x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)
image

მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. როგორც სამკურნალო მცენარე, იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ X საუკუნეში, არაბეთსა და სპარსეთში. მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი ნივთიერება: ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ამგვარი შემადგენლობის წყალობით, მრავალძარღვას ნახარშებს, ნაყენებსა და წვენებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:




ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი - მცენარის ახალი წვენი და ფოთლები ჭრილობიდან სისხლდენას აჩერებს, ანთების წარმოქმნას ბლოკავს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს - ის აჩქარებს ჭრილობიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას და ქსოვილების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს;


ანთების საწინააღმდეგო - მრავალძარღვას წვენი გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას, მას ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს, აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას;



სასუნთქი გზების დაავდების დროს- მრავალძარღვას ნახარშები ნახველს ათხიერებს და მისგან ბრონქებს წმენდს. მრავალძარღვას ნაყენებს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის ეფექტურად სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს;


ნერვული აშლილობების, შფოთიანობისა და უძილობის დროს - მრავალძარღვას ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ძილისმომგვრელ საშუალებად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებსა და სხვა სახის ნერვულ აშლილობებს;


გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს- მრავალძარღვა აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.image


ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ- მრავალძარღვას ცოცხალი ფოთლების გარეგანად გამოყენება ძალზე ეფექტურია ჭრილობების, ფურუნკულებისა (ძირმაგარა) და წყლულების სამკურნალოდ.ამისთვის საჭიროა, მცენარის ახალმოკრეფილი ფოთლის ხელით გასრესა და სისხლმდინარე ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან შესიებაზე დადება. ამ დროს, ჭრილობა სრულიად იწმინდება ინფექციებისგან და წყდება სისხლდენა. მრავალძარღვას ფოთლის გამოყენება მხოლოდ ცოცხალი სახით შეიძლება, ამიტომაც ის მოიხმარება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მისი დაკრეფაა შესაძლებელი. წელიწადის სხვა დროს კი მისგან დამზადებული მალამო გვიშველის.


მცენარის ფესვები კბილის ტკივილის დროს გამოიყენება - საკმარისია, ფესვები დავსრისოთ და მიღებული ფაფისებრი მასა მტკივან კბილზე დავიდოთ.
image


ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა არა მხოლოდ ჭრილობებისა და შინაგანი
ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, არამედ ეფექტურია ისეთი სერიოზული
დაავადებების დროს, როგორებიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი. მცენარისგან დამზადებული წვენი და ნახარშები ორგანიზმზე, ზოგადად, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ამყარებს იმუნიტეტს და ფილტვებსა და შინაგან ორგანოებში მიმდინარე დაშლით პროცესებს ებრძვის. უნაყოფობის დროს, ის ეხმარება როგორც ქალებს, ასევე, კაცებს. განსაკუთრებით
სასარგებლოა პრობლემური მენსტრუაციის, ოვულაციისა და კლიმაქსის დროს.


image

ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს: დაქუცმაცებული მრავალძარღვას ფოთლები დასრისეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ და კომპრესი გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ; 2 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ნატკენ ადგილებზე სველ საფენებად, მოსაბანად.

გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 3 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთლების ახალგამოწურულ წვენს მიიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. თუ წვენი სქელია, გააზავეთ წყლით (1:1) და 1-3 წუთი ადუღეთ.

ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს:
1 ს/კ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, 10 წუთით
შედგით ნელ ცეცხლზე, ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თბილ ადგილას (შეგიძლიათ თბილად შეახვიოთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს:
1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1
საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1ჩ/ჭ ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.

ბრონქიტის (შესქელებული ნახველის) დროს: 4 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0, 5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.image
მრავალძარღვას სიროფის მიღება უკუნაჩვენებია:
ა) თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების მომატებული მიდრეკილებისას;
ბ) კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისა და წყლულის გამწვავებისას;
გ) ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიის დროს.

გარდა ამისა, მრავალძარღვას შინაგანი მიღების მხრივ განსაკუთრებული
სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა ან სხვა მცენარეებზე
მწვავე ალერგია აღენიშნებათ, რადგან მისმა მიღებამ შესაძლოა მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.





იხილეთ აგრეთვე:


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!


გათავისუფლდით თავის ტკივილისგან 5 წუთში!


ექიმები შოკში არიან! ეს საშუალება ნებისმიერ შრამსა და ნაწიბურს გაგიქრობთ!


ეს მძლავრი სასმელი კიბოს უჯრედებს აქრობს! (+რეცეპტი)


ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს!


კიბოს უჯრედები გაქრება, თუ თქვენ ამ 7 პროდუქტს მიირთმევთ!


დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!


ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!


ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!

1
12222
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
12222
  
2019, 14 ივლისი, 22:13
მოგესალმებით.სასუნთქი გზებით ალერგია გადავი ჯერ ბრონხებზე და შემდეგ ფილტვებზე დამეწყო უსიცხო ანთება.ორივე ფიტვზე.ახლა მინდოდა მრავალძარღვას ნაკჰენის მიღება და აქ წავიკითხე რომ ალერგია შეიძლება გამოიჭვიოს.რას მირჩევთ?
0 1 1