ტენდენციები 2016 წლის თმის შეღებვის ჰიტი – ბალიაჟი (40 ვარიანტი)! აჩვენეთ ეს თქვენს სტილისტს! 2016, 11 აგვისტო, 16:25 წელს თმის შეღებვის ჰიტი, უდავოდ, ბალიაჟია. ბალიაჟი თმის შეღებვის ახალი ტექნიკა არის, რომელიც მელირებას მოგვაგონებს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში მოიგონეს, მაგრამ მთელს მსოფლიოში, მხოლოდ წელს გახდა პოპულარული. სწორედ ამაზე არის ნათქვამი “ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო". განსხვავება მელირებასა და ბალიაჟს შორის ის არის, რომ მელირების დროს, შეღებვა ვერტიკალურად ხდება, ხოლო ბალიაჟისას – ჰორიზონტალურად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გამოიყენება ერთი ფერის რამდენიმე ტონალობა, რომელიც გლუვად გადადის ერთმანეთში, თუმცა, გადასვლა შეიძლება მკვეთრიც იყოს. ბალიაჟი ყველა ქალბატონს განსაკუთრებულს და განუმეორებელს ხდის, რადგან ორი ერთნაირი ბალიაჟი ვერ იარსებებს, თუ ამისი გაკეთება სპეციალურად არ მოხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმაზე ნერვიულობა მოგიხდებათ თუ არა? არ არის საჭირო! შეღებვის ამ ტექნიკას საფუძვლად ყოველთვის სახის პროპორციები და თმის ფერი უდევს, იღებება მხოლოდ ბოლოები და თმის ძირითადი ნაწილი ხელუხლებელი რჩება. აქ წარმოდგენილია ბალიაჟის ტექნიკის ყველაზე პოპულარული 40 ვარიანტი. რომელთა შორის, თქვენ აუცილებლად შეძლებთ, თქვენთვის მისაღები ვარიანტის შერჩევას! 1. თმის ძირებიდან ფერის გადასვლა პირდაპირ თმის ძირებთან — საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც უახლოესი სამი თვის მანძილზე არ გეგმავს სალონში წასვლას! ეს არის ბალიაჟი, რომელიც ავტომატურად მიიღება შეღებილი თმის გაზრდის შემდეგ.
ეს ვარიანტი, უფრო მეტად, მოკლე თმას უხდება: ფერფლისფერი თმას მოცულობითს ხდის და ფერების ლამაზ გადასვლებს აკეთებს. 3. ბლონდი 4. კულულებზე 5. ფერადი ამ სეზონზე, ფერადი საღებავებიდან, ლიდერობას არავის უთმობს 3 ფერი: ბორდო, მუქი იისფერი და ალუბლისფერი. 6. შოკოლადი და კარამელი ეს ბალიაჟი იდეალურია მათთვის, ვისაც მუქი ფერის თმა აქვს: ყავისფერი ბაზა და კარამელის ანარეკლი – ფერთა ულამაზესი შეხამებაა. 7. ვარდისფერი თაფლი 8. ოქროს წაბლი მუქი ფერის გრძელი თმა უფრო მოცულობითი და მდიდრული იქნება, თუ ზედა კულულები ოქროსფერი ტონით დაიფერება. 9. ხორბლის ყავისფერი თვის გაღიავება ხორბლის ფერამდე, ძნელი არ არის, ხოლო წამოზრდილი თმის ძირები, ვარცხნილობას დამატებით ხიბლს შესძენს. 10. კონტრასტული ნუ შემოიფარგლებით მუქიდან ღია ფერზე გადასვლით: მუქი-ღია–მუქი ანუ მუქი აქცენტები თმის ბოლოებზე — არის ახალი ტრენდი, რომელიც დიდი ხნით იქნება მოდაში. 11. ფარული ბალიაჟი ფერის გაწელვა მთელს სიგრძეზე – ბუნებრიობის იმიტაციას იძლევა და ვერავინ მიხვდება, რომ ეს სტილისტის ჩარევის შედეგად არის მიღებული. 12. ფენა-ფენა ბალიაჟი 13. მხოლოდ ბოლოები 14. სახესთან სახის ოვალის ირგვლივ ბალიაჟი, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავების საუკეთესო ხერხი არის. 15. მთელს სიგრძეზე 16. პლაჟის ვერსია მკვეთრი განსხვავება მუქ და ღია ფერის თმას შორის – ამ სეზონის კიდევ ერთი ტრენდია. 18. ცალკეული კულულები ეს აღმოჩენა არის მუქი ფერის თმის მქონეთათვის: მხოლოდ ცალკეული კულულების გაღიავება და ისიც სანახევროდ! 19. ლაით-ვერსია წინა ვერსია თუ მეტისმეტად მკვეთრად და გამომწვევად მიგაჩნიათ, შეგიძლიათ უფრო მსუბუქი ვერსია სცადოთ: ნაკლები თმა გაიღიაოთ და კონტრასტული მხოლოდ თმის ქვედა ნაწილები გახადოთ. 20. ცეცხლოვანი ფერის ინტენსივობას თუ თმის ძირებიდან ბოლოებისკე გაზრდით — თქვენს თმას ცეცხლოვანს გახდით! 21. მარწყვი შოკოლადში ეს საუკეთესო ვარიანტია მუქთმიანებისთვის: ყავისფერი თმა გადადის კრემისფერ-მარწყვისფერ ტონალობაში. ამის გაკეთება მხოლოდ სუპერპროფესიონალ სტილისტებს შეუძლიათ! 22. ჟოლოს შეიკი წელს ჟოლოს ფერი წამყვან პოზიციაზეა: ძალიან ლამაზი გამოდის ნატურალურ თმაზე ღია ჟოლოსფერ ტონები! 23. ქალთევზა ეს კი ქერა თმიანებისთვის არის: ფერფლისფერ თმის ძირებზე და ბოლოებზე ძალიან კარგად ჯდება ღია ლურჯი ფერის საღებავი. 24. წითელი მოცხაარი ნაზი ვარდისფერი ტონალობა, ცალკეულ კულულებზე, ქერა თმას მოცულობითს, ხოლო ფერს — ინტენსიურს გახდის. 25. უნდინა (ტალღა) – წყლის სული მრავაჯერადად თმის ქერად შეღებვის შემდეგ, გარისკეთ და მწვანე ტონალობა დაიმატეთ. ზაფხულის საზონზე, ასეთი ბალიაჟი, სრულ ჰარმონიაში არის გარემოსთან. 26. ტყის ია ფერფლისფერი ქერა თმა და იისდერი ბალიაჟი – განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება დაწნულ თმაზე. 27. ვიწრო ზოლებით თმის სულ ვიწრო ზოლების ტონირებაც კი, სულ სხვანაირს ხდის ვარცხნილობას: ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ჯერ-ჯერობით ვერ ბედავს თმის მთლიანად გადაღებვას. 28. ფერფლისფერი ქერა ღია წაბლისფერი და თეთრი — კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც თეთრი სახის კანი და ცისფერი თვალები აქვს! 29. პლატინა წაუგებელი ვარიანტია მათთვის, ვინც თვლის რომ რუხი, ჩამქრალი თმა აქვს. 30. ბუმბული და ელვარება რადიკალურად მუქი თმის ძირებში და ძალიან კონტრასტული ბოლოებში: სქელი და მოცულობითი თმისთვის, საუკეთესო ვარიანტია, საფეხურებრივი ვარცხნილობის ხაზგასასმელად. 31. ცოტა-ცოტა ყველაფერი ფერფლისფერის, ვარდისფერის და თაფლისფერის მიქსს, შეუძლია განუმეორებელი თმის ფერი შექმნას მხოლოდ თქვენთვის, რომლის კოპირება, უბრალოდ შეუძლებელი იქნება. 32. კასკადი ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, მაგრამ ძალიან ეფექტურად გამოიყურება სრულიად სწორ თმაზე. 33. ჭაღარა მოდაში შემოსული ჭაღარა ტონები, არც ბალიაჟისთვის არის უცხო: ასეთი თმა — ნამდვილად მდიდრულად გამოიყურება! 34. ვარდის კოკორი მწვანე ფერის ტონალობა ვარდისფერ ქერა თმაზე — სტილისტებმა ასე რომანტიკულად მონათლეს. 35. ნათელი თუ 90-იანებში თქვენი ოჯახის წევრებმა არ მოგცეს თმის ვარდისფერად შეღებვის უფლება, ეხლა სწორედ ის დროა, რომ ძველი სურვილი აისრულოთ. 36. ასიმეტრიული ბალიაჟი თუ გრძელ თმას ატარებთ და ის მთლიანად უკან გაქვთ გადატანილი ან ერთ მხარზე გაქვთ გადაწეული, მაშინ ეს ბალიაჟი სწორედ თქვენთვის არის. 37. დაწნული თქვენს სტილისტს შეუძლია თმის მხოლოდ იმ ნაწილის გაღიავება, რომელიც ნაწნავში მოხვდება. 38. წითელი და შავი გოთურია, მაგრამ როგორ იზიდავს თვალს! 39. იასაამანი ცოტაოდენი იისფერი აქცენტები და თქვენ არ დარჩებით შეუმჩნეველი. 40. ოქრო და ვერცხლი მუქი ძირებიდან ოქროსფერ შუაგულზე გადასვლა, ხოლო იქიდან — ვერცხლისფერ ბოლოებზე, ძალიან ლამაზად გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ ელეგანტურობის პიკია! 6996 12-ს მოსწონს
|