სხვა როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სწორად მეტყველებას? ცნობილი ლოგოპედის რჩევები! 2017, 14 აპრილი, 19:25 ![]() ![]() თარჯიმანი -თუ ბავშვი არ წარმოთქვამს სრულ სიტყვას და იყენებს მის ანალოგს, მაგალითად ძაღლის დანახვისას ამბობს "ამ, ამ" - ამ დროს თქვენ უნდა უთხრათ "კი, ეს ნამდვილად ძაღლია". ბავშმა ხშირად უნდა მოისმინოს სიტყვის სრული ვერსია, რათა დაამახსოვრდეს. თამაში- ფეხსაცმლის ძველი ყუთისგან გამოჭერით ფანჯარა, მის უკან ბავშვისთვის საყვარელი სათამაშოები დამალეთ მაგ: მგელი, კურდღელი, ძაღლი და წარმართეთ დიალოგი. "შენ ვინ ხარ?" -" მე კურდღელი ვარ" - "შენ დადიხარ თუ დახტუნავ" და ა.შ ყურები, ფეხები, ცხვირი- შეასრულეთ მოქმედებები, რომლებიც ბავშვთან არის ახლოს. დაიბანეთ ხელები და ხმამაღლა თქვით: "მე ხელებს ვიბან". ბავშვს თან და თან ასწავლეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილების დანიშნულება. შეგიძლიათ ჰკითხოთ: "რას აკეთებ შენ შენი ყურებით?" ან "რატომ გაქვს კბილები?" ![]() რჩევები 3 წლის ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის: საგნები და პასუხები- აჩვენეთ ბავშვს რომელიმე საგანი : კოვზი, გასაღები, შამპუნი და ჰკითხეთ: "რითი გავაღო კარი?" ; "რითი დავიბანო თმა?" და ა.შ საქმეები- გადაშალეთ ნახატებიანი წიგნი, სადაც სხვადასხვა ობიექტია გამოსახული ( ადამიანი, მზე და ა.შ). შემდეგ კი დაუსვით კითხვა: " რას აკეთებს ბიჭუნა?" მან შეიძლება ვერ გაგცეთ პასუხი, მაგრამ მოქმედებით გამოხატოს თავისი სათქმელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის გონება ნელ-ნელა ვითარდება. ზღაპარი კატაზე- მოუყევით კატაზე, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდა. ამბობდა, რომ ღამე ნათელია და ა.შ. მიეცით ბავშვს საშუალება, გამოიცნოს რას აკეთებდა კატა არასწორად. (ზღაპარი დაძაბული ინტონაციით მოუყევით) სავარჯიშოები 4-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის : მხოლოდ შეხება- სთხოვეთ ბავშვს დახუჭოს თვალები, მიაწოდეთ მას მისთვის კარგად ნაცნობი ნივთი და დაავალეთ აღწეროს რა ნივთია, რისგან არის დამზადებული, რა ფერია და ა.შ. ხუთი რამ- მიუთიეთ ბავშვს თქვენს გარშემო, რომელიმე ობიქეტზე და ეცადეთ, ამ ერთი ობიექტის დასახელების შემდეგ, სიტყვების რაოდენობა ხუთამდე გაზარდოს. ასე მაგალითად, მიუთითეთ ხეზე და კითხეთ :" კიდევ რისი დამზადება შეიძლება ხისგან? " (კოვზი, ჩარჩო, სკამი, მაგიდა, გარდერობი). "და რა არის გემრიელი?" "რა არის ცივი?" ამგვარი შეკითხვებით გაამდიდრებთ ბავშვის ლექსიკონს. პოემა- ამბავი- მოყევით მას რაიმე ლექსი, რომლშიც გარკვეული ისტორიაა აღწერილი და სთხოვეთ ლექსის მოსმენის შემდეგ, თავად მოგიყვეთ ეს ამბავი. ![]() რა თქმა უნდა, ბავშვის მეტყველების განვითარება მეტწილად მშობლებზეა დამოკიდებული. თუ ისინი ხშირად გამოიყენებენ ჟარგონებსა და ბარბარიზმებს, ბავშვიც ამ სიტყვებს გაიმეორებს და დაიმახსოვრებს. ასე რომ, მშობლებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილი ლამაზად საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარ მეტყველებას უნდა მიაქციონ ყურადღება. იხილეთ აგრეთვე: ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ უკრაინაში 12 ბავშვი გარდაიცვალა ''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ! ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს! მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი) ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! 896 5-ს მოსწონს
|