x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ შევწვათ თავსახურის გარეშე ისე, რომ გაზქურა სუფთა დარჩეს
image


რა არის ცუდი შემწვარ კერძში? – ეს ცხიმია, რომელიც შეწვის დროა აქეთ-იქით იწუწება და გაზქურას აჭუჭყიანებს და არა მარტო მას. ხშირ შემთხვევაში, ცხიმის შხეფები ტანსაცმელზე და სხეულის ღია ადგილებზეც გვხვდება. გავარვარებული ცხიმი ქურაზე დაცემის შემდეგ, ისე ეკრობა მის ზედაპირს, რომ მოცილება და ქურის გაწმენდა, არც თუ ისე ადვილია.


image


მაგრამ, არის მეთოდი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, კერძიც გემრიელი გამოვა და გაზქურაც არ დაისვრება! ამასთან, ამ მეთოდით შეწვისას, ნებისმიერ კერძს მადისაღმძვრელი ოქროსფერი ექნება.
აქ შემწვარი ხორცის რეცეპტს გთავაზობთ! თუმცა, იგივე წესით, შეიძლება თევზის, კოტლეტის, კვერცხის და სხვა ნებისმიერი პროდუქტის შეწვა.


image



ინგრედიენტები:



1. ხორცი – 2 ნაჭერი

2. ზეთი – შესაწვავად

3. ფქვილი – 1 (არა სრული) სუფრის კოვზი

4. მარილი, პილპილი – გემოვნებით


მომზადება:


1. ჩაასხით ტაფაში იმდენი ზეთი, რომ მისი ფსკერი დაფაროს და დადგით ცეცხლზე.


image


2. დაამატეთ ფქვილი.


image


3. შეურიეთ ერთმანეთს ზეთი და ფქვილი.


image


4. ტაფის გაცხელებასთან ერთად, ნაზავი ოქროსფერს მიიღებს. სწორედ ამ დროს, მასში ხორცის ჩადება შეიძლება.


image


P. S. თუ უფრო მეტი ხორცის შეწვა გიმდათ, უფრო მეტი ზეთი და ფქვილი იქნება საჭირო.


5. შეწვის დროს, ამ ხრიკის გამოყენებისას, თქვენ მაშინვე იგრძნობთ განსხვავებას, ჩვეულებრივ ცხიმში შეწვასა და ფქვილიან ცხიმში შეწვას შორის – ტაფიდან ცხიმის შხეფები არ გადმოვა და გაზქურა სუფთა დარჩება!


image

image


6. ხორცი რომ შეიწვება, თეფშზე გადმოიღეთ და მარილი და პილპილი მოაყარეთ.


image


ასე შემწვარი ხორცი რბილი და გემრიელი გამოდის.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


სამზარეულოს 9 ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! (+ გაყინული პელმენების და უცხიმოდ შემწვარი კარტოფილის რეცეპტები)
დაიმახსოვრეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ!
რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ
კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის
საჭმლის “სიცოცხლის" ხანგრძლივობა მაცივარში
როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე
20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის
როგორ გვატყუებენ შეფუთვები? რა არის სურათზე და როგორია შიგთავსი

0
4893
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0