ჯანმრთელი კვება ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- უმარტივესი რეცეპტი 2017, 25 აგვისტო, 9:36 ზამთარში დაკონსერვებული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიასახლისების უმრავლესობაც დროს სწორედ ასეთი პროდუქტების მომზადებას უთმობს. წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათის მარტივ რეცეპტს (ე.წ. აჯაფსანდალი) თქვენ დაგჭირდებათ: ხახვი ნახევარი კგ სტაფილო ნახევარი კგ ბულგარული წიწაკა 1 კგ ბადრიჯანი 1 კგ პომიდორი 2 კგ მარილი გემოვნებით შაქარი 1 კოვზი ძმარი 100 მგ მზესუმზირის ზეთი 200 მგ ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაამატეთ მითითებული ბოსტნეული (დაჭრილი) ასევე დაამატეთ მარილი და შაქარიც. კარგად მოთუშეთ და შემდეგ დაამატეთ პომიდორი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაასხით ძმარი და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. ჩაასხით სალათი სტერილურ ქილებში და მიირთვით ზამთარში. სალათს სიმშრალის გასანეიტრალებლად არ დაამატოთ წყალი, წყლის ნაცვლად გამოიყენეთ ზეთი. საინტერესო სტატიები: რომელი საკვები პროდუქტებია წნევისთვის "წამალი" და რის მირთმევაზე უნდა თქვათ უარი როგორ გავყინოთ პელმენები და ცომეული? 2276 1-ს მოსწონს
|