სხვა როგორ გავყინოთ პელმენები და ცომეული? 2017, 23 აგვისტო, 11:46 პელმენები და ე.წ. ვარენიკები უამრავი ადამიანის საყვარელი საკვები პროდუქტია, ყველაზე უსაფრთხო კი სახლში მომზადებული ხორც-პროდუქტებია. ცომეულის შენახვა უამრავ დიასახლისს უადვილებს საქმეს. ხშირად ინახავენ პელმენებსა და ხინკალს, ასევე ცომს. როგორ უნდა შევინახოთ პელმენები და ხინკალი საყინულეში? პირველ რიგში მაცივარში ცომეულის შესანახად დაგჭირდებათ ხის დაფა და სამზარეულოს ტილო, ( ე.წ. ჩაის ტილო) დააფინეთ ხის დაფაზე ტილო, დააწყვეთ ზემოთ პელმენები და შემდეგ ისევ დაადეთ ზემოდან ტილო, შეინახეთ მაცივრის საყინულეში და გაყინეთ. გაყინული პელმენები გადაიტანეთ კონტეინერში ან ჩვეულებრივ პარკში და შეინახეთ. გემრიელად მიირთვით... საინტერესო სტატიები: რატომ არის სახიფათო საზამთროს მაცივარში შენახვა და რას იწვევს ის სოდისა და ძმრის კომბინაცია-უნიკალური სამკურნალო საშუალება 1079 1-ს მოსწონს
|