საზოგადოება ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ 2016, 19 ნოემბერი, 11:04 სამწუხაროდ და ისევ და ისევ მათ საუბედუროდ, დღეს ბევრ მშობელს ეშლება შვილის "აღზრდა" და "გაზრდის" საკითხი და ამ ორიდან მხოლოდ "აღ" და "გა" განსხვავებას ხედავენ. ვინც ხართ მშობლები, დამეთანხმებით რაოდენ რთულია შვილის აღზრდის საკითხი, რომელიც სულ სხვა განზომილებაა გაზრდისგან განსხვავებით. ერთხელ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და კითხეს, თუ როდის უნდა დაეწყოთ თავიანთი 8 თვის შვილის აღზრდა. ბრძენმა უპასუხა, თქვენ ზუსტად 8 თვით დაიგვიანეთო. თანამედროვე ფსიქოლოგია ამ ბრძენკაცის პოზიციას იზიარებს, მაგრამ პრენატალაური ფსიქოლოგია ამ შემთხვევაზე იტყოდა, რომ 8 თვეზე უფრო მეტად დაიგვიანეს მშობლებმა. ცნობილია, რომ ფეხმძიმე ქალის მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული მისი ჩანასახის ჯანმრთელობა. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მოერიდონ სტრესულ და ტრავმატულ გარემოს, რადგან დედის ნერვიულობას შეიძლება მოყვეს ბავშვის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. თუმცა პრენატალური ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ძლიერი სტრესი და ტრავმა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც განაპირობებს. ერთ-ერთი კვლევისას აკვირდებოდნენ ბავშვს, რომლის დედასაც ორსულობის პერიოდში გარდაეცვალა ახლობელი ადამიანი და დიდი ხნის მანძილზე დეპრესიაში იყო, სკოლამდელ ასაკში ამ ბავშვს პერიოდულად აღენიშნებოდა გაურკვეველი წარმოშობის დეპრესიის სიმპტომები. სხვა შემთხვევაში ჩატარდა ლონგიტიდური გამოკვლევა, სადაც ყურადღების ცენტრში იყო მამაკაცი. მისი დედა ცდილობდა თვითნებური აბორტის გაკეთებას. ეს მამაკაცი იყო 30-ჯერ ნასამართლევი და ქონდა სადისტური ტენდენციები, რამდენიმეჯერ სცადა თავის დასახიჩრება და იყო აგრესიული. ეს დაკვირვებები არაა კიდევ საკმარისი იმისთვის, რომ ვამტკიცოთ ცალსახად პრენატალური პერიოდის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან შესაძლოა ამ მამაკაცის დედას განწყობა – “შვილი – ზედმეტი ტვირთია” მთელი ცხოვრება შეუნარჩუნდა და ამანაც განაპირობა სხვადასხვა ქცევითი და ფსიქოლოგიური დარღვევები. დროთა განმავლობაში კვლევები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს ამის შესახებ. დღევანდელ სტატიაში სწორედ, რომ იმ შეცდომებზე მინდა გესაუბროდ, რომლებსაც მშობლები ხშირად ვუშვებთ შვილების აღზრდის დროს და ამ შეცდომებიდან კი უპირველესია შემდეგი- "მივცემ შვილებს იმას, რაც მე მაკლდა ბავშვობაში", არავითარ შემთხვევაში... Denis Johnson-ი გაიზარდა უღარიბეს ოჯახში, 17 წლის იყო როდესაც შვილი შეეძინა, 21 წლის უსახლკაროდ დარჩა, 23 წლის ასაკში კი პირველი მილიონი გამოიმუშავა. გასულ მარტს ის რიგას ესტუმრა და ერთ-ერთ სემინარზე ბავშვის სწორად აღზრდის პრინციპებზე ისაუბრა. "მე ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში და ვაკვირდები მშობლებს, თუ როგორ ზრდიან თავიანთ პირმშოს და ვცდილობ მივაწოდო ყველა ის სასიკეთო რჩევა ამ საკითხში, რათა ისინი დავაფიქრო თუ რა შეცდომებს უშვებენ. ჩვენი შვილები ხომ ჩვენი მომავალია, რომელიც თითქმის დაკარგულია, ვინაიდან ყველაფერს უკვე იღებენ ბავშვობიდან და მოზრდილობის ასაკში არიან უზრუნველყოფილნი"- ამ სიტყვებით დაიწყო ჯონსონმა სემინარი, შემდეგ კი ასეთი დარიგებებით განაგრძო: მიზანი ბავშვს უნდა დავუსახოთ ბავშვობიდან. მდიდარ და გავლენიან მშობლებს კარგათ ესმით, რომ მათი შვილები ისწავლიან საუკეთესო სკოლაში, განაგრძობენ სწავლას ჰარვარდის უნივერსიტეტში და გამოვლენ მაღალი რანგის მენეჯერები, მომავალი ექიმები და პრეზიდენტები. საშუალო ფენის მშობლები კი ზრდიან შვილებს იმ იმედით, რომ მათ გაუმართლებთ ცხოვრებაში. ერთ-ერთი შემოსავლიანი გამომცემლობის მეპატრონის შვილს სულაც არ ჰქონდა მიზანი და არ იცოდა რა პროფესიისთვის მიემართა, მას ხომ ისედაც ყველაფერი ჰქონდა უზრუნველი ცხოვრებისთვის მშობლების დამსახურებით. მაშინ მამამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და გააგზავნა იგი ერთი კვირით უსახლკაროთა თავშესაფარში დამხმარედ სამუშაოდ. ამ ერთი კვირის შემდეგ შვილი დაბრუნდა დიდი სურვილით- მიეღო მონაწილეობა ოჯახურ ბიზნესში. ტელევიზორისა და მობილური ტელეფონის გარეშე... დღეს, რამდენი დედა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ ვინ არის თქვენი შვილის საუკეთესო მეგობარი?! რა თქმა უნდა ტელეფონი და კომპიუტერი. აი ჩემმა შვილმა კი პირველი ტელეფონი 16 წლის ასაკში მიიღო, კომპიუტერი მამის გამონაცვალი ჰქონდა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებდა, ტელევიზორი კი ჩვენს სახლში საერთოდ არ არსებობს. მობილური ტელეფონი ვერ ასწავლის თქვენს შვილებს ორგანიზებასა და დროის განსაზღვრას. ტელევიზორები კი ასწავლიან შვილებს ცხოვრების არასწორ მოდელს. თუნდაც მულტფილმ "ბუბკა ბობს"(სპანჩ ბობს) რა შეუძლია ასწავლოს თქვენს შვილებს? ან მოჩხუბარე ბიჭებზე ფილმს, რომელიც თავის ირგვლივ ბევრს მოერია, განა ისურვებდით თქვენი გოგონებისთვის ასეთ ქმრებს? მათი მიზანი არასწორად რომ არ წარიმართოს, ამიტომ მარტივად აღმოფხვერით პრობლემა- აკრძალეთ ტელევიზორი და მობილური. ასწავლეთ შვილებს შეიყვაროს შრომა. როდესაც ახლოვდება შაბათ-კვირა, ისმის თქვენი წუწუნი თუ სასიხარულო ფრაზები- მადლობა ღმერთს პარასკევია დღეს და მალე დავისვენებ ამ შაბათ-კვირას; ჩემი უფროსი ისეთი ღორია, ყველას შეშლილებივით სულ გვამუშავებს; დამღალა ამდენმა მუშაობამ და ა.შ. ამ ყველაფერს ბავშვობიდანვე რომ ისმენს თქვენი შვილი, რაღა თქმა უნდა ჩამოუყალიბდება ცნობიერება, რომ მუშაობა არის რთული და არასასაიმოვნო პროცესი, ამიტომ არასოდეს გაიზრდებიან მშრომელები. ჩემი შვილები 2 წლის ასაკიდან ასრულებენ სახლში განსაზღვრულ სამუშაოს, 11 წლის ასაკში კი უკვე ფულის გამომუშავებაც შეეძლოთ. არ უნდა გამოიყენოთ ოჯახში დამხმარე მზარეული ან ძიძა, ყველაფერს უნდა გაუმკლავდეთ თავად- ბავშვები გახდნენ დამოუკიდებელნი ოჯახური საქმის საკითხებით, მოწონთ ეს თუ არა, ვინაიდან ამით იძენენ ძალასა და სიმტკიცეს, როდესაც ასრულებენ იმას, რაც არ მოწონთ. თქვენ ბანკომატი არ ხართ შვილისთვის. ჩემი შვილისთვის მე მაქვს განსაზღვრული 50$ რათა ვუყიდო ფეხსაცმელი და 4 წყვილი ჯინსი. გაგეცინებათ, რომ 50$-ად შეიძლება ერთი ნორმალური ფეხსაცმელი ვერ იყიდო, თუმცა მე იაფფასიანს ვყიდულობ მათ მოწონთ თუ არა ამის მიუხედავად. უზრუნველვყოფ მათ აუცილებელით და ფუფუნება და ფანტაზიების ასრულება თუ უნდათ, ამისათვის თავად იშრომონ. ყველაზე ცუდი კი იცით რა არის მშობლებში? როდესაც ამბობენ "მე რაც მაკლდა და ვიცი რა არის ეს, ჩემს შვილს არ მოვაკლებ"- აი სწორედ მანდ უშვებთ შეცდომებს, რადგან ბავშვობაში როდესაც აქვთ ყველაფერი კარგი და საჭიროზე მეტი, როდესაც იზრდებიან და უკვე სულ სხვა სამყაროში ხვდებიან, სადაც ეს ყოველივე უკვე აკლიათ, საშინლად უჭირთ ადაპტირება. დახარჯოთ თუ დაზოგოთ? ფულის დახარჯვის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს: დახარჯვა და ინვესტირება. თუ ასწავლით ხარჯვას, ის ყოველთვის შეიძენს არასაჭიროს და თუ ასწავლით დაზოგვას, ის გააორმაგებს თავის დანაზოგს. აი, მაგალითად ჩვენს სახლში არსებობს შემდეგი წესი: ის, ვინც 10$-ს დაზოგავს, ან იშოვის, კიდევ ვაძლევ დამატებით 10$-ს, ანუ 10$-ზე კიდევ 10$-ს ვუმატებ და ამით მისი ბიუჯეტი იზრდება და ვითარდება. მომატებული თანხით კი უკვე შეუძლია შეიძინოს ველოსიპედი, მუსიკალური ინსტრუმენტი, წავიდეს სამოგზაუროდ და ა.შ. ეცადეთ თქვენს შვილებს ასწავლოთ ფულის სწორად ხარჯვა. ასწავლეთ შვილებს სიკეთის კეთება. ფინანსურად წარმატებული ადამიანები, ყოველთვის გამოირჩევიან ემოციურობისა და მატერილური სიკეთის არ ქონით. ამიტომ შთააგონეთ და ასწავლეთ ბავშვებს სიკეთე, რათა გამომუშავებული თანხის 10%-ი მათ დახარჯონ ქველმოქმედებაზე, დაეხმარონ გაჭირვებულებს და ა.შ. P.S. ჩემი ძველი სტატია განვაახლე. იხილეთ აგრეთვე: იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ... 848 17-ს მოსწონს |
ყველაფერი რა კარგად და ლამაზად წერია :-)