საერთაშორისო ვინ არის 27 წლის რუსი გოგონა, რომელსაც თურქეთიდან საქართველოში ჩემოდნით აპარებდნენ? 2017, 16 სექტემბერი, 21:20 27 წლის ანგელინა სამუსენკო დღეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემნახველ საკანში, ჩემოდანში დამალული აღმოაჩინეს, ახალგაზრდა ქალი ამ გზით აპირებდა თურქეთის დატოვებას და საქართველოში გადმოსვლას.
რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა, რადგან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.
ამა წლის 13 მაისს ანგელინა სამუსენკომ ათათურქის ბულვართან მანქანით გაიტანა 67 წლის მებაღე, 6 შვილის მამა მეჰმედ აკბურაკა, რის შემდეგაც ხანდაზმული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფოტოზე: მეჰმედ აკბურაკას ოჯახი ანგელინა სამუსენკო დააკავეს, სასამართლოს შემდეგ მას ეკრძალებოდა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. როგორც გაირკვა, სამუსენკომ 14 სექტემბერს ყალბი შტამბი ჩაარტყმევინა პასპორტში ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ, მისი საქართველოში გადმოყვანა კი ითავა 47 წლის საქართველოს მოქალაქემ დიმიტრი სურმანიძემ, საქართველოს მესაზღვრეებმა შეამჩნიეს, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩემოდანი "მოძრაობდა", რამაც ეჭვი დაბადა.ამის შემდეგ ჩემოდანი გახსნეს. 492 6-ს მოსწონს 1-ს არა
|