ჯანმრთელი კვება საკვები ზღვის და სუფრის მარილი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელია უკეთესი? 2017, 16 იანვარი, 11:49 რომელი მარილი უკეთესია: ზღვის ნატურალური თუ გადამუშავებული სუფრის? ზღვის მარილს და სუფრის მარილს ერთნაირი კალორიულობა აქვს — ორივე მარილი უპირატესად ორი ელემენტისგან: ნატრიუმის და ქლორისგან შედგება. თუმცა, დღეს ზღვის მარილს უფრო დიდი რეკლამა აქვს და როდესაც მასზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის უფრო ნატურალურია და უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია ეს თუ არა? მარილის წარმოება ზღვის მარილი ზღვის წყლის აორთქლების გზით მიიღება და უმნიშვნელოდ სუფთავდება, ამის წყალობით, ის სასარგებლო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ზღვის მარილი უფრო მლაშეა, ვიდრე სუფრის. ამიტომ, მისი მოხმარების დროს, კერძში უფრო ნაკლები მარილი უნდა დავამატოთ ვიდრე სუფრის მარილის მოხმარებისას. ანუ უფრო ნაკლებ მარილს მიიღებს ორგანიზმი და ეს უკვე კარგია, რადგან დიდი რაოდენობის მარილის მოხმარება საზიანოა. ზღვის მარილის შემადგენლობა:
სუფრის მარილის დამუშავების სრული პროცესი კი ასეთია: ჯერ მისი გაშრობა ხდება მაღალ ტემპერატურაზე და ამავდროულად ზემოთ ხსენებული ქიმიური პრეპარატი ემატება. ასეთ დროს, მარილის ბუნებრივი კრისტალების დაშლა ხდება და მინარევებისგან იწმინდება. მასში 97%-დან 99%-მდე ნატრიუმის ქლორიდი ჩნდება. ზღვის მარილისგან განსხვავებით, რომლის შემადგენლობაში, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა 84%-ია, ხოლო მინარევი – 14%.
ამრიგად, იმის გამო, რომ ზღვის მარილი სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ბუნებრივ კრისტალებს შეიცავს, ის უფრო მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სუფრის მარილი. მარილის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე იმისთვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, ყოველდღიურად 200 მგ. ნატრიუმის ქლორიდი უნდა მიიღოს (ხანდაზმულებისთვის და ვისაც წნევა აქვს, მხოლოდ 150 მგ. შეიძლება). თუმცა, ადამიანების უმრავლესობა, უფრო მეტ მარილს მოიხმარს ვიდრე საჭიროა. განსაკუთრებით ისინი, ვინც სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრები არიან.
ჰიპერტონია (მაღალი წნევა); შეშუპება, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების გამო (მარილი ორგანიზმიდან სითხის გამოსვლას აფერხებს); კუჭის წყლული; გულძმარვა; ოსტეოპოროზი (დიდი რაოდენობით მარილის მოხმარების შემთცვევაში, ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა ხდება და მცირდება მისი ათვისების უნარი);
ამრიგად, მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება ან მისი რაციონიდან საერთოდ ამოღება, ავად გახდომის რისკს ზრდის და ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის მარილის დოზირება ინდივიდუალური უნდა იყოს და მისი ორგანიზმის ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით უნდა განისაზღროს. 842 8-ს მოსწონს
|