ცომეული პურის შემცვლელი, ინდური ჰაეროვანი ,,პური" და ფუმფულა, არომატული, ძალიან გემრიელი პური საფუარის გარეშე 2015, 29 სექტემბერი, 18:57 ინდოეთში “პურის" მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ წარმოდგენილი რეცეპტი საბაზო და ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ინგრედიენტები: ფქვილი - 1 ჭიქა თბილი წყალი - ½ ჭიქა ზეთი - 1 ჩ. კ. მარილი - ½ ჩ. კ. ზეთი - შესაწვავად მომზადება: 1. თასში ჩაყარეთ მარილი, ფქვილი და დაამატეთ წყალი > მოზილეთ სქელი ცომი > დაამატეთ ზეთი და ისევ მოზილეთ. 2. გაახვიეთ ცომი სამზარეულოს აპკში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. 3. გაყავით ცომი 6 ტოლ ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ჯერ ხელით, ხოლო შემდეგ გასაბრტყელებელიც გადაატარეთ. 4. ტაფაში ჩაასხით ზეთი, ისე რომ ძირი მთლიანად დაიფაროს > ზეთი რომ გაცხელდება, ჩადეთ კვერი და ორივე გვერდიდან გამოაცხვეთ. ქაფქირით გადააბრუნეთ.
თითოეული კვერი ცალ-ცალკე უნდა გამოაცხოთ და ტაფიდან ამოღების შემდეგ, ქაღალდის პირსახოცზე მოათავსოთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. მიირთვით ცხელ-ცხელი.
ფუმფულა, არომატული და ძალიან გემრიელი პური საფუარის გარეშე ინგრედიენტები: კეფირი - 1 ჭიქა ქვამარილი - 1 ჩ. კ. ყავისფერი შაქარი - 1 ს.კ. სოდა - 1 ჩ. კ. ლიმონმჟავა - ½ ჩ. კ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი - 2 ჭიქის ფარგლებში (რამდენსაც შეიზელს) მომზადება:
3061 3-ს მოსწონს
|