x
მეტი
  • 23.06.2024
  • სტატია:135536
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509824
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა: საინტერესო კითხვები ცხოველებზე პასუხებით
image



თვლით, კარგად იცნობთ ბუნებას? ყველაფერი იცით ცხოველებზე? მოემზადეთ ვიქტორინასთვის, რომელიც მოგცემთ ახალ ცოდნას ცხოველების შესახებ, ასევე შეძლებთ შეამოწმოთ მეგობრების ცოდნა. მაშინვე არ ჩახედოთ პასუხებს. გისურვებთ სასიამოვნო გასეირნებას ფაუნის სამყაროში!



1. რამდენად სწრაფად შეუძლია სირაქლემას სირბილი?

image

პასუხი: სირაქლემას შეუძლია აჩქარდეს 70 კმ/სთ სიჩქარემდე.



2. სად გამოიყვანეს ძაღლის ჯიში დალმაციელი?


image

პასუხი: დალმაციელთა სამშობლო არის ხორვატიის პროვინცია დალმაცია.



3. რა არის ძირითადი საკვები ველურ გარემოში მცხოვრები პანდისთვის?

image

პასუხი: გარეული პანდა მხოლოდ ბამბუკით იკვებება.



4. რა ფერისაა პოლარული დათვის კანი?

image

პასუხი: პოლარული დათვის კანი მუქი შავია.



5. რამდენად სწრაფად იქნევს კოლიბრი ფრთებს?

image

პასუხი: პატარა კოლიბრი წამში 200–ჯერ იქნევს ფრთებს.



6. რომელ რიგს მიეკუთვნება ფალანგი?

image

პასუხი: ფალანგი ან აქლემის ობობა მიეკუთვნება სოლფუგებს – არც ობობებს და არც მორიელებს.



7. რომელი ორი ტიპის ძუძუმწოვარი დებს კვერცხებს?

image

პასუხი: იქედნე და იხვნისკარტა.



8. ზღვის კუების რომელი სახეობაა ყველაზე დიდი?

image

პასუხი: ტყავიანი კუ ყველაზე დიდად ითვლება.



9. რა ჰქვია დინგვარსკვლავას რეცეპტორებს?

image

პასუხი: საცეცის მსგავს წანაზარდებს ეიმერის ორგანო ეწოდება.



10. რამდენად ძლიერია გველთევზის ელექტრული მუხტი?

image

პასუხი: ელექტრულ გველთევზას შეუძლია 600 ვოლტი ელექტროდენის იმპულსის წარმოქმნა.



11. შეუძლია ტარაკანს ფრენა?

image

პასუხი: ტარაკნის ზოგიერთ სახეობას (მაგალითად, ამერიკული ან ავსტრიული) ფრენა შეუძლია, მაგრამ უმეტესობას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია.



12. რა განასხვავებს ზღვის ცხენთევზას ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებისგან?

image

პასუხი: მხოლოდ მამრი ზღვის ცხენთევზა ფეხმძიმდება და მშობიარობს.



13. რა მნიშვნელოვანი რამის გარეშე შეუძლია კენგურუ ვირთხას ცხოვრება?

image

პასუხი: კენგურუ ვირთხას შეუძლია მთელი ცხოვრება არ დალიოს წყალი.



14. რომელი ცოცხალი ნიანგია ყველაზე დიდი პლანეტაზე?

image

პასუხი: მარილიანი წყლის ნიანგი ყველაზე დიდია დედამიწაზე.



15. რამდენი წლისაა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ?

image

პასუხი: მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ 185 წლისაა.



16. რა უნიკალური თვისება აქვს სამხრეთ ამერიკის ბასილისკოს?

image

პასუხი: წყალზე სირბილი შეუძლია.



17. რომელი სახეობის ჭიანჭველა ითვლება ყველაზე საშიშად და აგრესიულად?

image

პასუხი: ბულდოგის ჭიანჭველა ყველაზე აგრესიული სახეობაა პლანეტაზე.



18. რომელი ცხოველია ყველაზე ხმამაღალი დედამიწაზე?

image

პასუხი: ლურჯი ვეშაპი ყველაზე ხმამაღალ ბგერებს გამოსცემს (188 დეციბელი).



19. რამდენი სიტყვის სწავლა შეუძლია თუთიყუშს?

image

პასუხი: თუთიყუშების ზოგიერთ სახეობას შეუძლია 2000–მდე სიტყვის დამახსოვრება.



20. რატომ ითვლება ალისფერი მედუზა უკვდავ არსებად?

image

პასუხი: დაბერებისას ალისფერი მედუზა ახალგაზრდა ინდივიდის მდგომარეობას უბრუნდება და თავიდან გადის ცხოვრების ეტაპებს.



21. ზღვის რომელი არსებაა ცნობილია იმით, რომ მცირე ზომის მიუხედავად შეუძლია კიდურების ერთი დარტყმით გახვრიტოს თევზის სქელი ქერცლები?

image

პასუხი: მანტის კიბორჩხალას შეუძლია გახვრიტოს არა მხოლოდ თევზის ქერცლები, არამედ მოლუსკების ნიჟარებიც.



22. რომელ მწერს შეუძლია ინადიროს პატარა გველებზე და კუებზე?

image

პასუხი: უზარმაზარი წყლისმზომელა ბაღლინჯო საკმარისად დიდია პატარა ქვეწარმავლებზე სანადიროდ და საჭმელად.



23. რამდენი დრო სჭირდება ზღვის მარგალიტის შექმნას?

image

პასუხი: ერთი პატარა მარგალიტის ზრდას დაახლოებით 20 წელი სჭირდება.



24. რა თვისება, რომელიც თითქოს მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელია, აქვს კუზა ვეშაპებს?

image

პასუხი: კუზა ვეშაპებს უყვარს ალტრუიზმის გამოვლენა.



25. რომელ ფრინველს აქვს ხმის მიბაძვის უნარი?

image

პასუხი: კუდქნარას შეუძლია გაიმეოროს ნებისმიერი ბგერა, რომელსაც მოისმენს.



თუ ყველა კითხვას სწორად გაეცით პასუხი, გილოცავთ, ფაუნის ექსპერტი ხართ. დროა, შეამოწმოთ თქვენი მეგობრები!



ასევე დაგაინტერესებთ:

კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში

20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი)

მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან

ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ

არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს


0
385
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
385