x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ «უმზერს» მზესუმზირა ყოველთვის მზეს – აღმოჩენილია მცენარის მობრუნების «მექანიზმი»

მცენარის სახელი ორი ბერძნული სიტყვისგან, «helios» — მზე და «anthos» — ყვავილი, წარმოსდგება. და რა თქმა უნდა, ასე შემთხვევით არ დაურქმევიათ. მზესუმზირის უამრავი ყვავილედი, რომელსაც გარს კაშკაშა ფურცლები აკრავს, მართლაც რომ მზეს მოგვაგონებს. გარდა ამისა, ამ მცენარეს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს — ის თავს ყოველთვის მზის მიმართულებით აბრუნებს. მზესუმზირა ყოველთვის მზეს უმზერს — თვალს ადევნებს მის მიერ გავლილ მთელს გზას, აისიდან – დაისამდე.
მცენარეს კუნთები არა გააჩნია და მისი ყვავილი ორიენტირებას მხოლოდ იმის ხარჯზე იცვლის, რომ ღერო, რომელსაც ის უჭირავს, არათანაბრად იზრდება. მისი ზრდის მექანიზმი მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. საქმე იმაშია, რომ მცენარის ღერო ღამე უფრო ძლიერ გრძელდება დასავლეთის მხარე და ამიტომ არის, რომ დილით ის აღმოსავლეთით «იყურება», ხოლო დღის მანძილზე, ინტენსიურად იზრდება ღეროს აღმოსავლეთის მხარე და ის თავს ნელ-ნელა დასავლეთისკე აბრუნებს. ამიტომ, ზრდის პროცესში, მზესუმზირის ყვავილი მართლაც რომ დაჰყვება მზეს და ამართლებს საკუთარ სახელს ფრანგულად («tournesol») და ქართულ.


image


ასეთი ბრუნვის წყალობით, ზრდის ფაზაში, მცენარე 10-15 % მეტი მზის ენერგიის მიღებას ახერხებს, ვიდრე მის გვერდით მყოფი სხვა მცენარეები.

როდესაც მზესუმზირის ზრდა სრულდება, ის აღმოსავლეთის მიმართულებით ჩერდება. ამასაც აქვს თავისი ახსნა — ასეთი ორიენტირება მცენარეს, დილის საათებში, კარგად გათბობის და უფრო მეტი მწერების მიზიდვის საშუალებას აძლევს.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი?

როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს

ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები

სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)

0
774
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0