შოუბიზნესი სტალონემ საზოგადოებას თავისი ქალიშვილები წარუდგინა 2016, 23 მაისი, 16:25 69 წლის მსახიობს, სილვესტრ სტალონეეს მხოლოდ კინოინდუსტრიაში მიღწეული დიდი წარმატება არა აქვს საამაყო. ლეგენდარულ მსახიობს ლამაზი მეუღლე და ერთი მეორეზე უკეთესი, 3 ქალიშვილი ჰყავს. ცოტა ხნის წინ, მისი ერთ-ერთი ფილმის პრემიერასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, ის ოჯახის თანხლებით წარსდგა, იქ შეკრებილი, საზოგადოების წინაშე. მისი მეუღლე, ჯენიფერ ფლავინი ამჟამად 47 წლის არის. ის 22 წლით უმცროსია ქმარზე. თუმცა, 18 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, მან მეუღლეს 3 მშვენიერი ქალიშვილი აჩუქა: სოფი, სისტინი და სკარლეტი. სისტინმა (მარცხნივ) უკვე დაიწყო მოდის ინდუსტრიის დაპყრობა, ის გადაიღეს ჟურნალისთვის Teen Vogue. სტალონეს ცხოვრება კარგად აეწყო. მან კინომატოგრაფიაში ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევის შესაძლებლობაც არსებობს ამ დარგში. და არც ოჯახისთვის მოუკლია ყურადღება. მან უმშვენიერესი 3 ქალიშვილი აღზარდა. 985 8-ს მოსწონს
|