ფოტოგრაფია ფოტოგრაფი,რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში პირველი ფერადი ფოტოები გადაიღო 2015, 19 მარტი, 12:36 სერგეი პროკუდინ გორსკი (. დაბ. 1863წ.31.08 მურომი - გარდ.1944 წ.27.09 პარიზი)ქიმიკოსი, გამომგონებელი, გამომცემელი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.მას დიდი წვლილი მიუძღვის პირველი ფერადი ფოტოგრაფიის და კინემატოგრაფიის განვითარებაში.
იგი გამოჩენილი დიდი მეცნიერის დიმიტრი მენდელეევის მოწაფე გახლდათ.
სერგეი პროგუდინ გორსკიმ 1905 წელს იმოგზაურა უკრაინაში ყირიმში და კავკასიაში, გადაიღო 400-მდე ფერადი ფოტო.რა თქმა უნდა ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესოა საქართველოში გადაღებული ფოტოები. 1912 წელს თბილისში გადაიღო ფოტები.სულ 9 ფოტო, აქედან 6 ფერადია, ხოლო 3 შავთეთრი. 1-ბათუმის ხედი, სიღრმეში ჩანს ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი. 2-ბათუმი ზღვის სანაპიროსთან 3-მოლები აზიზას მეჩეთში.ბათუმი 4 -ბათუმი, ნობელევსკის დასახლება 5- ფრესკა ტიმოთესუბნის მონასტერში(XIIს) ბორჯომის სიახლოვეს 6-ქართველი ქალბატონები ბორჯომის პარკში 7-ლიკანის პარკი 8-მინერალური წყლების სათადარიგო საწყობი ბორჯომში 9-მინერალური წყლების სათადარიგო საწყობი ბორჯომში(ხედი რკინიგზის მხრიდან) 10-შუშის ქარხნის ხედი ბორჯომი 11-ლიკანის სასახლის ხედი 12-წაღვერი, წყაროსთან 13-ტიფლისი, ხედი მამადავითის მთიდან 14-ქართველი ქალი 15-ტიფლისის დასავლეთი მხარე 16-სახლი კლდის თავზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 17-თბილისის ხედი მამდავითის ეკლესიის მხრიდან 18-ტიფლისი, ბოტანიკური ბაღის ხეობა 19-ტიფლისი მეტეხის ციხე 20-ხედი გოგირდის აბანოებიდან 21-ტიმოთესუბნის მონასტერის შესასვლელი 22-წაღვერი 23-ჩაქვი 24-ჩაქვი, ჩაის ფაბრიკა 25-ჩაის კრეფა ჩაქვში 26-ჩაის ფაბრიკა ჩაქვში.ჩინელი ოსტატი ლაუ-ჯენ-ჯაუ 27-ჩაის მკრეფავები ჩაქვში.ბერძენთა ჯგუფი 28-გაგრა, ახალი სასტუმრო 29-გაგრა 30-ახალი ათონი, სამონასტრო ცხოვრება და ძველი ეკლესია 31-ახალი ათონი 32-სოხუმის საერთო ხედი 33-სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, ბამბა 1053 7-ს მოსწონს |
გასაოცარია ნაგავი არსად არ ყრია :D