x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თაფლის ორცხობილა (ფოტო-რეცეპტი)

ამ რეცეპტით მომზადებული თაფლის ორცხობილა, წარმოუდგენლად გემრიელი და არომატული გამოდის. მის მოსამზადებლად მინიმალური დრო, ძალისხმევა და პროდუქტი არის საჭირო. თუ ტკბილი ნამცხვრების მოყვარული არა ხართ, შეგიძლიათ შეამციროთ რეცეპტში მოცემული შაქრის რაოდენობა. ასეთი ორცხობილა, მხოლოდ უფროსებს კი არა, პატარებსაც ძალიან მოეწონებათ.


image


ინგრედიენტები:


თაფლი – 100 გრ. (5 ს.კ.)
შაქარი – 50 გრ.
გამაფხვიერებელი – 1, 5 ჩ. კ.
კარაქი – 100 გრ.
მარილი – 1 მწიკვი
ფქვილი – 250 გრ.
ყავისფერი შაქარი (ან თეთრი) – 3 ს. კ.

მომზადება:

I. ათქვიფეთ ცივი კარაქი და შაქარი.
II. დაამატეთ თაფლი და მარილი > ათქვიფეთ.
III. გაცერით ფქვილი > შეურიეთ გამაფხვიერებელი > შეათქვიფეთ შაქრიანი კარაქის მასას ნელ-ნელა.
IV. მოზილეთ რბილი ცომი > მეტისმეტად დიდი ხანი ზელვა არ არის საჭირო – თუ ცომი მაგარი იქნება, არც ორცხობილა იქნება რბილი.
V. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა > დაჭერით დანით > თითოეული ნაჭრიდან გააკეთეთ ბურთულები > ამოავლეთ ყავისფერ შაქარში > ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ ჩანგლით ან საკონდიტრო შპრიცის თავით.
VI. დაალაგეთ ორცხობილები ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე > გამოაცხეთ 10-15 წუთის მანძილზე, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ, აირღუმელში.

VII. გამოცხობის თანავე, ორცხობილები ფირფიტიდან გადმოიღეთ და გააგრილეთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

თქვენთვის ასევე საინტერესი იქნება:


image

საზაფხულო ნამცხვრები (4 რეცეპტი)

მეგაგემრიელი ნამცხვარი “60 "

უგემრიელესი ფუნთუშები

არაჟნის ჩხირები ქიშმიშით (ნამცხვარი კვერცხის გარეშე)

ღამე ცომის მომზადება – დილით ცხობა. უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი

0
825
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0