საბუნებისმეტყველო საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან 2017, 17 მარტი, 14:37 ყავისფერი პანდა. ქიზაი (Qizai) არის 7 წლის ყავისფერი პანდის სახელი. ის ამ შეფერილობის ერთადერთი დათვია დედამიწაზე და ცენტრალურ ჩინეთში მდებარე Qingling Mountains-ის ბუნებრივ პარკში ცხოვრობს. როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი "ბამბუკის დათვების" ტრადიციული შეფერილობისგან განსხვავების მიზეზი, გენური მუტაცია არის. ატირებული კუ. ქვიშიან სანაპიროზე ხშირად შეიძლება თვალცრემლიანი კუს ნახვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რამე აწუხებს და ემოციებს გამოხატავს. უბრალოდ, ამ ხერხით, ის თვალებში ჩავარდნილ ქვიშას იცილებს.
ხამანწკები ხშირად იცვლიან სქესს. დაბადების მომენტში ხამანწკები მამრები არიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი სქესს იცვლიან, რომ კვერცხი დადონ და შემდეგ, ისევ მამრები ხდებიან. ამასთან, რაც უფრო თბილია მათი საარსებო გარემო, მით უფრო ხშირად იცვლიან ისინი სქესს. სცინკების სისხლი ანტიფრიზს შეიცავს. წყლის სცინკები (ხვლიკები), რომლებიც აღმ. ავსტრალიის მთიან რეგიონებში ბინადრობენ, ზამთრის ძილის შემდეგ, როდესაც იღვიძებენ და სოროებიდან გამოდიან, მიწა ჯერ კიდევ თოვლით არის დაფარული. ანტიფრიზი, რომელსაც მათი სისხლი შეიცავს, საშუალებას აძლევთ, რომ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ მაშინაც კი, როდესაც ჰაერის ტემპერატურა, ნულს ქვემოთ, 2 გრადუსი არის.
დედა ბეჰემოთი სადილზე წასვლის წინ, თავის პატარას ძიძას უტოვებს. ბეჰემოთების ყველა ჯოგში არსებობს ერთგვარი საბავშვო ბაღი, სადაც დედა ბეჰემოთები იკრიბებიან, თავიაანთ შვილებთან ერთად. ბეჰემოთი – ძალიან მზრუნველი ცხოველი არის და ვიდრე შვილს მცირე დროით დატოვებს, აუცილებლად რწმუნდება, რომ მის პატარას, ყურადღებას სხვა ბეჰემოთი მიაქცევს. მაროკოში თხები საძოვარზე ხეზე ადიან. ეს ბალახის ნაკლებობის გამო ხდება. თხები ჩვეულებრივ, არგანის ხის ნაყოფით და ფოთლებით იკვებებიან. მწყემსის მოვალეობა მათი მხოლოდ ხიდან ხეზე გადარეკვა კი არა, იმ კურკების შეგროვებაც არის, ცხოველები ნაყოფის შეჭმის შემდეგ, პირიდა რომ ყრიან. სწორედ ამ კურკებიდან მზადდება არგანის ზეთი, რომელიც კოსმეტოლოგიაში და კულინარიაში გამოიყენება.
თუ ცხოველები გიყვართ – 10 საუკეთესო ადგილი ველურ ცხოველებზე დასაკვირვებლად 100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ 390 9-ს მოსწონს
|