x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტესტი:მუსიკალური ვიქტორინა
image

ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ადამიანის პროტოტიპი გაჩნდა დაახლოებით 160, 000 წლის წინ აფრიკაში.ხოლო დაახლოებით 50 000 წლის წინათ ადამიანები დასახლდნენ ცხოვრებისთვის ხელსაყრელ კონტინენტებზე.


მსოფლიოს ყველა ხალხს, მათ შორის ყველაზე იზოლირებულ ტომებსაც კი, გააჩნდათ მუსიკის გარკვეული ფორმები, ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ აფრიკაში მუსიკა უნდა ყოფილიყო პირველი ჰომოსაპიენსების თანხვედრი ნაწილი, სანამ ისინი პლანეტაზე განსახლდებოდნენ.

ვარაუდობენ, რომ აფრიკაში მუსიკა 40-50 ათასი წლის წინ არსებობდა და თანდათანობით მთელს პლანეტაზე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.


image

პრეისტორიულ ან პრიმიტიულს, ჩვეულებრივ, ზეპირ მუსიკალურ ტრადიციას უწოდებენ.

ამერიკულ და ავსტრალიულ აბორიგენულ მუსიკას ზოგჯერ უწოდებენ წინაისტორიულს, რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, აქ არაპროფესიონალური მუსიკას მოიხსენიებენ როგორც ფოლკი, ხალხური ან ტრადიციული მუსიკა.

ფლეიტა -არის უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა. ერთი ნიმუში იპოვეს სკულპტურის გვერდით, რომელის ჩ.წ. აღრიცხვამდე 35-40 ათასი წლით თარიღდება. რაც შეეხება უძველეს სიმღერას, იგი აღმოჩენილია ნიფურში ( შუმერული ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში)სოლისებრი დამწერლობით.რომელიც თარიღდება ჩ.წ. აღრიცხვამდე 2000 წლით.

image

ქვემოთ მოცემული მუსიკალური ვიქტორინა საკმაოდ რთულია, შედგება 15 კითხვისგან და უფრო პროფესიონალი მუსიკოსებისთვის და მუსიკათმცოდნეებისთვის არის გათვალისწინებული, ასე, რომ თუ კითხვების ნახევარს თუ მაინც გაეცით სწორი პასუხი ჩათვალეთ ტესტს წარმატებით გაართვით თავი.

გაერთეთ, აიმაღლეთ ინტელექტი და გაუზიარეთ მეგობრებს, აქვე პატარა მინიშნებას გაგიკეთებთ №1 კითხვაზე, სანამ პასუხს გასცემთ, ყურადღებით წაიკითხეთ კითხვა.


0
337
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0