სხვა ბაღდადის ბატარეა – ელექტრო ენერგია ძველ მსოფლიოში 2017, 5 სექტემბერი, 9:20 ჩვენმა ცივილიზაციამ პირველი ცნოდნა ელექტრო ენერგიის და ძაბვის შესახებ, XVIII ს-ის II ნახევარში მიიღო. მეცნიერების ამ დარგის ფუძემდებელი იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი ლუიჯი გალვანი (1737-1798) იყო. მისი შრომებს რედაქტირება, ასევე იტალიელმა ფიზიკოსმა, ალექსანდრო ვოლტამ (1745-1827) გაუკეთა და პრაქტიკულად, სწორედ ის გახდა ელექტრო ბატარეის შემქმნელი. თავისი ტრიუმფალური მსვლელობა ელექტრო ენერგიამ XIX საუკუნეში დაიწყო. ჩვენს დროში კი, მის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ წარმოუდგენელია. დენზე მუშაობს ყველა ხელსაწყო და ავტომობილის დაქოქვაც შეუძლებელი იქნება, თუ მასში დენის წყარო არ არის. რაც არ უნდა საკვირველად ჟღერდეს, დღეს არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ძველ მსოფლიოში, ადამიანები თავისებური ელ. ენერგიით, ელექტრო ლამპებით სარგებლობდნენ. ლამპებს მხოლოდ სახლებში კი არა, ტაძრებში, სამარხებში და იმ შენობებში იყენებდნენ, სადაც მზის შუქი ვერ აღწევდა. ამ თეორიის წარმოქმნის მიზეზი, გასული საუკუნის 30-იან წლებში, განსაცვიფრებელი არტიფაქტის აღმოჩენა გახდა, რომელმაც ბაღდადის ბატარეის სახელი მიიღო.
და მაინც, რას წარმოადგენს ბაღდადის ბატარეა? ეს ღია-ყვითელი ფერის ამფორა არის, რომლის სიმაღლე, სულ რაღაც, 15 სმ-ია. დაახლოებით, 2000–2200 წლის არის. ყელი ფისით აქვს დაფარული, ხოლო მის ცენტრში რიკინი გულის ნაწილი არის გამოშვერილი. როდესაც ყელიდან ფისი მოაცილეს, ჭურჭლის შიგნით სპილენცის ცილინდრი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი ზუსტად 25 მმ-ი იყო, ხოლო სიგრძე – 9 სმ. სწორედ მასში იყო მოთავსებული რკინის გული და ის ცილინდრის ფსკერს არ ეხებოდა. ჭურჭლის ფსკერი კი მთის ფისით იყო დაფარული და ლითონის კონსტრუქცია ჰაერში იყო გამოკიდებული – ის ყელის ფისზე იყო მიმაგრებული. ძველი მესოპოტამია — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, შუმერული ცივილიზაციის ჩასახვის და განვითარების რეგიონი იყო. ძვ. წ. აღრ. IV ათასწლეულიდან – ძვ. წ. აღრ. 539 წლამდე, ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა პერიოდში, შუმერების, აკადების, ასურეთის და ბაბილონის სამეფოები იყო. რაც შეეხება ბაღდადს, პატარა დასახლება თანამედროვე ერაყის დედაქალაქის ტერიტორიაზე, არქეოლოგების მონაცემებით, ძვ. წ. აღრ. XIX—XVIII სს. უკვე არსებობდა და მისი სახელი, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, შუა მდინარეთში ირანული მმართველობის პერიოდს უკავშირდება. «ბაღდადი» ძველი სპარსული სიტყვებისგან bagh— «ღმერთი» და dād — «ბოძება» წარმოსდგება და «ღვთის საჩუქარს» ან «ღვთისგან ნაბოძებს» ნიშნავს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: მუდმივად მანათობელი კანდელებიბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია მოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს) ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?! აკრძალული არქეოლოგია ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში 1703 9-ს მოსწონს |
რაც შეეხება, რომ თეორია არსებობს, დიახ არსებობს, ისევე როგორც მისი უარმყოფელი. კარგი იქნებოდა, რომ ეგეც აგეღნიშნათ.
შეიძლება გული დაგწყდეთ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომ ეგვიპტის პირამიდები ელ. ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებოდა არ არსებობს.
ვწუხვარ, რომ ვერ იგებთ მარტივ რამეს - ელ. ენერგიის გამომუშავება არ ნიშნავს ელ. ნათურების არსებობას. არც ეგვიპტეში იყო ელ. ნათურები და არც შუამდინარეთშიც.
ასევე მეგობრულად გირჩევდით ბოლომდე წაიკითხოთ ვიკიპედია.
მეტს აღარ გავაგრძელებ.
,,The Baghdad Battery or Parthian Battery is a set of three artifacts which were found together: a ceramic pot, a tube of one metal, and a rod of another. It was discovered in modern Khujut Rabu, Iraq, close to the metropolis of Ctesiphon, the capital of Parthian (150 BC-223 AD) or Sasanian (224-650 AD) empires, and it is considered to date back to either periods."
wikipedia
თან სტატიაში ნათქვამია, რომ თეორია არსებობსო. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეგვიპტის პირამიდები ელ. ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებოდა და თუ ეგვიპტეში იყო ნათურები, რატომ არ შეიძლებოდა შუამდინარეთშიც ყოფილიყო?
ბატარეაც რომ ყოფილიყო ის თავისით ვერანაირად ვერ ანათებს. მესოპოტამიაში "ელ.ლამპეპს" ვერ იყენებდნენ, რადგან არ ჰქონდათ.
დანარჩები რა გითხრათ?