სხვა მეეზოვემ ნაგავში გადაგდებული 30 ბავშვი გადაარჩინა 2017, 13 აგვისტო, 10:14 ჩინელი ლიუ სიაონი უკვე 88 წლის არის. ის, წლების მანძილზე, მეეზოვედ მუშაობდა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ნამდვილი გმირია. ქალმა, ცხოვრების მანძილზე, 30 ახალშობილი გადაარჩინა სიკვდილს და გაზარდა. ის ბავშვებს გზის პირას ან ნაგვის ურნებში პოულობდა. პირველად, ბედის ანაბარად მიგდებული გოგონა, ლიუმ 1972 წელს, ნაგვის ურნაში აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ძალიან უჭირდათ, მან და მისმა მეუღლემ ახალშობილი სახლში წაიყვანეს. სამწუხაროდ, ჩინეთში ბავშვის ქუჩაში მიტოვების შემთხვევა იშვიათი არ არის და ამიტომ, როგორც კი ლიუ ბავშვს იპოვიდა, სახლში მიჰყავდა. როგორც თავად ქალი ამბობს, ამ ბავშვების აღზრდით, ის ენით აუწერელ ბედნიერებას განიცდიდა. მისი წყალობით, 30 ბავშვი გადაურჩა გარდაუვალ სიკვდილს. ბავშვების წაწილზე ის და მისი მეუღლე ზრუნავდნენ, ხოლო სხვებისთვის – ოჯახებს ნახულობდნენ ნაცნობ-მეგობრებს შორის. 29 ბავშვის ისტორია, თითქმის ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ 30-ე, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო… ქალმა ურნაში გოგონა იპოვა, რომელსაც თავი იისფერი ჰქონდა, ხოლო სხეული – სისხლით მოსვრილი. როდესაც ბავშვი ხელში აიყვანა, მიხვდა რომ პატარა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გაირკვა, რომ ვიღაცას ბავშვის მხოლოდ თავიდან მოცილება კი არ უნდოდა – მას ყელიც გამოჭრა... ექიმების თქმით, ჭრილობა უფრო ღრმა რომ ყოფილიყო, ან დახმარება დაგვიანებულიყო, ბავშვი ნამდვილად დაიღუპებოდა. სამწუხაროა, რომ ლიუ სიაონის გმირობის შესახებ, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. თუმცა, ქალი არც არასდროს ცდილობდა სახელის მოხვეჭას. ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც სწორედ მიაჩნდა… თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ? ისტორია უბრალო ადამიანურ სიკეთეზე პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს 12 კვირის ბავშვი ყუთში ჩააწვინეს და სარდაფში დატოვეს… 440 7-ს მოსწონს
|