საერთაშორისო ინდოეთში რუსეთის მოქალაქე ქმრის თვალწინ გააუპატიურეს. 2012, 22 სექტემბერი, 20:47 ინდოეთის პოლიცია ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს ამოწმებს.მსხვერპლი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ქალი ჯგუფურად გააუპატიურა 5-მა მამაკაცმა საკუთარი მეუღლის თვალწინ.ახალგაზრდა 26 წლის ქალმა უარი განაცხადა გაევლო ექსპერტიზა, რომ დადასტურებულიყო გაუპატიურების ფაქტი. შემთხვევა შაბათ დღეს მოხდა დელის ჩრდილოეთით მაჟნუ-კატილას რაიონში.5 ბოროტმოქმედმა ძალის გამოყენებით გაიყვანა წყვილი უკაცრიელ ადგილას, ქმარი სასტიკად სცემეს, ხოლო ქალი გააუპატიურეს.ცოლ-ქმარი არუნა-ასა-ფალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა და აგრეთვე უარი განუცხადა პოლიციას საქმის გამოძიებაზე, თუმცა ინდოეთის პოლიცია მზადაა იპოვოს მოძალადეები.ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული ცოლ-ქმარი თებერვლის თვიდან იმყოფება ინდოეთში. 11739 6-ს მოსწონს 3-ს არა
|