საზოგადოება სააკაშვილის "ქალები" საქართველოში და უკრაინაში - როგორ კეთდება კარიერა "მიშას" გარემოცვაში 2015, 18 სექტემბერი, 14:52 "მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცნობილი იყო ქალების მიმართ სიყვარულით. საქართველოში მან დატოვა მთელი ჯარი საყვარლებისა, რომელთა კარიერაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ელვისუსწრაფესად განვითარდა. ახლა კი, ოდესაში დაფუძნებული "ცხელი ქართველი" უკრაინელი ლამაზმანების გარემოცვაშია. თავისი ახალგაზრდა ფავორიტებისთვის იგი რაც სახელმწიფო თანხებს ზოგავს, არც პოსტებს." - ასე დაიწყო უკრაინულ ტელეარხზე "2+2", გადაცემა "საიდუმლო მასალები", რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და მის "სექსუალურ თანაშემწეებს" მიუძღვნეს. გადაცემის ავტორებმა "გამოძიება ჩაატარეს" და მაყურებელს უამბეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეიძლება ოდესის ოლქში კარიერის გაკეთება, არამედ გაიხსენეს სააკაშვილის "ამურული დამსახურებები" საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში. "ამჟამად ოდესის ოლქში წარმატებული ჩინოვნიკის კარიერისთვის ძალიან ცოტა რამაა საჭირო: თუ მამაკაცი ხარ, უნდა იყო ქართველი, ხოლო თუ ქალი ხარ, უბრალოდ, უნდა იყო ლამაზი 30 წლამდე გოგონა. სააკაშვილს ყოველთვის უყვარდა ლამაზი ქალების დახმარება - სასიყვარული ისტორიების სარჩული ჯერ კიდევ საქართველოს მმართველობის დროიდან იწყება", - ნათქვამია სიუჟეტში. სიუჟეტში გვაცნობენ ოდესის ვიცე-გუბერნატორს, იულია მარუშევსკაიას და ანა პენჩევას, რომელიც ოდესის პოლიციის პრეს-სამსახურს ჩაუდგა სათავეში. 25 წლის ლამაზმანი, "მაიდნელი" აქტივისტი იულია მარუშევსკაია კიევში მიმდინარე აქციების დროს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვირუსული ვიდეოს წყალობით გაიცნო ნახევარმა მსოფლიომ. ვიდეორგოლი "Я - украинка" "ევრომაიდნის" სიმბოლოდ იქცა. გუბერნატორის თქმით, იულია ბოლო წელი ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარუშევსკაიას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, რაც ქართველი პოლიტიკოსის აზრით, ნიშნავს, რომ მან ხელისუფლებაში "ახალი, სუფთა და კომპეტენტური ადამიანების მოყვანა შეძლო". 28 წლის მოდელი, ანა პენჩევა, "Odessa Fashion Channel"-ის ერთ-ერთი რიგითი წამყვანობიდან პირდაპირ ოდესის პოლიციის პრეს-სამსახურის სათავეში აღმოჩნდა. ჟურნალისტებმა მაყურებელს შეახსენეს, თუ როგორ ხდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მომხიბვლელი გოგონების კარიერული წინსვლა: 2005 წელს სააკაშვილის პრეს-მდივანი გახდა 20 წლის ჟურნალისტი ალანა გაგლოევა. ქართველ "მაჩოს" მიაწერენ ასევე რომანს მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, რომელიც "ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს წარმოადგენდა. მოგვიანებით მომღერალი ნინა წკრიალაშვილი შოუ-ბიზნესიდან ქვეყნის კულტურის სამინისტროში აღმოჩნდა. 2010 წელს კანადიდან ჩამოსული ვერა ქობალია მომენტალურად დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. "პრეზიდენტის ჰარამხანიდან" ჩინოვნიკის პოსტზე მოხვდნენ აგრეთვე ხათუნა კალმახელიძე და ნინო კალანდაძე. იხილეთ გადაცემის ჩანაწერი: 1056 7-ს მოსწონს
|