x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 დღე, 7 ჭიქა – ნატურალური წვენი, რომელიც მუცლის ქონს აქრობს!

ჭარბი წონა — ნამდვილი პრობლემა არის ნებისმიერი ადამიანისთვის. ის უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შეუძლია მთელი რიგი დაავადებები გამოიწვიოს. მაგ., დიაბეტი და ჰიპერტონია. ადამიანები, რომლებიც ჭარბი წონით იტანჯებიან, როგორც წესი, მკაცრი დიეტის დაცვას ცდილობენ ან ლიპოსაქციას იკეთებენ, რადგან თვლიან, რომ ალტერნატივა არ არსებობს. მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ეს ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა, რომელიც ზედმეტ წონასაც აქრობს და ჯანმრთელობისთვისაც არ არის საზიანო!


image

გასახდომი წვენი


ამ რეცეპტით მომზადებული წვენი საოცრებებს ახდენს. მისით დღის დაწყების შემთხვევაში, სულ მალე დაივიწყებთ ჭარბი წონის შესახებ. გარდა ამისა, მას კარგი გემო აქვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მის შემადგენლობაში არსებული ყველა კომპონენტი, ყველასთვის ხელმისაწვდომია.


ინგრედიენტები:


1. კიტრი – 1 ცალი
2. ანანასი – 3 ნაჭერი
3. ნიახური – 1 ღერო
4. ოხრახუშის ფოთლები – 1 ს. კ.


image


მომზადება:



I. კარგად გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი.
II. დაჭერით კიტრი რგოლებად, ანანასი კუბიკებად.
III. დაჭერით წვრილად მწვანილი.
IV. დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად.


მიღების წესი:


1. წვენი დალიეთ დილით, აუცილებლად უზმოზე – საიზმემდე, 20-30 წუთით ადრე.
2. არ დაამატოთ შაქარი ან სხვა ხელოვნური დამატკბობლები.
3. მომზადების შემდეგ, წვენი 10-15 წუთში უნდა მიიღოთ, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.

შენიშვნა: ეს წვენი ორგანიზმს გამწმენდიც არის და მისი გამოყენება არ შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე. წვენის მიღების დროს, ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის ყველა რეაქციას. სულ მცირე უარყოფითი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში — მაშინვე შეწყვიტეთ მისი მიღება (ყველა ადამიანის ორგანიზმი ერთნაირად არ რეაგირებს გაწმენდაზე).

image

და ბოლოს, თუ თქვენი მიზანი — კარგი ჯანმრთელობა და მუდმივად კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა, გააკონტროლეთ თქვენი კვების რაციონი. ეს უნდა იყოს: მცირე ულუფები და მხოლოდ ჯანმრთელი საკვები, მეტი ხილი და ბოსტნეული და პროდუქტები, რომლებიც დაუფქველი მარცვლეულით არის მომზადებული. ასევე, უნდა შეამციროთ ან უარი თქვათ ტკბილეულზე და შაქარზე.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ნაწლავების სკრაბი (ნაწლავების და ორგანიზმის გაწმენდა + ჭარბი წონის მოცილება)

პარაზიტების წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები (+ რეცეპტები და მოხმარების წესები)
ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)
საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება
რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს და რატომ სუქდებიან მასზე უარის თქმის შემთხვევაში (+ 2 რეცეპტი: ყველიანი კვერები საუზმისთვის)
საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

image

0
647
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0