ბოლოს, ამ ქვების ერთ-ერთმა პირველმა კოლექციონერმა, სანტიაგო კალბომ, იმაში დასარწმუნებლად, რომ ქვები გაყალბებული არ იყო, თვითონ მოაწყო ექსპედიცია, ქვების მოპოვების ადგილებში და 2 ქვა იპოვა კიდეც.
ასე, რომ, ასეთი არგუმენტების არსებობის პირობებში... თუმცა, ვინ იცის :)
კომენტარისთვის კი, მადლობა ♥