x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - იგავი მწუხარებაზე
იგავი მწუხარებაზე


მრავალი წლის წინ, ეშმაკმა წატრაბახება მოინდომა და ყველას დასანახავად გამოფინა თავისი ხელობისთვის საჭირო ხელსაწყოები. მან ყველაფერი მინის ვიტრინაში მოათავსა და ზემოდან ეტიკეტები დააკრა, რომ ყველას გაეგო, თუ რა ხელსაწყო იყო, რისთვის გამოიყენებოდა და რა ღირდა თითოეული მათგანი.

გამოფენაზე თავმოყრილი იყო მთელი მისი კოლექცია: შურის მბზინავი ხმალი, მრისხანების ჩაქუჩი, ძუნწობის ხაფანგი. თაროებზე განთავსებული იყო ყველა იარაღი, შიშის, სიამაყის და ზიზღისა. ყოველი მათგანი, ცალკე ბალიშზე იყო მოთავსებული. ყველაზე შორეულ კუთხეში, ერთი პატარა, გაცვეთილი და შეუხედავი ხის სოლი იდო, რომელს ეტიკეტზეც ეწერა - “მწუხარება*". ყველასათვის გასაკვირად, ეს ნივთი ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ყველა ნივთი ერთად. კითხვაზე, თუ რატომ ღირს ეს ნივთი ასეთი ძვირი, ეშმაკმა უპასუხა:

- ეს ერთადერთი ნივთია ჩემს არსენალში, რომელზეც დაყრდნობა შემიძლია, თუ ყველა დანარჩენი ხელსაწყო უძლური აღმოჩნდება, - და მან ნაზად გადაუსვა ხელი სოლს. - თუ მე შევძლებ მის ჩასმას ადამიანის თავში, მაშინ ის გახსნის კარებს, ყველა დანარჩენი ხელსაწყოებისთვის.



* სასოწარკვეთა, უიმედობა, Λύπη (lypē) მწუხარება - მიღებულია როგორც შური, მწუხარება სხვისი კეთილად ყოფნის გამო.


იგავი მწუხარებაზე


0
194
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0