x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134937
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
როგორები არიან დეპრესიაში მყოფი ვერძები?
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ენერგიულები, შრომისმოყვარენი, მუდამ დაკავებულები არიან; მათ უმოქმედობა, უსაქმოდ ყოფნა აგდებთ დეპრესიაში, საგონებელში.


image


მოსწონთ, როცა გამუდმებით დაკავებულნი არიან და მუდამ საქმეს აკეთებენ, არიან პროდუქტიულნი, ყოველთვის სურთ აქტიურობა, როცა ატყობენ რომ ასე არ ხდება, თავს საშინლად გრძნობენ და დეპრესია ტანჯავთ.



image




ვერძი თუ დეპრესიაში ჩავარდა, აჯობებს კი არ ანუგეშოთ ან შეიბრალოთ, პირიქით, ბრძოლაში გამოიწვიოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მასში სიცოცხლის ხალისის გაღვიძებას. წააქეზეთ, გააბრაზეთ, ცოტა დასცინეთ კიდეც... უთხარით, რომ ბევრი არაფერი შეუძლია. იგი საპირისპიროს დასამტკიცებლად ყველაფერს გააკეთებს და მალე დეპრესიაც დაავიწყდებათ.



image


მისი შეცდომა ის არის, რომ მას დაუყოვნებლივ უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და გაქრობა. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის იმიტომ, რომ მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში შეუძლია დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. მეტი დრო დაუთმოს ისეთ საქმეს, რისი კეთებაც ავიწყებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რუტინას.


1
202
12-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
202
  
2018, 6 მარტი, 0:37
მგონი ერთადერთი გამონაკლისი ვარ ვინც სპორტით არ კავდება, არ უყვარს ცეკვა და ლაშქრობა :)))
0 1 1