x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ტექნოლოგიები და ბრენდები,რომელსაც მსოფლიო გერმანიის წყალობით იცნობს
ალბათ სათაურის წაკითხვის შემდეგ გაიფიქრებთ, რა უნდა იყოს ისეთი, რაც საზოგადოებამ არ უნდა იცოდესო."მერსედესი", "ბმვ", "ბრაუნი" ან "ადიდასი" და კიდევ ბევრი რამ ყველამ ვიცითო.თუმცა ქვემოთ გაეცნობით იმ ტექნოლოგიებს და ბრენდებს, რომლებიც ბევრი მათგანი თქვენთვის ალბათ სიურპრიზი იქნება.


1)ხელის პერფორატორი -სანამ კომპიუტერები იქნებოდა და ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში შეინახებოდა, ხელის პერფორატორები ქაღალდისთვის შეუცვლელი ხელსაწყო იყო საბუთების თუ საქმეთა წარმოების დროს.მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ფრიდრიხ ზენეკენს, რომელმაც გამოგონება 1886 წლის 14 ნოემბერს დააპატენტა.თუმცა ეს ხელსაწყო დღესაც აქტუალურია და ხშირად იყენებენ სხვადასხვა საკენცელარიო საქმეებისთვის.



image


2)MP3-დღესდღეობით მუსიკის მოსმენისთვის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ციფრული ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეიმუშავდა ფრაუნგოფერის ინსტიტუტში კარლჰაინც ბრანდებურგის ხელმძღვანელობით.



image



3)ელექტრობურღი-თვითონ ბურღი ავსტრალიაში გამოიგონეს, მაგრამ გერმანიაში, კერძოდ ვიჰელმ ემილ ფაინმა შეიმუშავა 1895 წელს მსოფლიოში პირველი გადასატანი ელექტრობურღი, ისეთი როგორსაც ახლა ვიყენებთ.


image


4)ფანტა-1940 წელს ფაშისტურ გერმანიას მრავალმა ქვეყანამ ემბარგო გამოუცხადა, მათ შორის აშშ-მ.ასე რომ სიროფის მიწოდება "კოკა-კოლას" გერმანულ ქარხნისთვის შეწყდა, ქარხნის დირექტორი მაქს კეიტი არ დაიბნა და გადაწყვიტა სრულიად ახალი პროდუქტი ჩამოესხა, რომელსაც "ფანტა " უწოდეს, თუმცა პირველი ჩამოსხმა ვაშლისგან იყო დამზადებული.ომის დამთავრების შემდეგ ამერიკელებმა დაიბრუნეს ქარხანა და კეიტის წამოწყებული საქმე გააგრძელეს.


image



5)წებოვანი ლენტი და Nivea-მიუხედავად იმისა, რომ დღეს სალაპარაკო ენაში ინგლისური სიტყვა "სკოტჩი" დამკვიდრდა, მისი შექმნის იდეა გერმანელ მეწარამეს, ფარმაცევტს და ფილოსოფოსს ოსკარ ტროპლოვიცს ეკუთვნის, მანვე შექმნა ჰიგიენური ტუჩის საცხი და საყოველთაოდ ცნობილი კრემი Nivea.


image


image6)საშობაო(საახალწლო) ნაძვის ხე-გერმანელების ოჯახს მორთული ნაძვის ხე ჯერ კიდევ ქრისტიანობის მიღებამდე ამშვენებდა, მათ სახლიდან უნდა განედევნათ სიცივის და უკუნეთის ბოროტი სულები.ტრადიციულად ნაძვის ხეს მოოქროვილი ვაშლით და გირჩების გირლიანდებით რთავდნენ.როგორც აუცილებელი ატრიბუტი ყველა ქრისტიანისთვის ნაძვის ხე XIX საუკუნიდან დამკვიდრდა.


image




7)Siemens-შორეულ 1847 წელს გამომგონებელმა, ინჟინერმა და მეცნიერმა ვერნერ სიმენსმა შექმნა პირველი სატელეგრაფო ფირმა Telegraphen-Bauanstalt Siemens & Halske, დღესდრეობით Siemens ფართო სპექტრის კონცერნია, რომელიც ელექტროტექნიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის და მედიცინის სფეროში მუშაობს.

image


image

image
8) Boss-ჰუგო ბოსმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1923 წელს მეტცინგენში დაარსა პატარა სამკერვალო ფაბრიკა, სადაც სპორტულ და სამუშაო ტანსაცმელს კერავდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ფაშისტების უნიფორმის შეკერვაზე გადავიდნენ.

1953 წლიდან ბრენდმა გაანახლა მუშაობა, დღედღეობით ერთ-ერთ უმსხვილესი მოდური ტანსაცმლის და პარფიუმერიის მწარმოებელია მსოფლიოში.


image

9) ტაქსის მრიცხველი-იმის გარდა, რომ გოტლიბ დაიმლერმა პირველი ოთხთვალა ავტომობილი დაამზადა მსოფლიოში, მანვე ვიჰელმ გუსტავ ბრუნს მისცა შეკვეთა დაემზადებინა ტაქსის მრიცხველი.

image

10)Bayer, Agfa, BASF-6 მსხვილი ქიმიური კომპანია, სადაც ეს სამი კომპანიაც იყო IG Farben-ში იყო გაერთიანებული, რომელიც ფართო სპექტრის პროდუქციას უშვებდა, ჰიტლერის დროს მთავარი მიზანი იყო კომპანიას შეემუშავებინა ახალი ქიმიური იარაღი.როგორც შემდგომ დაითვალეს, ომის წლებში IG Farben-მა იმდენი მომწამვლელი ნივთიერება დაამზადა, რომ 200 000 000 კაცის მოწამვლას ეყოფოდა.


ამჟამად ამ სამი კომპანიიდან BASF -მ შეინარჩუნა პროფილი და ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური კომპანიაა მსოფლიოში, Bayer-ი ერთ-ერთი ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა, ხოლო Agfa -მ საერთოდ შეიცვალა პროფილი და დღეს სპეციალიზირებული ინფორმატიკაზე და ციფრულ გამოსახულებების დამუშავებაზე.



image





0
142
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0