სხვა «ცოცხალი ქვების» მოვლა და გამრავლება 2017, 5 ივლისი, 15:04 ეს საოცარი მცენარე, 1811 წელს, ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ბუნებათმცოდნემ უილიამ ბერჩელმა აღმოაჩინა, სამხრეთ აფრიკის ქვიან უდაბნოში მოგზაურობის დროს. ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნში, მან ტექსტს აღმოჩენილი მცენარის ნახატებიც დაურთა. როგორც მეცნიერი წერდა, ქვებს შორის მცენარე ისე კარგად იყო შენიღბული, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო შეამჩნია. ლიტოფსები – უდაბნოს «ცოცხალი ქვები» აღმოჩენის შემდეგ, ლიტოფსმა ბოტანიკოსებისგან დამალვა თითქმის 100 წლის მანძილზე კიდევ მოახერხა. მას მთელი საუკუნის მანძილზე ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი დღევანდელი სახელიც «lithos» – ქვა და «opsis» – გამოიყურება, მცენარემ მხოლოდ 1922 წელს მიიღო. ამჟამად, აღმოჩენილი და შესწავლილია მისი 60-მდე სახეობა. გარეგნობით მცენარეები მართლაც სხვადასხვა შეფერილობის ქვებს მოგვავგონებენ. ხოლო შემოდგომაზე, როდესაც კოკრებს იკეთებს, უკვე შესამჩნევი ხდება, რომ უბრალო ქვებთან კი არა, ცოცხალ მცენარეებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ყვავილის გვირგვინს, ის შეიძლება თეთრი ან ყვითელი ფერის იყოს. «ცოცხალი ქვის» დიამეტრის ზომა, უმეტეს შემდხვევაში, 5 სმ-ს არ აღემატება. ფოთლები მოკლე ღეროზე არის მიმაგრებული, ხოლო საარსებო წყაროს გრძელი ფესცებით მოიპოვებს. მიუხედავად მისი ბუნებრივი თვისებებისა, სახლის პირობებშიც კარგად იზრდება: თესლიდან ამოზრდილი «ქვები» დიდი ხნის მანძილზე ახარებს თავისი პატრონის გახარებას, თან განსაკუთრებული ზრუნვის მოთხოვნის გარეშე. ლიტოფსების მოვლა სახლის პირობებში თუ ყველა წესის დაცვით მოუვლით ამ მცენარეს, ის მთელი წლის მანძილზე იყვავილებს. მისი ფოთლები ძალიან მკვრივია და დაახლოებით, წელიწადში ერთხელ, ახლით იცვლება. როდესაც მცენარე კარგად გრძნობს თავს, მისი 2 ფოთოლი მჭიდროდ ზის ნიადაგზე. გარკვეულ ზომამდე გაზრდის შემდეგ, «გახდომას» იწყებს და ხმება, ხოლო ნაპრალიდან ახალი ფოთლების კვირტები ჩნდება. რადგან ლიტოფსია უდაბნოს მკვიდრია, ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ, ის სამხრეთის ფანჯრის რაფაზე უნდა მოათავსოთ და თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, საღამოს საათებში, ხელოვნური განათება უნდა ჩაურთათ. მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20–24 °С არის. ამ მხრივ მას განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს. მთავარი ის არის, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. საქმე იმაშია, რომ უდაბნოში, განსაკუთრებით ცხელ დღეებში ლიტოფსია იძინებს და მხოლოდ ღამის საათებში, როდესაც ტემპერატურა ეცემა, იწყებს გამოცოცხლებას. გადარგვა როდესაც ლიტოფსის ფესვთა სისტემა ქოთნის მოცულობას შეავსებს, ის უნდა გადაირგას განიერ და უფრო ღრმა ქოთანში. ქოთნის სიმაღლე უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ძირითადი ფესვის სიგრძე არის. ამასთან, ქოთნის ძირში, აუცილებელია სადრენაჟე სისტემის გაკეთება, რადგან მცენარე წყლის შეგუბებას ვერ იტანს. გადარგვის შემდეგ, ის 2–6 კვირის მანძილზე, განათებულ გარემოში უნდა იყოს (დღე სამხრეთის ფანჯარაზე, ღამე შუქი აუნთეთ). ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი გრუნტი ნოტიო იყოს და ორპირში არ მოხვდეს. მცენარის სუბსტრატი კი ასეთია: * 2 წილი მიწა; * 1 წილი თიხა; * 2 წილი გარეცხილი ქვიშა; * ცოტა ტორფი. გრუნტის ზედაპირი, გადარგვის შემდეგ, დაფარეთ კვერცხის დამტვრეული ნაჭუჭით, პატარა კენჭებით ან მულჩირების სხვა საშუალებით, რომელიც ქოთნიდან წყლის აორთქლებას შეაფერხებს და გრუნტს ხავსისა და სოკოს ობისგან დაიცავს. სასუქის მიწოდება საჭირო 2 წელიწადში ერთხელ არის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში მცენარე არ გადაგირგავთ (სავარაუდოდ, გადარგვა 5-6 წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო). რაც შეეხება სასუქის სახეობას – გამოიყენება კაკტუსის სასუქი. მაგრამ, მითითებულ, რეკომენდირებულ დოზაზე, 2-ჯერ ნაკლები. საერთოდ, სასუქი ამ მცენარეებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო და უმჯობესი იქნება, თუ 2 წელიწადში ერთხელ გადარგავთ. მორწყვა როგორც აღნიშნული იყო, ლიტოფსია უდაბნოს მკვიდრია და მას გარკვეული პერიოდის მანძილზე, წყლის გარეშეც შეუძლია არსებობა. მაგრამ, ჭარბი ტენის და დრენაჟის არ არსებობის შენთხვევაში, მცენარე იღუპება. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, როდესაც მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს, მორწყვა საერთოდ არ არის საჭირო. მორწყვა არც მაშინ შეიძლება, როდესაც მცენარე ფოთლის შეცვლას იწყებს. წყალი არ უნდა დაასხათ, ვიდრე ძველი ფოთლები მთლიანად არ გახმება. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს წყალი მოაკლდება, ის მოჭმუჭნული ფოთლებით შეგატყონინებთ ამას. გამრავლება სახლის პირობებში გამრავლების ერთადერთი საშუალება – თესლით გამრავლება არის. ხოლო საუკეთესო დრო – გაზაფხულია. თესლის შეძენა მაღაზიაში შეიძლება (მცენარიდანაც შეიძლება მისი მიღება, მაგრამ ამის გაკეთებას მხოლოდ შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების ადამიანს შეუძლია). რაც შეეხება ვარგისიანობას, შეიძლება ითქვას რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან ის 7-8 წელი ინახება. ლიტოფსს ძალიან პატარა ზომის თესლი აქვს და დასათესად, საუკეთესო სუბსტრატი ქვიშა არის, ხოლო მორწყვის დროს, პულვილიზატორის გამოყენება არის საჭირო. 25°С ტემპერატურის პირობებში, მცენარე 7-10 დღეში იწყებს ამოსვლას. ის ძალიან ნელა იზრდება, ნამდვილი ფოთლები მხოლოდ 4-6 თვის შემდეგ ჩნდება. როდესაც ახალგაზრდა ლიტოფსების სიმაღლე ქოთნის სიმაღლეს მიაღწევს, გრუნტის ზედაპირი პატარა კენჭებით უნდა დაფაროთ. ხოლო ობის ან ხავსის პირველსავე ნიშნების შემთხვევაში, ნიადაგი კალიუმის ქლორიდის (მარგანცოვკა) ხსნარით უნდა დაამუშაოთ. P.S. პატარა მცენარეები უკეთესად მაშინ ვითარდებიან, როდესაც მათ შორის დიდი დაშორება არის, უკვე ზრდასრული «ცოცხალი ქვები» კი ახლო-ახლოს უნდა იყოს დარგული – დაშორება მცენარეებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 2–3 სმ-ს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში * ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი) 1001 6-ს მოსწონს
|