![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101315093673439.jpg)
ინდოეთი – საოცარი ქვეყანაა წარმოუდგენლად მრავალწახნაგოვანი და ზოგჯერ, ევროპელისთვის გაუგებარი კულტურით. მან მსოფლიოს არაერთი ფილოსოფოსი აჩუქა. მაგრამ, ამ ძირძველი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როდესაც ინდოელების უსასრულოდ ღრმა თვალებში იყურებით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ ყოველი მეორე აქ – ბრძენია, რომელმაც ცხოვრების არსში ჩაწვდომა შეძლო. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ არის, რომ ინდოელებისთვის მთავარი – მეგობრობა და სიყვარულია...
გთავაზობთ ამ ხალხის წიაღში მომწიფებულ ბრძნულ აზრებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებაში:
დიდი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანები იდეებს განიხილავენ, საშუალო — განიხილავენ მოვლენებს, პატარა — ადამიანებს.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318201773439.jpg)
ყურადღება მიაქციეთ სტუმარს — თუნდაც ის თქვენი მტერი იყოს. ხეც კი, ცულიან ხისმჭრელს, არ ეუბნება უარს მისი ჩრდილის ქვეშ დასვენებაზე.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318211973439.jpg)
არასოდეს ყოფილა, არ არის და მომავალშიც არ იქნება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ძაგების ან ქების ღირსია.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318213673439.jpg)
სულელისთვის რჩევის მიცემას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ის ბრაზდება.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318215273439.jpg)
თუ ადამიანი სხვებისთვის ცხოვრობს, მისი თუნდაც მოკლე ცხოვრება ბედნიერებით არის აღსავსე.
იმედდაკარგული ადამიანი ნუგეშს წარსულში ეძებს, ჭკუასუსტი — მომავალში, ჭკვიანი — აწყმოში.
ბედნიერება თავად პოულობს გზას სულით ძლიერი ადამიანებისკე.
ბავშვი — სტუმარია თქვენს სახლში. აჭამეთ, ასწავლეთ და გაუშვით.
წინასწარ თავს ნუ იქებთ, როდესაც საქმეზე მიდიხართ, თავი მაშინ შეიქეთ, როდესაც დაბრუნდებით.
ქალები — ბუნებით სწავლულები არიან, ხოლო მამაკაცები — ცოდნას წიგნებიდან იღებენ.
საკუთარ თავზე გამარჯვება — ეს საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ დამარცხებული არ იყოთ.
სიხარულით არის სავსე სამყარო მათთვის, ვინც სხვებს მტრულად და წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის გარეშე უყურებს.
თუ არ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება, რა აზრი აქვს შიშს, რომელსაც ვერ დაგიცავთ?
თუ ჭკვიანი ხართ, ნუ შეეწინააღმდეგებით მდიდარს, ხელისუფლებას, ბავშვს, მოხუცს, ასკეტს, ბრძენს, ქალს, სულელს და მასწავლებელს.
საკუთარი თავის მართვისთვის, თქვენი თავი გამოიყენეთ. ხოლო სხვებთან ურთიერთობისას — გამოიყენეთ თქვენი გული.
თუ ქალი ბედნიერია — მთელი სახლი ანათებს, თუ ქალი მოღუშულია — მთელი სახლი ბინდში იძირება.
შეიძლება დაიჭიროთ ვეფხვის ტყეში, ფრინველი ცაში, თევზი აბობოქრებულ წყალში, მაგრამ არ შეიძლება ქალის ცვალებადი გულის დაჭერა.
როდესაც საჭიროა სხვისთვის რჩევის მიცემა, ყველა — ბრძენი ხდება. ხოლო როდესაც საჭიროა რჩევის საკუთარი თავისთვის გამოყენება, მაშინ არც ბრძენია სულელზე ჭკვიანი.
არ ტოვებს კვალს ფრინველი ცაში და თევზი წყალში — ასეთივეა ჭეშმარიტი კეთილისმსურველის გზა.
ადანიანის სამკაული — სიბრძნეა, სიბრნის სამკაული — სიმშვიდე, სიმშვიდის სამკაული — გამბედაობა, გამბედაობის სამკაული — სინაზე.
გონიერი ყველაფერს საკუთარი განსჯის საფუძველზე აფასებს, სულელს – ჭორების სჯერა.
წყენა ქვიშაზე დაწერეთ, მადლიერება მარმარილოზე ამოკვეთეთ.
ყველაზე რთული იმაში, რომ კიბის ზედა საფეხურზე ახვიდეთ, — ის არის, რომ კიბესთან შეკრებილი ხალხის მასა გაარღვიოთ.
სულელი ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობს, ხოლო ჭკვიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს, დიადი საქმის კეთების დროსაც.
ჩვენ არ შეგვილია ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, მისი სიგანის და სიღრმის მიმართებაში.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318273973439.jpg)
სიმდიდრე და ჯანმრთელობა, მეგობარი და ტკბილად მოუბარი მეუღლე, დამჯერი შვილი და სასარგებლო ცოდნა – არის 6 განძი ამ სამყაროში.
ხუთ წლამდე შვილს ისე მოექეცით, როგორც მეფეს, 5-დან - 15 წლამდე – როგორც მსახურს, ხოლო 15 წლის შემდეგ – როგორც მეგობარს.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318280773439.jpg)
არ არსებობს მუდმივი უბედურება ან მუდმივი ბედნიერება, ისევე როგორც არ არსებობს მუდმივი აღმართი ან დაღმართი.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318282273439.jpg)
ხიჭვი, მორყეული კბილი და ცუდი მრჩეველი ძირფესვიანად უნდა მოიცილოთ – ეს არის მშვიდი ცხოვრების რეცეპტი.
უბედურების წამალი ის არის, რომ მასზე არ იფიქროთ. როდესაც ცუდზე ფიქრობთ, ის კი არ მიდის – უკან ბრუნდება.
![ინდური სიბრძნე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101318285573439.jpg)
გაიხარეთ თქვენი წილი სიხარულით, გადაიტანეთ თავს დამტყდარი უბედყრება, ყველაფერს ელოდეთ, რაც დროს მოაქვს – ისევე, რგორც მიწათმოქმედი ელოდება თავის მოსავალს.