საზოგადოება "ხელი ხმალს ვიკრათ, ქართველნოოო ქართველობას გვართმევენ" - რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია 2022, 29 მაისი, 14:16 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თელავში, ერეკლე მეორის დასაცავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და არსებულ რეალობას სავალალოს უწოდებს:"ხელი ხმალს ვიკრათ, ქართველნოოო
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მაისს, თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერთა შეკრება სახელწოდებით - "ღირსების აქცია" გაიმართა. ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარედ, შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მისი მოღვაწეობის პერიოდში წარმოებულ ომებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, ერეკლე მეორე, საქართველოს მეფეებს შორის ერთ- ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და სტრატეგი იყო.აქცია პოლიტიკოსისა და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებას მოჰყვა, როცა მან, რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორეს მოღალატედ გამოცხადებაზე ისაუბრა.ბერძენიშვილის მოსაზრებას სოციალურ ქსელში მყისიერად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თელავში კი, მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკოსის ფოტო საპირფარეშოს შესასვლელში დაკიდა.1041 შეფასება არ არის ![]() ![]() ![]() |