x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
წარმოუდგენელი საშინელება ძველ რომში
image

image

ბავშვის მკვლელობა, ჩვენს საზოგადოებაში, ყველაზე საშინელი და უპატიებელი დანაშაულია. მაგრამ, რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძველ რომში, ბავშვის მკვლელობა ჩვეულებრივი და ძალიან გავრცელებული მოვლენა იყო.

ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონებამდე, საზოგადოება, რომელშიც ყველაზე მეტად ათლეტური მონაცემები, ძალა და ვაჟკაცობა ფასობდა, არა წყალობდა სუსტ და მცირე წონით დაბადებულ ბავშვებს. ძველ რომში ოჯახის უფროსი განუზომელი ძალაუფლებით სარგებლობდა. მას შეეძლო სიცოცხლის ჩუქება ან წართმევა ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის – ცოლის, ბავშვის და მონისთვის. რომის იმპერიის პირველ კანონში, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს არეგულირებდა, მამას უფლებას აძლევდა მოეკლა ჯანმრთელი ახალშობილი ქალიშვილი ან ნებისმიერი სქესის ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შეამჩნევდა. კანონის მიხედვით, ბიჭებს უფრო მეტი ფასი ჰქონდათ, ვიდრე გოგოებს, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების და გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოკლული ბავშვების სქესობრივი შემადგენლობა თითქმის თანაბარი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და მათი დაბადების და გარდაცვალების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონი ირღვეოდა და ოჯახს ნებისმიერი ბავშვის მოცილება შეეძლო თავიდან.

როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ბავშვის მკვლელობა, მიღებული პრაქტიკა და ეფექტური საშუალება იყო ოჯახის წევრების რაოდენობის დასარეგულირებლად. ოჯახში მხოლოდ იმდენ შვილს ტოვებდნენ, რამდენსაც ოჯახის რესურსი გასწვდებოდა. შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების მკვლელობა, წყალობადაც ყოფილიყო მიჩნეული.

წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველ რომში, ახალშობილს უსულო საგნად მიიჩნევდნენ. თვლიდნენ, რომ ის მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა ადამიანი, რაც 6 თვის ასაკს მიაღწევდა, ხოლო მანამდე, მაგ., ავგუსტინე ავრელიუსი სიტყვებით, ბავშვი საგანი იყო და მისი მოკვლისთვის ვერავის დასჯიდნენ, რადგან მას სული არა ჰქონდა.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:



* «მეორედ დაბადება». რომი, ბაბილონი, კართაგენი და პალმირა – უძველესი ქალაქების 3D რეკონსტრუქციები (4 ვიდეო)

* ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში

* უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

* სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)

0
258
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0