x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს საუკეთესო ციხე.

თავის დროზე გამოვაქვეყნე სტატია"მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები" და შეგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ინფორმაციას საუკეთესო ციხეზე. ეს ციხე ნორვეგიაში მდებარეობს, აშენებულია 2010 წელს, საპყრობილეში, რომლის სახელიც "ჰალდენია" ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს.ნორვეგიის კანონების მიხედვით მაქსიმალური სასჯელი 21 წელია.იტალიელმა ფოტოგრაფმა გუგუ ფაშინომ (Gughi Fassino) სამი დღე გაატარა იმ ციხეში, რომელიც ყველაზე ჰუმანურად და კომფორტულად ითვლება მთელს მსოფლიოში.ამ ციხეში სასჯელმოხდილი პატიმარების 20% 2 წლის შემდეგ ხელმეორედ ხვდება ხოლმე "ჰალდენის" საპატიმროში, რაც 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში. image ერთადგილიანი კამერა, ტელევიზორით და მაცივრით ნორვეგიის ბიუჯეტს წელიწადში 185 ათასი $ უჯდება.imageციხის გარშემო 30 ჰექტარი ტყეა, სადაც პატიმრებს შეუძლიათ ისეირნონ ზედამხედველის გარეშე.image
ყოველდღიურად პატიმრებს შეუძლიათ 1.5 საათი გაატარონ საცურაო აუზში და სპორტდარბაზში.image
პატიმრებს ემსახურება სუპერმარკეტი, მათ კვირაში ერთხელ შეუძლიათ ივაჭრონ.image
პატიმრის ხელფასი დღეში 9$-ია.image
პატიმარს შეუძლია თავისთვის მოიმზადოს სადილი თავისი გემოვნებით, ამისთვის კულინარიული წიგნებიც შეუძლია მოიხმაროს.image
კამერაში ყოფნა საღამოს 8:30-იდან დილის 7:30-მდეა სავალდებულო, დანარჩენი დრო პატიმარს შეუძლია იმუშაოს(სავალდებულო არ არის) ან კიდევ რაიმე სხვა რამით დაკავდეს.image
პატიმარს შეუძლია კვირაში სამჯერ ესაუბროს ოჯახს, ხოლო კვირაში ერთხელ პაემნისთვის ცალკე კოტეჯი აქვთ გამოყოფილი.image
თუ პატიმარი ხელოვანია, ვთქვათ მუსიკოსი ან მუსიკოსობა სურს, არც მაგაზე დაგწყვიტავენ გულს, ციხეს თავის მუსიკალური სტუდია აქვს.

9
1877
16-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1877
  
2016, 14 ნოემბერი, 15:37
თავისი ნებით რო ჩაჯდეს ადამიანი შეიძლება ნეტა?
2012, 27 ნოემბერი, 23:50
გეთანხმები წანაკიტხმი მაქვს ეკონომიკური ნხოვრების დონით ნორვეგია მსოფლიოში პირველ ადგლზეა
2012, 21 ნოემბერი, 14:50
კი,რა თქმა უნდა ცხოვრების დონით ჩრდილოეთის ქვეყნები ყველაზე მაღლა დგანან...
2012, 21 ნოემბერი, 14:30
შესაბამისად გაჭირვებული ადამიანებიც არ იქნება მაგ ქვეყანაში, იმიტომ რომ მოიპარავენ და მოხვდებიან მათი თვალით დანახულ სამოთხეში :)
2012, 21 ნოემბერი, 14:27
კი,მაგაში გეთანხმები,მაგრამ ბრეივიკისთანა მანიაკები მაგ ქვეყანაში და საერთოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში ძალიან იშვიათად ჩნდება....პირიქით სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე არაკრიმინალურია მსოფლიოში...შეიძლება ათეულობით წლები გავიდეს და მკვლელობა არ მოხდეს.
2012, 21 ნოემბერი, 14:20
კარგი სტატიაა ნამდვილად,ამაზე დებილი ხალხი ეტყობა არ არი დედამიწაზე,10 წლის ბავშვი მიხვდება კაცი 3 ადამიანს რო მოკლავს ეგ ფუფუნებაში რო არ უნდა აცხოვრო და თუ აცხოვრებ ის ისევ ჩაიდენს დანაშაულს.რა სისულელეა ,ქლიავები
2012, 21 ნოემბერი, 12:08
აქ კი წავიდოდა კაცი დასასვენებლად :)))))
2012, 21 ნოემბერი, 11:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9