x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზოლები (Stripes) – სეზინის ტრენდი
image

image

ტრიკოტაჟის ლურჯი და თეთრ ზოლებიანი მაისური, უკვე დიდი ხანია, რაც კლასიკად ითვლება. ამ ზოლებს, თითქოს მაგიური ძალა აქვს, ადამიანის თვალს იზიდავს და ნუსხავს. პატრონს კი სიხარულს ანიჭებს, ყოველდღიური სტილის ფორმირებისას, რადგან სამოსის ეს ელემენტი, ერთნაირად კარგად ეწყობა, როგორც კლასიკურ პიჯაკს, ისე სპორტული სტილის ქურთუკს.

XX საუკუნემდე, ზოლებიანი მაისურები მხოლოდ სამხედრო ფორმის ნაწილი იყო, ხოლო გასული საუკუნის II ნახევარში, ის თანდათანობით მოდური სამოსის კატეგორიაში გადავიდა.
კოკო შანელი იყო პირველი, ვინც ზოლებიან მაისურს მიაქცია ყურადღება და თავის კოლექციაში, მოდერნიზებული საზღვაო მაისურები წარმოადგინა, რომლებსაც ჩვენების შემდეგ, იმ პერიოდის, სტილის კერპები – მერლინ მონრო, ბრიჯიტ ბარდო, ედი სედგვიკი, ოდრი ჰეპბერნი და სხვა ცნობილი ადამიანები ატარებდნენ.

image

image
ზოლიანი მაისურების ყველაზე დიდ «თაყვანისმცემლად» ჟან-პოლ გოტიე ითვლება, რომელმაც ერთხელ აღნიშნა: «მეზღვაურთა მაისური – ეს უფრო მეტია, ვიდრე გარდელობის უბრალო ნივთი. ეს ყველაზე თავისუფალი და რომანტიკული ნივთია, ჩემთვის ცნობილ ნივთებს შორის». გოტიემ ზოლებიანი სამოსი თავისი ბრენდის სიმბოლოდ აქცია: ის თავადაც ატარებდა ზოლებიან ტანსაცმელს და თავის თანამშრომლებსაც სთხოვდა, რომ მოდის კვირეულის მანძილზე, ზოლებიანი ტანსაცმელი ეტარებინათ.

image

image

image

image

გოტიეს სხვა დიზაინერებმაც მიბაძეს. ბოლო წლებში ზოლებიანი ტანსაცმელი მოდის უცვლელ ტრენდად იქცა. მას განსაკუთრებით დიდი ადგილი, თავიაანთ კოლექციებში, ისეთმა დიზაინერებმა დაუთმეს, როგორებიც არიან: Moschino, Dolce & Gabbana, Michael Kors, Tommy Hilfiger, Oscar de la Renta და Marc Jacobs.

image

ქვემოთ წარმოდგენილია ზოლებიანი მაისურის სხვა ტანსაცმელთან ერთად ტარების 5 საუკეთესო კომბინაცია:

image

1. ზოლიანი მაისური + ლაბადა (გრძელი კარდიგანი) + მუქი ქვედაბოლო


image

image

2. ჯინსის კომბინიზონი + კალასიკური პიჯაკი



image

image


3. შლაქსი + ზოლიანი მაისური + წითელი ქურთუკი

image

image

image


4. ჯინსის შარვალი + ზოლიანი მაისური + შესაფერისი ფერის შარფი


image

image


5. Print mix ანუ კუბოკრული პიჯაკი + ზოლიანი მაისური + მტაცებელის პრინტი


image

image

მთავარი კი ის არის, რომ ინდივიდუალობა არ დაკარგოთ და მოდის ყველა მიმდევრისთვის, საკუთარი ზოლები მოიძებნება…


ზაფხულის ცხელ დღეებში კი, შეგიძლიათ კომბინაციებზე ფიქრით თავი არ დაიღალოთ და ზოლებიანი კაბა ჩაიცვათ, რომელიც ამ სეზონზე, ისევ მოდაში შემოვიდა. ამასთან, კაბის სტილს და სიგრძეს, მნიშვნელობა არა აქვს.

image

imageimageimageimageimageimage

image

2
364
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
364
  
2016, 9 ივნისი, 18:50
ეს ის შემთხვევააა როცა სეზონი და რაღაც დაწესებული პერიოდი არარი საჭირო და სულ მოდურია
2016, 8 ივნისი, 15:26
ძალიან მიყვარს ზოლიანი სამოსი და ხშირად ვყიდულობ.
0 1 2