x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პოლიციელმა ქურდები არ დააკავა და აქეთ გადაუხადა ფული
image

არაჩვეულებრივი დიდსულოვნება გამოიჩინა პოლიციელმა ქურდების მიმართ, მან არა თუ დააკავა მაღაზიის წვრილმანი ქურდები, არამედ ფულიც გადაუხადა და მეტიც, ხელმძღვანელობისგან ქებაც დაიმსახურა, წერს გაზეთი Thr Hill.

შემთხვევა მოხდა ქალაქ სამერსეტში(შტატი მასაჩუსტსი, აშშ)მაღაზიის თანამშრომლებმა გამოუძახეს პოლიციას მას შემდეგ, როდესაც შეამჩნიეს, რომ ორი ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად პროდუქტებს იპარავდა და კალათაში აწყობდა, ადგილზე მისული პოლიციელი მეთ ლიმა ქალებს გაესაუბრა, მათ პოლიციელს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი ბავშვების გამო გააკეთეს, რომლებიც უფულობის გამო მშივრები ჰყავდათ, პოლიციელი მეთ ლიმა, რომელიც თავად ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის მამაა, შეძრა ქალების მონაყოლმა, მან ქალებს არც ჯარიმა გამოუწერა და არც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, ერთადერთი რაც მოითხოვა, ქალებს ამ მაღაზიაში შესვლა აუკრძალა და შესბამის უწყებაზე ხელი მოაწერინა.

ამის შემდეგ პოლიციელმა უაღრესად კეთილშობილური საქციელი ჩაიდინა, დაფარა მოპარული პროდუქტების საფასური და დამატებით მათ გადასცა 250 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ქვითარი.



ადგილობრივი პოლიციის უფროსმა მეთ ლიმას საქციელი შეაფასა სამაგალითოდ, "როგორ უნდა ემსახურო საზოგადოებას და თან დაიცვა ისინი."

1
511
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
511
  
2021, 4 იანვარი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1